რატომ აქვს კბილის ჯაგრისს სხვადასხვა ფერის ჯაგარი

0
287

რატომ აქვს კბილის ჯაგრისს სხვადასხვა ფერის ჯაგარი? ადრე მსგავსი კითხვა არ გამჩენია. კბილის ჯაგრისის მწარმოებლები ამას ტყუილად არ აკეთებენ. „პაპარაცი“ გიამბობთ, რისთვის არის საჭირო ფერადი ჯაგარი და როგორ გვეხმარება კბილის პასტის დაზოგვაში.

რატომ აქვს კბილის ჯაგრისს სხვადასხვა ფერის ჯაგარი

გულწრფელად რომ ვთქვა, ადრე ვფიქრობდი, ჯაგრისის ფერი სიხისტის ხარისხს აღნიშნავდა. სინამდვილეში, ეს მაჩვენებელი მითითებულია შეფუთვაზე და სიხისტეს ფერთან კავშირი არ აქვს. ფერების შესახებ შეკითხვა ჩემს შვილს გაუჩნდა. დილით კბილებს ერთად ვიხეხავდით და მან მკითხა: „მამა, რატომ აქვს შენს ჯაგრისს ფერადი ჯაგარი, ჩემსას უბრალო?“

თავადაც დავფიქრდი: ასე რატომაა? იქნებ, ეს უბრალოდ მარკეტინგული ხრიკია? ნაწილობრივ ასეცაა: რაც უფრო ნათელია ჯაგარი, მით უფრო დიდი შანსია, რომ მას შეამჩნევთ და იყიდით. სინამდვილეში, ფერებით იმ ადგილის მითითება ხდება, სადაც კბილის პასტა უნდა წაუსვათ. რაც ყველაზე საინტერესოა, მწარმოებლები სპეციალურად გამოყოფენ ადგილას, სადაც მდოგვის მარცვლის ზომა პასტა დაეტევა. ეს რაოდენობა კბილების სწორად გასახეხად საკმარისია.

ბევრი კბილის პასტას ჯაგრისის მთელ ზედაპირს უსვამს. შესაძლოა, უბრალოდ ნახეს, რომ რეკლამაში ასე აკეთებენ ან გონიათ, რომ რაც უფრო ბევრია პასტა, მით უფრო თეთრი გახდება კბილი. ადრე მეც ასე ვაკეთებდი, მაგრამ ახლა ჩემი ჯაგრისის წითელ ჯაგარს ვუყურებ და ზუსტად იმდენ პასტას ვიყენებ, რამდენიც სინამდვილეში საჭიროა.

სხვათა შორის, ბევრი კბილის პასტის გამოყენება კბილებისთვის ძალიან საზიანოა. ამის გამო ბევრი ქაფი წარმოიქმნება, რომელიც ნადების სრულყოფილად მოშორებას ხელს უშლის. ქაფის აბრაზიულ ნაწილებს ემალის დაზიანება შეუძლიათ. გირჩევთ, კბილის პასტა გონივრულად გამოიყენოთ და კბილები სწორად გაიხეხოთ.

კიდევ ერთი სასიამოვნო ბონუსი – ფულის ეკონომია. ახლა კბილის პასტას 3–ჯერ უფრო იშვიათად ვყიდულობთ! შეუძლებელია არ გაგახაროთ, თუ რამდენიმე პლიუსი აქვს კბილის ჯაგრისის პატარა ჯაგრებს. ყველაფერი კი ჩემი შვილის ცნობისმოყვარეობის წყალობით.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჯაგრისს სხვადასხვა ფერის ჯაგარი აქვს: ასე ჯაგრისის ცვეთის დანახვა ადვილია. კბილის ჯაგრისი ხომ დროულად უნდა გამოცვალოთ, რომ ემალი და ღრძილები არ დააზიანოთ. სტომატოლოგები გირჩევენ, რომ ეს ყოველ სამ თვეში გააკეთოთ. გისურვებთ პოზიტივს და ახალი, საინტერესო ხრიკების და ცოდნისთვის მზადყოფნას, რადგან არასდროს იცით, როგორ შეცვლის ახალი და საინტერესო ინფორმაცია თქვენს ცხოვრებას.