5 უსარგებლო უნარი, რასაც გოგოებს დღემდე ასწავლიან

627

ბავშვების თანამედროვე განათლებაში ახალ ტექნოლოგიებს და ტექნიკას ამატებენ, იქ გაჯეტებს იყენებენ და ციფრული სამყაროს მიღწევების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობენ. ამ ყოველმხრივი ინოვაციების მიუხედავად ბევრ ბავშვს მოძველებულ უნარებს ასწავლიან, რომელთაც მათ ცხოვრებაში არავითარი სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ, უფრო პირიქით.

ბავშვების თანამედროვე განათლება

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ 5 უსარგებლო რამეს, რასაც გოგონას ადრეული ასაკიდან თავში უდებენ. ღირს კი ამის გაკეთება, რომ ბედნიერი და წარმატებული ადამიანი გავზარდოთ? მოდით გავარკვიოთ.

მოძველებული მოთხოვნები ბავშვის მიმართ

1. “იყავი ბეჯითი და კოხტა“

ფრაზა „შენ ხომ გოგო ხარ“, რასაც მოჰყვება პრეტენზიები გაფანტული სათამაშოების, ცუდი ხელწერის ან ცუდად დაკეცილი ტანსაცმლის შესახებ ალბათ, ბევრ ქალს ბავშვობიდან ახსოვს.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს წარსულის ხმა აღზრდის პროცესზე ახლაც გავლენას ახდენს. ახალგაზრდა დედები იმის მსგავსად, როგორც მას ბავშვობიდან ასწავლიდნენ, ცდილობენ, რომ მათი შვილებიც „ბეჯითები და კოხტები“ იყვნენ.

ვინ გახდება თანამედროვე სამყაროში ასეთი ბეჯითი, დამჯერი და კოხტა გოგო? წარმატებული ადამიანი? ან იქნებ ქალი, რომელიც ასწრებს სამსახურში ყველას ასიამოვნოს, სახლში ყველა გამოკვებოს და ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოს. ასეთი ურთიერთობა ადამიანის ცხოვრებას ბედნიერს გახდის? სავარაუდოდ, არა. დიახ, ლამაზი ხელწერა გაჯეტების თანამედროვე სამყაროში არავის სჭირდება.

2. “იყავი დამჯერი“

ირგვლივ სულ უფრო ბევრი ხალხი და ცოტა რესურსია. შედეგად, ამქვეყნად ადგილზე კონკურენცია იზრდება. საკუთარი რომ მიიღოთ, უფრო მეტი ინიციატივა და შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ. დამჯერი ნამდვილად არ უნდა იყოთ.

სხვების მოსმენის უნარი ადამიანს ბედნიერს და წარმატებულს ვერ გახდის. ის უბრალოდ ცხოვრებას სისტემის მოსახერხებელ ხრახნად აქცევს, რომლითაც ნებისმიერი გარღვევის ამოვსებას შეძლებენ. მშობლებს დამჯერ ბავშვთან გამკლავება უმარტივდებათ… მასწავლებლებს დამჯერ ბავშვთან გამკლავება უმარტივდებათ…

მხოლოდ ძველ ზღაპრებშია („კონკია“, „თოვლის დედოფალი“), რომ დამჯერი გოგო ყველაფერ კარგს იღებს. ცხოვრებაში მორჩილებისთვის გულუხვად არავინ გადაგიხდით. უფრო მეტიც, მის გამოყენებას ეცდებიან.

სწორედ ამიტომ, სჯობს ბავშვმა იკამათოს, თავისი აზრი დაასაბუთოს, საკუთარი პრინციპები დაიცვას, მიზნები დაისახოს და მიაღწიოს. დაე, თავად გადაწყვიტოს როდის იყოს დამჯერი და როდის იმოქმედოს განსხვავებულად.

მოძველებული აკრძალვები

3. “არ ირბინო“

მტკიცებულება, რომელიც გულისხმობს, რომ გოგონა ფიზიკურად სუსტი უნდა იყოს, ზუსტად იმდენად არის ჭეშმარიტება, როგორც ის, რომ გოგო არ შეიძლება იყოს ჭკვიანი ან ფლობდეს ლიდერულ თვისებებს.

სინამდვილეში, როგორც ბიჭისთვის, ასევე გოგოსთვის ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. აი, მოფიქრებული აკრძალვები „არ ირბინო, გოგო ხარ“ ან „ხეზე არ ახვიდე, გოგოებისთვის არ შეიძლება“ მხოლოდ ბავშვს აბრკოლებს. შედეგად, ფიზიკური კუთხით სუსტი გახდება.

4. “არ იჩხუბო“

საკუთარი თავის დაცვა აუცილებელი უნარია, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას და ზოგჯერ ცხოვრებას გადაარჩენს. სწორედ ამიტომ, სანამ ბავშვს დატუქსავთ გახსოვდეთ, რომ მას მოუწევს ცხოვრება საზოგადოებაში, სადაც ზოგჯერ თავის დაცვა დასჭირდება.

ალბათ სჯობს გოგონას სხვების მიმართ პატივისცემის გამოხატვის, ასევე კონფლიქტების და მათი მოგვარების გზების შესახებ უამბოთ. თავდაცვის დასაშვებ ნორმებზე საუბარი ზედმეტი არ იქნება.

5. “ყოველთვის ლამაზი იყავი“

საკუთარ გარეგნობაზე ჩაციკვლა ნაკლებად დაეხმარა ბავშვს, რომ ბედნიერი გაიზარდოს. მით უმეტეს ახლა, როცა მას სოციალურ ქსელებში ფოტოშოპით რედაქტირებულ „იდეალურ“ ადამიანებთან კონკურენცია მოუწევს. ასე უფრო მიიღებს დაბალ თვითშეფასებას, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაშლას და ნერვულ წიკს.

ამ სულელური მოთხოვნების ნაცვლად სჯობს ბავშვს თავისუფლება მისცეთ, რომ ბავშვობის წლები ბედნიერად გაატაროს და იცოდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის უყვართ და მხარს უჭერენ. თუ გოგონა ბედნიერი, კომუნიკაბელური, მოსიყვარულე და თავდაჯერებული გაიზრდება, თავის გზას იპოვის მაშინაც კი, თუ დამჯერი ან კოხტა არ იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს