კედლის ბარელიეფი წებოსა და სოდისგან, გამოუსწორებელი ხელოვანებისთვის

711

კედლის ბარელიეფი ინტერიერის დიზაინში სიახლეა. ასეთი დეკორის დახმარებით, ოთახი შეგიძლიათ უნიკალურად და ლამაზად გააფორმოთ. ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია გასწავლით ბარელიეფის დამზადებას.

კედლის ბარელიეფი ინტერიერის დიზაინში

რამდენიმე საუკუნის წინ, ბარელიეფით ამშვენებდნენ მდიდრული სასახლეებისა და მამულების ფასადს. თუმცა, ჩვენს დროში საჭირო არაა სკულპტორის დაქირავება სახლის მოსართავად. ახალი მასალებისა და ტექნოლოგიის გაჩენასთან ერთად, ეს ფუფუნება ნებისმიერი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი, მთავარია, ეს უკანასკნელი მზად იყოს ამ იდეის განსახორციელებლად.

სხვათა შორის, ბარელიეფის გამოკვეთის ეს ტექნიკა ძალიან მარტივია. ყველა საჭირო მასალას ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მაღაზიასი იპოვით. ჩვენ გასწავლით ტექსტურის პასტისა და ტრაფარეტის დამზადებასაც.

ყალიბის (ტრაფარეტის) ფუძე

ყალიბის ფუძედ აიღეთ ხის ფანერი. წაუსვით ფირფიტას ნიადაგი: აკრილის საღებავისა და პვა-წებოს ნარევი, 1:1 თანაფარდობით. არ დაგავიწყდეთ კიდეებიც. გრუნტის წასმის შემდეგ, აცადეთ გაშრობა რამდენიმე წუთით.

ტექსტურის პასტა

ახლა დაკავდით პასტის მომზადებით. მის დასამზადებლად დაგჭირდებათ 2 ს.კ. პვა, ამდენივე აკრილის საღებავი და 0.5 ჭიქა წყალი. ამ ბარელიეფისთვის, პასტას სპილოს ძვლის ფერი ექნება, თუმცა, ეს თქვენი სურვილის მიხედვით უნდა შეირჩეს. მასტიხინის (ან შპატელის) გამოყენებით, დაფარეთ ყალიბის ფუძე პასტის თხელი ფენით. ნუ ეცდებით იდეალურად თანაბარი ზედაპირის მიღებას – ზედაპირი უნდა ჰგავდეს ქვას. წაუსვით კიდეებსაც და გააჩერეთ ფუძე გასაშრობად რამდენიმე წუთით.

ტრაფარეტი

ტრაფარეტისთვის დაგჭირდებათ ნახატი, პლასტმასის გამჭვირვალე ფაილი და საკანცელარიო დანა. მოჭერით პლასტმასის ნაჭერი საჭირო ზომაზე და დააფიქსირეთ სკოჩით. დანის გამოყენებით ამოჭერით ნახატი ისე, რომ ტრაფარეტისთვის დაბოლოებები დატოვოთ. არ იჩქაროთ, გააკეთეთ ყველაფერი ფრთხილად და ფაქიზად.

ფორმის მიცემა

მზა ტრაფარეტი დადეთ ფუძეზე და დაამაგრეთ სკოჩით. მასტიხინის გამოყენებით, წაუსვით პასტის კიდევ ერთი ფენა, 50 მმ სისქით. ჩვენი მიზანია, გამოგვივიდეს მოცულობითი ნახატი, რომელიც ქვის ნაძერწს ჰგავს. როცა პასტა გამოშრება, მოხსენით ტრაფარეტი და გაათანაბრეთ ფიგურის კიდეები. ფრთხილად გადაატარეთ მასტიხინი ნახატის კიდეებზე და გამოკვეთეთ რელიეფი. თუ რომელიმე ელემენტი კარგად არ გამოიკვეთა, დაუმატეთ პასტა.

შეღებვა

დაიწყეთ ნამუშევრის შეღებვა. მე ვიყენებ ნაღების, ყავისა და ხაკისფერებს, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფერი აირჩიოთ. ფრთხილად შეღებეთ ნამუშევარი: მუქი ელფერებით შეღებეთ ჩაღრმავებები, ხოლო ღიათი – ამობურცული დეტალები. ამრიგად, ბარელიეფს კონტრასტს შესძენთ. აგრეთვე, ნელ-ნელა გადატუშეთ ფერებს შორის სხვაობა, შეღებეთ კიდეები და ოდნავ შეაშრეთ.

დასრულება

მშრალი ფუნჯით აიღეთ ცოტ-ცოტა თეთრი საღებავი და მსუბუქი მოძრაობებით გადაატარეთ ბარელიეფის ამობურცულ ადგილებზე. ეს მას სიძველის იერს მიანიჭებს. წვრილი ზუმფრის ქაღალდი გადაატარეთ ნამუშევარს, რათა ქვაზე უსწორმასწორობის ეფექტი შექმნათ. გამობურცული ადგილები შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთოთ საღებავით.

მზა ნამუშევარი ამაყად დაკიდეთ მისაღებში ან აჩუქეთ მეგობრებს. ახლა ეს ბარელიეგი არამხოლოდ კედლის დეკორი, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი ხელოვნების ნიმუშია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს