ძლიერი ალკოჰოლური სასმელები ვნებს ორგანიზმს – ამ აქსიომას ვერ შეედავებით. თუმცა, რისი თქმა შეიძლება წითელ ღვინოზე, სასმელზე, რომლის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებაც დღემდე მიდის ცხარე დისკუსიები, საზოგადოების სხვადასხვა წრეებს შორის.
ღვთიური სასმლის თაყვანისმცემლები საფუძვლიანად ამტკიცებენ, რომ ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მოსახლეობა ლიდერობს დღეგრძელთა რაოდენობით, მათი ოპონენტები კი იმაზე მიანიშნებენ, რომ ამ დღეგრძელებს მწყობრში არ აქვთ გული და მათ ხშირად აწუხებთ კიბოს ზოგიერთი სახეობები.
ყველა ეჭვი რომ გაგიფანტოთ, ჩვენმა რედაქციამ იპოვა სპეციალური კვლევა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, თუ რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს, თუ ყოველდღე მიირთმევს 1 ბოკალ ღვინოს.
რა გავლენას ახდენს ღვინო ორგანიზმზე
ისრაელის ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ექსპერიმენტისთვის შექმნეს 224 ადამიანისგან შემდგარი გუნდი. თითოეულ მონაწილეს ჰქონდა მეორე ტიპის დიაბეტი ამა თუ იმ ხარისხზე და იძულებული იყვნენ, რაციონიდან ალკოჰოლი ამოეღოთ. ყველა მონაწილეს გამოუწერეს ხმელთაშუაზღვისპირული დიეტა. შემდეგ, ისინი დაჰყეს 3 ჯგუფად იმ სასმლის ტიპის მიხედვით, რომელიც მათ ვახშმის რაციონში უნდა ჩაერთოთ: ჩვეულებრივი წყალი, მშრალი თეთრი ღვინო და წითელი ღვინო.
პირველად 6, მეორედ კი 24 თვის შემდეგ, მკვლევარებმა დააფიქსირეს ძალიან საინტერესო მაჩვენებლები. “ღვინის გუნდს” პირველი ნახევარი წლის მანძილზე გაუუმჯობესდათ ძილის ხარისხის მაჩვენებლები. აგრეთვე, მათ აღენიშნათ სისხლში კარგი ალფა-ქოლესტერინის (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) დონის მატება, რაც, ცუდი ქოლესტერინის საწინააღმდეგოდ, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.
აგრეთვე მათ, ვინც ყოველდღე 150 მლ მშრალ ღვინოს მიირთმევდა, შეუმცირდათ მეტაბოლისტური სინდრომის მაჩვენებლები, ინსულინისადმი მგრძნობელობა, დაუსტაბილუდათ წნევა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ორწლიანი კვლევის მსვლელობისას, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ საკვების მიღებიდან 60 წუთის შემდეგ, შაქრის დონე მათ სისხლში, ვინც კერძს ღვინოს აყოლებდა, 30%-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წყლის მომხმარებლებში.
მოკლედ, ექსპერიმენტს რამე რევოლუციური აღმოჩენა არ გაუკეთებია, მხოლოდ მეცნიერულად დაამტკიცა კარდიოლოგთა თითქმის ერთხმოვანი შეძახილი, რომ 200-300 მლ წითელი მშრალი ღვინო, დაბალანსებული ვახშმის ან სადილის შემდეგ, დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე, აქვს პროფილაქტიკური გავლენა შაქრიან დიაბეტზე, მიოკარდის ინფარქტსა და გულის უკმარისობაზე.
თუ ექსპერიმენტის შედეგის საკუთარ თავზე გამოცდა გინდათ, გაითვალისწინეთ, რომ საცდელი მენიუ, ძირითადად, შედგება თევზის, ბოსტნეულის სალათების (ზეითუნის ზეთით შეზავებული), ცოტაოდენი ხორცისა და ხილისგან.
ჩვენი რედაქცია ემხრობა ცხოვრების ჯანსაღ წესს და მოუწოდებს ყველას, რომ ალკოჰოლი მხოლოდ და მხოლოდ ზომიერი რაოდენობით უნდა მიიღოთ. სპირტიანი სასმელის დოზის გადაჭარბება, თუნდაც იგი სასარგებლო იყოს, სარგებელს არ მოგიტანთ.