ზოგჯერ ისე ხდება, რომ გაზაფხულზე მარწყვის დასარგავად დრო არ გვაქვს: სამსახური, საქმე, ამას დამატებული კარანტინი. ხან ნერგებს ვერ ვპოულობთ. აქედან კითხვა! როგორ დავრგოთ მარწყვი აგვისტოში?! თავისი არსით ეს ერთადერთი დროა, როცა ჯერ კიდევ შეიძლება დარგვა მოასწროთ. მებოსტნეები ირწმუნებიან, რომ 15 სექტემბრამდე შეიძლება, მაგრამ სპეციალურად ამით ვინ დაკავდება?
„პაპარაცი“ მარწყვის დარგვის სურვილში მხარს გიჭერთ, განსაკუთრებით თუ დამწყები ხართ. ჩვეულებრივ, ყველა მარწყვით იწყებს. თუ გაზაფხულზე დააგვიანეთ, ახლა ამის ყველა შესაძლებლობა გაქვთ. შესანიშნავი ნერგებიც შეგიძლიათ შეარჩიოთ.
როგორ დავრგოთ მარწყვი აგვისტოში
გამოცდილი მეაგარაკეები წარმატებას გისურვებენ და ირწმუნებიან: მარწყვის აგვისტოში დარგვა შეიძლება. ჯერ ნერგები შეამოწმეთ, ნიადაგი მოამზადეთ, გაარკვიეთ, თუ რა დაშორებით დარგავთ და შავი ფირის მეთოდი განიხილეთ. მოკლედ, ყველაფერზე რიგის მიხედვით.
როგორ შევარჩიოთ მარწყვის სახეობა და ნერგი
სჯობს გამოიყენოთ ერთწლიანი ხილის ნერგი, რომელსაც ფესვები და ფოთლები უკვე კარგად განვითარებული აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარემ ძალა მოიკრიფა და ღია მიწაში დასარგავად მზადაა. ნერგები სჯობს სპეციალურ მაღაზიაში შეიძინოთ.
აი, რამდენიმე პუნქტით, რასაც ყურადღებას უნდა მიაქციოთ:
- ფოთლები ღია მწვანე ფერის უნდა იყოს. სისუსტემ უნდა შეგაშფოთოთ. არ მოუსმინოთ გამყიდველის გამართლებას, რომ ის „უბრალოდ დაწვა“ და რაღაც მსგავსი.
- ნერგის ფესვი მინიმუმ 5-6 სმ უნდა იყოს. მცენარეს რაიმე დეფექტი არ უნდა ჰქონდეს.
- თავად ფესვის წანაზარდი სისქე თითქმის სანტიმეტრია.
- თუ ნერგი ქოთნით იყიდება, ფესვები გარეთ გამოსული უნდა იყოს.
- თუ ეს პლასტმასის კონტეინერია. ფესვი მთელ ჭურჭელს უნდა იკავებდეს.
როგორ მოვამზადოთ ნიადაგი
მარწყვის ზრდა და მოსავლიანობა პირდაპირ დასარგავ ადგილზეა დამოკიდებული. სასურველია, რომ მის მახლობლად წყალი და თიხა არ იყოს. იდეალურია, როცა მარწყვი შავ მიწაში, მზიან ადგილას იზრდება. თუ გგონიათ, რომ თქვენი ნიადაგი მარწყვს დიდად არ შეეფერება, წინასწარ ნიადაგი მოამზადეთ და მკვებავი ნივთიერებებით გაამდიდრეთ.
პირველ რიგში, შეგიძლიათ საკითხს რადიკალურად მიუდგეთ და სატვირთო მანქანით შავი მიწა მოიტანოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, მაშინ ორმოები მოამზადეთ. ადგილი სარეველებისგან გაწმინდეთ და მავნებლების არსებობა შეამოწმეთ. შემდეგ პროცედურები დაიწყეთ. თითოეულ ორმოში სპეციალური ნარევი მოათავსეთ, რომელიც 1 ვედრო შავი მიწის, 2 ჭიქა ხის ნაცრის და დამპალი ცხენის ნაკელის ნარევისგან მზადდება. ეს წინასწარ გააკეთეთ, მარწყვი შეგიძლიათ მხოლოდ 10 დღის შემდეგ დარგოთ.
რა დაშორებით უნდა დარგოთ მარწყვი
ნერგის მიწაში ღრმად ჩარგვა არ ღირს. ეს კრიტიკულია, მარწყვმა შეიძლება ვერ გაუძლოს. სჯობს მცენარის ცენტრი მიწის ზემოთ ოდნავ ჩანდეს. ასე ნერგი თავად გამაგრდება ისე, როგორც სურს. დარგვის 2 ვარიანტი გვაქვს.
1. ერთ ხაზში დარგვა
ეს იმას ნიშნავს, რომ ნერგებს ერთ რიგში რგავენ, ნერგებს შორის დაშორება 20 სმ. რიგებს შორის დაშორება 70 სმ.
2. ორ ხაზში დარგვა
ეს მეთოდი გულისხმობს რიგებს შორის 30 სმ დაშორებას და ნერგებს შორის 60 სმ დაშორებას. ერთგვარ ლენტს მიიღებთ. ასე გაკეთება სჯობს, თუ პატარა ნაკვეთი გაქვთ.
როგორ დავრგოთ მარწყვი შავი ფირის ქვეშ
და რა უნდა გააკეთოთ ასე. ეს სპეციალური მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით უხვი მოსავლის აღებაში დაგეხმარებათ. მებაღეები ამ მეთოდს ხშირად იყენებენ. ფირი ან აგროფიბრი მარწყვის გვერდით სხვა მცენარეს გაზრდის საშუალებას არ აძლევს, რომელმაც შეიძლება ნერგის განვითარებასა და მოსავალზე ნეგატიური გავლენა იქონიოს. რა უნდა გააკეთოთ?
- საჭირო ზომის მასალა შეარჩიეთ. მიწაზე გადაფარება მოგიწევთ, ამიტომ სწორად გამოთვალეთ, რამდენი გჭირდებათ. ნიადაგის მომზადების შემდეგი ფირი მთელ პერიმეტრზე დაამაგრეთ. ჩვეულებრივ კუთხეებს მიწაში მარხავენ.
- ფირზე მომავალი ორმოების ადგილი მონიშნეთ და მცირე ნახვრეტი გააკეთეთ ისე, რომ ნერგის დასარგავად გეყოთ. მათ შორის დაშორება ჭადრაკის მსგავსად გააკეთეთ ერთმანეთისგან 30 სმ დაშორება.
- როცა ყველაფერი მზად იქნება, ორმოები ხელით გააკეთეთ და ნერგები დარგეთ. ამ მეთოდში ყველაზე რთული მორწყვაა. ამის წერტილ–წერტილ გაკეთება მოგიწევთ.
რედაქციისგან
მთავარი ასპექტები გახსნილია. ახლა აქცენტი იმ კითხვაზე გააკეთეთ, რასაც ბევრი მეაგარაკე სვამს, კერძოდ: ღირს თუ არა სხვადასხვა სახეობის შერევა. ჩვენ ამის გაკეთებას არ გირჩევთ, რადგან მარწყვი ერთმანეთში იხლართება და ეს კენკრის ხარისხზე გავლენას იქონიებს. სჯობს ერთი კარგი სახეობა აირჩიოთ და მხოლოდ ის დარგოთ.
როგორ დავრგოთ მარწყვი აგვისტოში – ეს კითხვა ბევრს აწუხებს, მაგრამ ამაში არაფერი ზებუნებრივი და რთული არაა. გამოცდილება – შეცდომების შვილია. გააკეთეთ, ისწავლით და თავად ყველაფერს მიხვდებით. კომენტარების დაწერა არ დაგავიწყდეთ. კარგ განწყობას და უხვ მოსავალს გისურვებთ.