როგორ ყვავილობს გვიმრა? ცნობილია, რომ ის, ვინც ამ მისტიურ ყვავილს ივან კუპალის ღამეს იპოვის, ამ პლანეტის ყველა საიდუმლოს გაიგებს. ოღონდ ძიება ასობით წლები გრძელდება და შედეგი ჯერ არავისთვის მოუტანია.
ეს ერთადერთი საიდუმლო არაა, რომელიც ჩრდილი ტყეების მკვიდრს უკავშირდება. მასზე ლეგენდებს ქმნიდნენ და სხვადასხვა რიტუალში იყენებდნენ. მისი სახელი დღემდე მითებით და ცრურწმენებით არის გარშემორტყმული, რის შესახებ დღეს გვსურს მკითხველებს ვუამბოთ.
როგორ ყვავილობს გვიმრა
გვიმრა ჩვენი პლანეტის ერთ–ერთი ყველაზე ძველი მკვიდრია. მისი ბუმბულოვანი ფოთლები ტენიან, დაჩრდილულ ტყეებში ჯერ კიდევ მაშინ იზრდებოდა, როცა დედამიწაზე დინოზავრები ბატონობდნენ.
დღემდე შემონახულია გვიმრის 10 ათასზე მეტი სახეობა. ის ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე იზრდება. ლეგენდების მიუხედავად, არც ერთი გვიმრის სახეობა არ ყვავილობს. გასაოცარი არცაა: გვიმრა მცენარეების ოჯახს არ მიეკუთვნება, ყვავილის ან თესლის ქონა უბრალოდ არ შეუძლია.
შვიტას ან ხავსის მსგავსად სპორებით მრავლდება, რომელიც ფოთლების შიდა მხარეს მდებარეობს. ადამიანების უმეტესობისთვის ეს უჩვეულოა, რადგან „ყველა მცენარე ყვავის“. უცნაური და უჩვეულო კი შფოთვას იწვევს. აქედან მოდის ლეგენდები და ცრურწმენები.
ერთ–ერთი ლეგენდის მიხედვით, გვიმრა წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ივან კუპალის ღამეს ყვავის. ამასთან ყვავილის მოწყვეტა ძალიან რთულია: ამას ბნელი ძალები ხელს უშლიან. შუაღამეს, მსგავს ფოთლებს შორის ყვავილების კვირტი ამოდის, იშლება და მსოფლიოს ცეცხლოვან ყვავილს აჩვენებს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს ანათებს.
ითვლება, რომ ადამიანს, რომელიც შიშს გადალახავს და გვიმრის ყვავილს მოძებნის, ყველა საიდუმლო და უნარი ებოძება. ის იწყებს ყვავლების, ფრინველების, ხეების და ცხოველების ენების გაგებას, შეუძლია უჩინარი გახდეს. რაც მთავარია, მიწის გავლით დანახვას იწყებს და შეუძლია მიწაში დამარხული ყველა განძი იპოვოს.
მეცნიერების სკეპტიციზმის მიუხედავად, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ლეგენდაში ჭეშმარიტების მარცვალი მაინც არის. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ბედმა სწორედ თქვენ გაგიღიმოთ და ნაპოვნმა სასწაულმა ყვავილმა ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულებაში დაგეხმაროთ.
რატომ არ გვირჩევენ გვიმრის დარგვას საკუთარ ნაკვეთზე
უპრეტენზიო და ჩრდილის მოყვარული გვიმრა ბაღის ნაკვეთის დიზაინისთვის შესაფერისია. ხშირად ყვავილების, ღობეების, ბილიკების და საზაფხულო კოტეჯების ფონად გამოიყენება.
ზოგჯერ გვიმრის გამოყენებას ერთგვარი ცრურწმენა აფერხებს. თითქოსდა გვიმრა ბოროტ სულებს იზიდავს. და საერთოდ მცენარე ავი და არამეგობრულია.
შესაძლოა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგიერთი გვიმრის ფოთოლი ცხოველებისთვის შხამიანია. თუმცა უმეტესობა სახეობა საფრთხეს არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, სამედიცინო მიზნით ფართოდ გამოიყენება.
ახალგაზრდა, ჯერ კიდევ გაუხსნელი ყლორტები (ცნობილი, როგორც ლოკოკინა) საკვებად ვარგისია. ეწრის გვიმრა და მატეუცია (matteuccia) აშშ–ს ჩრდილოეთით და კანადაში ტრადიციულ კერძად ითვლება.
სახლის დამცველი?
ერთ–ერთი რწმენის მიხედვით, გვიმრას სახლში წარმატების მოტანა შეუძლია, ხოლო მეორე რწმენის მიხედვით, პირიქით, ნეგატივის. ამბობენ, რომ ნორმალური ზრდისთვის მას ბევრი ენერგია სჭირდება, რომელსაც მცენარე გარემოდან ვამპირივით იღებს.
ამ მცენარის გაზრდისას ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ალერგიული რეაქცია (შესაძლოა, სპორების გამო) და ძლიერი თავის ტკივილი. ამავე ლეგენდის თანახმად, გვიმრა ფეთქებად და აგრესიულ ხალხზე დადებით გავლენას ახდენს.
დასკვნა: თუ დიდი ოჯახი გაქვთ და ალერგიული არ ხართ, გვიმრა თქვენი არჩევანია. მაგალითად, ინგლისში გვიმრა თილისმად ითვლება, რომელიც სიყვარულის მოპოვებაში დაგეხმარებათ. მას ხშირად რგავენ შეყვარებული წყვილები ან ერთად ყოფნაზე მეოცნებე ხალხი.
გვიმრის ყვავილი პოპულარული მზიანი სიმბოლოა სლავებში. მათ სწამდათ, რომ ქსოვილზე ამოქარგულ მის გამოსახულებას მფლობელისთვის წარმატება მოაქვს, ნიჭის და სულიერი ძალების გამოვლენას ხელს უწყობს, სანუკვარ სურვილებს ასრულებს. გვიმრის სახლში გაზრდა სცადეთ და ჯადოსნურ ძალას ნამდვილად იგრძნობთ!
გვიმრა და მღრღნელები
„რა დავრგოთ სახლთან ახლოს?“ – ვკითხე ტელეფონით მოხუც მეზობელს. „ბილიკთან ახლოს, ყვავილებს შორის დარგე პიტნა, გვიმრა, ტეგანი და სახლში ვირთხა არ გეყოლება. ადრე ასეთი პრობლემა მქონდა: ყოველ წელს, ზამთარში სახლში ვირთხა შემოდიოდა. გვიმრის ფოთლები მთელ სახლში დავაწყვე და იმ დღიდან ასეთი პრობლემა აღარ მაწუხებს. როგორც ჩანს, გვიმრის სუნი ვირთხებს კატეგორიულად არ მოსწონთ.“
ასეთი სქემა ქუჩაშიც მოქმედებს. ზოგიერთი ჩვენი მკითხველი ზამთარში ყურძენს, ვარდს, ახალგაზრდა ნაყოფიერ ხეებს გვიმრის ხმელი ფოთლებით ფუთავს და ვირთხის კვალი შემცირდა. საშინელ სათაგურთან შედარებით გვიმრა ეკოლოგიური საშუალება გამოვიდა, ამასთან დამატებით შეფუთვასაც მიიღებთ.