26 ივლისს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მთავარანგელოზ გაბრიელის დღე აღნიშნა. პირველად, მთავარანგელოზს პატივს მიაგებენ ხარების დროს, 7 აპრილს. მეორე დღესასწაული უკავშირდება კონსტანტინოპოლის ტაძრის კურთხევას, რომელიც მთავარანგელოზს მიეძღვნა.
მთავარანგელოზი გაბრიელი
სწორედ მთავარანგელოზმა გაბრიელმა შთააგონა მოსეს 5 წიგნის დაწერა, რამდენადაც იგი ყოველთვის იყო ღვთის ფარული ცოდნის სიმბოლო. სწორედ მან ახარა ქალწულ მარიამს ქრისტეს ჩასახვის შესახებ და დარჩენილი სიცოცხლე მას მფარველად ევლინებოდა.
აგრეთვე, გაბრიელმა წინასწარმეტყველ დანიელს მომავლის საიდუმლოები გაანდო. ხატებზე გაბრიელი სამოთხის ტოტითაა გამოსახული, რომელიც მან მარიამს მიუტანა. მთავარანგელოზი კეთილი ცნობის სიმბოლოდაც ითვლება. მისი სახელი ითარგმნება, როგორც “უზენაესი – ძალა ჩემი!”
გაბრიელის სახელზე ლოცულობენ მომავალი მშობლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ასევე, მისთვის ლოცულობენ, როცა ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებს აწყდებიან.
ეს დღესასწაული მძიმე შრომის დღედ ითვლება. ადრე ადამიანები დიდ დროს ატარებდნენ ყანებში და ლოცულობდნენ გაბრიელისადმი, რომ მას ისინი სეტყვისა და წვიმებისგან დაეცვა, რომ არ გაჩენილიყო ველებზე ხანძარი და მოსავალიც კარგი მოსულიყო.
ცრურწმენები წმინდა გაბრიელის დღისთვის
- თუ გაბრიელის დღეს ამინდი მშრალი იქნება, ესე იგი, შემოდგომაც მშრალი და თბილი იქნება.
- ამ დღეს ძლიერი წვიმები ცუდ მოსავალს მოასწავებს.
- მინდორში ბევრი ჭვავი იმაზე მიუთითებს, რომ ჟოლოს მოსავალიც ძალიან კარგი იქნება.
- თუ ჭვავი უკვე დამწიფდა, ტყეებში არყის სოკოების მოკრეფაც შეიძლება.
ამ დღეს მიღებულია ლოცვა კარგი მოსავლისა და კეთილდღეობისთვის. აგრეთვე, გაბრიელისადმი ლოცვას წარმოთქვამენ ისინი, ვისაც სურს თავისი სახლისა და ახლობლების დაცვა უბედურებებისგან.
გაბრიელი ერთ-ერთი მთავარი მთავარანგელოზია, იგი ჩვენი შუამავალია, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მასა და ღვთისმშობელს უნდა ვთხოვოთ დაცვა. მთავარანგელოზ გაბრიელისადმი ლოცვა განსაკუთრებით ძლიერია მის დღეებში.
ლოცვა მთავარანგელოზ გაბრიელისადმი
“წმიდაო დიდო მთავარანგელოზო გაბრიელ! წინა-მძღუარო და პირველ-მდგომარეო უჴორცოთა წესთაო, საშინელისა საიდუმლოჲსა და მიუწვთომელისა ჯერ-ჩინებისა ღმრთისა განმაცხადებელო და უბიწოჲსა ქალწულისა მიმართ მარიამისა ზეცითგან გამოუთქუმელისა სიხარულისა მაუწყებელო, აწცა განანათლე სული ჩემი და სიხარულითა აღავსე გული ჩემი, რაჲთა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ დიდებისმეტყუელებად და მადლობისა შეწირვად ღმრთისა.
ჵ, ზეცისა წესთა დიდო წინამძღუარო და საყდართა მათ მაღალთა და შესაძრწუნებელთა საღმრთოჲსა დიდებისა წინაშე მდგომელო გაბრიელ! ვითარცა მცველსა და შემწესა მორწმუნეთასა, და ზედა მდგომელსა ჩუენსა და მოსწრაფედ მსმენელსა გევედრებით: მაუწყე მეცა ცოდვილსა დღჱ საშინელისა სიკუდილისაჲ; ევედრე უფალსა ღმერთსა ცოდვილსათჳს სულისა ჩემისა, რაჲთა ბრალთა მიტევებაჲ მომმადლოს და საღმრთოსა მას ბანაკსა მას ზეცისაჲთა მკჳდრ მყოს წმიდათა თანა. ჵ, საღმრთოჲსა განკაცებისა მსახურო გაბრიელ! დამიცევ მე ყოვლისა ჭირისა და მწუხარებისა, ძვირთა სალმობათა და ცოდვათაგან და მიჴსენ სასჯელისა მისგან ულხინებელისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.”
მთავარანგელოზ გაბრიელის დღეს, ეკლესია მოუწოდებს მრევლს იმის გახსენებისკენ, თუ რამდენად ბეჯითად ასრულებდა გაბრიელი უფლის ნებას, და ლოცვის წარმოთქმისკენ. ბევრს უჭირს უფალთან მიმართვა პირდაპირ. სწორედ ასეთ ადამიანებს ეხმარება გაბრიელი პირველ რიგში.