ნაცნობი სიტუაცია: საზაფხულო შვებულების შემდეგ სახლში ვბრუნდები, ბინაში კი კანალიზაციის საშინელი სუნი დგას. სამზარეულო, სააბაზანო და ზოგიერთი ოთახი ამ სუნით ისეა გაჟღენთილი, რომ რამდენიმე დღე განიავება სჭირდება. ჩვენ ვიცით ხრიკი, რომელიც ნიჟარის უსიამოვნო სუნის გაქრობაში დაგეხმარებათ. არანაირი მაგია და ქიმია. მხოლოდ მარჯვე ხელი!
ხრიკის შესასრულებლად თქვენ დაგჭირდებათ ჩემოდნის შეგროვება და რამდენიმე თვე აგარაკზე წასვლა. მზის აბაზანები მიიღეთ, სუფთა ჰაერი ისუნთქეთ და სათბურზე იზრუნეთ. სახლში დაბრუნებისას ისეთივე სისუფთავე დაგხვდებათ, როგორიც დატოვეთ. და ვერანაირი უსიამოვნო სუნი განწყობას ვერ გაგიფუჭებთ.
რატომ უნდა ჩაასხათ ზეთი ნიჟარაში
ერთი შეხედვით რა საჭიროა პროდუქტის დახარჯვა ნიჟარასა და უნიტაზში ჩასასხმელად? გამოცდილი სანტექნიკოსები სიტუაციას ასე ხსნიან: როცა ბინას დიდი ხნით ვტოვებთ, ბუნებრივია, ნიჟარას და უნიტაზს არავინ იყენებს. შედეგად, სიფონში წყლის საცობი შრება. ეს კი ცუდ სუნს იწვევს.
თუ ახალი მზესუმზირას ზეთის გამოყენება გენანებათ, შეგიძლიათ ნიჟარასა და უნიტაზში უკვე გამოყენებული ან მანქანის ზეთი ჩაასხათ, მაგრამ ასეთი ნიმუშები ხელთ ყოველთვის არ გვაქვს. აი, მზესუმზირას ზეთს სამზარეულოში ყოველთვის იპოვით. ამასთან ფასი დიდად არ იკბინება, რომ დაზოგოთ.
მით უმეტეს, სახლში მთელ სანტექნიკას რომ მიხედოთ, ნახევარ ბოთლ პროდუქტზე მეტი არ დაგჭირდებათ. თავად განსაჯეთ, სამზარეულოს და სააბაზანოს ნიჟარებისთვის საჭიროა 50 მლ ზეთი. სპეციალისტები გირჩევენ, რომ უნიტაზში 100 მლ ჩაასხათ, რადგან ის უფრო დიდი მოცულობისაა.
როგორ დაგეხმარებათ ზეთი უსიამოვნო სუნის გაქრობაში
სწორედ ასეთი რაოდენობის ზეთია საჭირო, რომ სიფონის ზედაპირზე ზეთოვანი საცობი წარმოიქმნას. ის თქვენი არყოფნის დროს წყლის აორთქლებას ხელს შეუშლის. ნიჟარიდან უსიამოვნო სუნი ჩნდება იმის გამო, რომ წყალი ორთქლდება.
რა თქმა უნდა, ყოველდღე ნიჟარაში ზეთის ჩასხმას აზრი არ აქვს. თუ სანტექნიკას მუდმივად იყენებთ, ზეთოვანი საცობი არ გაჩერდება. ასეთი ხრიკი მაშინ გამოიყენეთ, როცა 1 თვით ან უფრო დიდხანს ქალაქგარეთ გასვლას აპირებთ. დაბრუნებისას ნიჟარის უსიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ, სამაგიეროდ უნიტაზში წყალი ძველ დონეზე იქნება.
სანამ ასეთ მეთოდს გამოიყენებთ, გახსოვდეთ, რომ ნიჟარაში ზეთის ჩასხმა პრობლემასთან ბრძოლის პრევენციული მეთოდია. თუ მუდმივად უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, გაარკვიეთ, თუ მას რა აბინძურებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სჯობს მექანიზმი მთლიანად დაშალოთ და გაწმინდოთ. ამ რთულ საქმეში წარმატებას გისურვებთ!