როგორ გადავარჩინოთ დამჭკნარი მარანტა და ღირს თუ არა მისი სახლში ქონა

1599

მარანტის ყვავილი ერთ–ერთი ყველაზე პრეტენზიული ოთახის მცენარეა. სანამ ამ ტროპიკული ყვავილის შეძენას დააპირებთ, მოსავლელად მისი მოთხოვნილებების შესახებ უნდა გაიგოთ.

რჩევების შორს მოძებნა არ დაგჭირდებათ. „პაპარაცმა“ თქვენთვის მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც დიდებული და ჯანსაღი მარანტის ყვავილის გაზრდაში დაგეხმარებათ.

მარანტის ყვავილი

როგორ მოვუაროთ მარანტს

მარანტა ჯანმრთელი რომ გაიზარდოს და თქვენი თვალი დიდხანს გაახაროს, მისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შექმნათ. პირველ რიგში, განათებაზე იზრუნეთ.

მარანტა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს. ასეთი პირობები აუცილებლად ფოთლების დაწვას გამოიწვევს.

ამ მცენარის ყვავილობისთვის მეტნაკლებად კარგი ატმოსფეროა ნახევრად სიბნელე.

„რა უნდა ვქნათ, თუ მარანტისთვის სახლში შესაფერისი განათების კუთხე არ გვაქვს?“ – კითხულობ თქვენ და ჩვენ გპასუხობთ: ჩვეულებრივი ელექტონათურის დახმარებით საჭირო პირობების შექმნას შეძლებთ.

არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა.

ზაფხულში ტემპერატურა 22-24 გრადუსი უნდა იყოს. აი. ზამთარში ჰაერის ტემპერატურა თანდათანობით 18-16 გრადუსამდე უნდა შემცირდეს.

გამოცდილი ფლორისტები გირჩევენ მარანტა სველი ქვიშის, დატეხილი თიხის ან სფაგნუმის სადგამზე დადოთ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ოთახში ჰაერის ტენიანობა გაზარდოთ.

მიწის დატენიანებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. მარანტის მოსარწყავად მხოლოდ დაყენებული წყალი გამოიყენეთ.

რეგულარულად მცენარის მორწყვა არ დაგავიწყდეთ, რადგან მარანტის მიწა ყოველთვის ოდნავ სველი უნდა იყოს.

ნიადაგის მორწყვის გარდა მარანტის ფოთლები რეგულარულად უნდა დანამოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყვავილების დანამვა ზაფხულის ცხელ დღეებში.

მარანტის გამოკვება

საუკეთესო სასუქი მარანტის ყვავილებისთვის არის დეკორატიულ–ფოთლოვანი მცენარეების კომპლექსური თხევადი სასუქი.

მცენარე გაზაფხული–ზაფხულის შუა სეზონში აუცილებლად უნდა გამოკვებოთ. საქმე იმაშია, რომ ამ დროს მარანტი განსაკუთრებით აქტიურად იზრდება. შესაბამისად, ამ პერიოდში ყვავილს დამატებითი მკვებავი ნივთიერებები სჭირდება.

მარანტის გადარგვა

რაც შეეხება ყვავილის გადარგვას, ეს მინიმუმ 2 წელიწადში ერთხელ გააკეთეთ. იდეალური იქნება, თუ ყოველწლიურად უფრო დიდ ქოთანში გადარგავთ.

გადარგვის პროცესი დიდ დროს არ წაგართმევთ. პირველ რიგში, ახალ ქოთანში კერამზიტის სქელი ფენა ჩაყარეთ, რომ ტენი მცენარის ფესვებში არ გაჩერდეს.

შემდეგ სუსტი მჟავე ნიადაგი ჩაყარეთ და მარანტა ახალ ადგილას ფრთხილად გადაიტანეთ. ეცადეთ ფესვებთან მიწა არ დააზიანოთ. ბოლოს ქოთანს საჭირო რაოდენობის მიწა დაუმატეთ, რომ შეავსოთ.

სანამ ფესვებზე გადახვალთ, მცენარის ზედა ნაწილი უნდა მოაწესრიგოთ. მარანტის მოკრძალებული აღმონაცენი დიდებულ ბუჩქად რომ გადაიზარდოს, გადარგვის წინ ყველა ძველი, გამხმარი ფოთოლი და ასევე ახალგაზრდა ყლორტები მოაშორეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს