დედის ყველაზე ცუდი შეცდომა – ქალიშვილის დამჯერ, „კარგ გოგოდ“ აღზრდა

0
435

როცა ოჯახში პატარა ნამცეცა ჩნდება, ახალ გამომცხვარ მშობლებს უჩნდებათ კითხვა: „როგორ აღვზარდოთ ქალიშვილი სწორად?“ რა თქმა უნდა, გვსურს კარგი და კეთილი გოგონას გაზრდა, რომელსაც დამყოლი ხასიათი ექნება. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს სრულყოფილება ბავშვის მომავლისთვის შემაფერხებელი ქვა გახდება?

დღეს საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია გელოდებათ. თქვენთვის „პაპარაცმა“ მოამზადა 7 მიზეზი, რატომ არ უნდა აღზარდოთ ქალიშვილები ღვთის ბაბუაწვერებად. ასევე გთავაზობთ რჩევებს, როგორ აღზარდოთ თავდაჯერებული და ძლიერი ბავშვი.

როგორ აღვზარდოთ ქალიშვილი

რატომ არ ღირს ქალიშვილის კარგ გოგონად აღზრდა

1. მომავალში მას შეიძლება ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდეს. საქმე როგორც მეგობრობას, ასევე სიყვარულს ეხება. სხვებისთვის თავის მოწონების სურვილი ბავშვზე ბოროტად იხუმრებს. არსებობს ალბათობა, რომ ადამიანები თქვენი ქალიშვილის გამოყენებას და მასზე მანიპულირებას დაიწყებენ. ის, კი ადამიანებში ძლიერი რწმენის გამო ყველას მიერ მართული იქნება.

2. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროს რეალობაში ზედმეტი სიკეთე ეჭვებს იწვევს. კარგი ქალიშვილის მიღმა ფარული მოტივების დანახვით, ხალხი მას ყოველთვის არ მიენდობა. თავად კი სუსტი გამოჩნდება და სხვისი გავლენის ქვეშ მოექცევა.

3. ზედმეტად კეთილი და კარგი ქალიშვილი სხვებზე უფრო მეტად ინერვიულებს, ვიდრე საკუთარ თავზე. ზოგჯერ თავგანწირულ ხალხს საკუთარი კეთილდღეობა ავიწყდება, მთელ დროს და ძალას ახლობლებს უთმობს. შედეგად, ადამიანი ასანთივით იწვება.

4. სხვების მიმართ ზედმეტი თანაგრძნობის და ზრუნვის გამოჩენა ქალიშვილს მიამიტს გახდის.  ხალხი მის გამოყენებას დაიწყებს და გოგონა ამას ვერ შეეწინააღმდეგება. ხშირად ასეთი რამ სავალალო შედეგებს იწვევს, როცა გოგონას თავის დაცვა არ შეუძლია და სიტუაციის მძევალი ხდება.

5. კეთილმოსურნე ქალიშვილი, რომელიც სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს, კარიერულ კიბეზე მაღლა ასვლას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გახსნას, პროფესიაში რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას ვერ მოახერხებს.

6. სხვების გახარების და მათზე ზრუნვის სურვილი ნამდვილი დამოკიდებულება გახდება. უფრო მეტიც, სხვების მიმართ ზედმეტმა სიკეთემ შეიძლება ცუდი ჩვევები და ფსიქიკური დასუსტება გამოიწვიოს.

7. იდეალურისკენ არაჯანსაღი ლტოლვა შეიძლება სერიოზული მენტალური პრობლემების მიზეზი გახდეს. კარგი ქალიშვილის ყოფნად რბოლაში გოგონა ნამდვილ დაღლას და დარდს იგრძნობს. ზოგჯერ ეს უფრო დეპრესიულ მდგომარეობას იწვევს, მაგრამ გოგონა საჯაროდ ამას არასდროს აჩვენებს.

როგორ აღვზარდოთ ძლიერი ქალიშვილი

1. ქალიშვილს საკუთარი თავის სიყვარული ასწავლეთ. საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ, როგორ უნდა მიიღონ საკუთარი თავი და სხეული, რომ სრულ ჰარმონიაში იცხოვრონ. ადამიანის ღირებულება სასწორის ციფრებზე ან ტანსაცმლის ზომაზე არაა დამოკიდებული. მხოლოდ თავდაჯერებული მშობლების გვერდით გაიზრდება ძლიერი ქალიშვილი.

2. აჩვენეთ ქალიშვილს, რომ სილამაზე არა გარეგნობაში, არამედ ქცევაშია. დიახ, საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ გოგონა იდეალური მხოლოდ გარეგნულადაა, ეს ბედნიერს ვერ გახდის. სიკეთე, გულუხვობა, გულწრფელობა და ემპათია – აი, ნამდვილად ძლიერი ადამიანის თვისებები.

3. ჰარმონია ოჯახში – წარმატებული განვითარების გასაღებია. სწორედ ამიტომ, ქალიშვილს სათანადო დრო და ყურადღება დაუთმეთ. ეს ეხება როგორც დედას, ასევე მამას. მამასთან მყარი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა მომავალში მამაკაცებთან ურთიერთობის ფუნდამენტი გახდება.

4. ქალიშვილს საკუთარი აზრის დაცვა ასწავლეთ. ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი სხვებს მასზე ზეწოლის მოხდენის უფლებას არ მისცემს. სწორედ ამიტომ, ბავშვობიდან აჩვენეთ, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაითვალისწინებთ.

5. ბავშვობიდან სპორტი შეაყვარეთ. დაე, თავად გადაწყვიტოს, თუ რით სურს დაკავება, იქნება ეს ცეკვა თუ ბოქსი. ფიზიკური აქტივობა ნებისმიერი მიმართულებით – კარგი მეთოდია ქალიშვილის დისციპლინისთვის, რაც მას უფრო ძლიერს და თავდაჯერებულს გახდის. გარდა ამისა, სპორტი საჭიროა, რომ ტონუსი და ჯანმრთელობა შეინარჩუნოს.

ისეთი მშობლები რომ არ გახდეთ, რომლებიც სიბერეში თითებს იკვნეტენ, ბავშვების აღზრდის საკითხს უფრო სერიოზულად მიუდექით. რა თქმა უნდა, პატარა იდეალური პრინცესა მშობლების თვალის ჩინი და ოჯახის სიამაყეა, მაგრამ სრულყოფილება ბავშვს რეალური, თანამედროვე ცხოვრებისთვის ვერ მოამზადებს. „როგორ აღვზარდოთ ბავშვი სწორად?“ – ნამდვილად ფილოსოფიური საკითხია. თქვენ როგორ უპასუხებდით?