შესაძლებელია თუ არა ვედრო ჟოლოს შეგროვება 1 ბუჩქიდან

0
394

თითოეულ მეაგარაკეს მსხვილი, გემრიელი ჟოლოს გაზრდა სურს. და სასურველია, ბევრი! ჟოლოს მოსავალი ისეთი უნდა იყოს, რომ მურაბისთვისაც გეყოთ, ნამცხვარიც გამოაცხოთ და ისეც შეჭამოთ.

ჟოლოს მოსავალი

რა თქმა უნდა, ბევრი რამ ამინდის პირობებზე და მიწის ხარისხზეა დამოკიდებული. თუმცა არსებობს რიგი ნიუანსი, რომლის განხორციელებაც თითოეულ მებოსტნეს შეუძლია. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორი მოვლა სჭირდება ჟოლოს ბუჩქებს გაზაფხულზე.

ბევრი რამ ნამდვილად უკვე იცით, ზოგიერთი რჩევა კი თქვენთვის ახალი იქნება.

ჟოლოს მოვლა

1. გამოცდილი მეაგარაკეები ირწმუნებიან, რომ უხვმოსავლიანი სახეობის ჟოლოს ორმაგი გადაჭრა ძალიან უყვარს.

პირველად ივნისში უნდა გადაჭრათ. ბუჩქს, რომელმაც სიმაღლეში 1 მეტრს მიაღწია, დაახლოებით 10 სმ წვერს აჭრიან. მეორეჯერ გაზაფხულზე უნდა გადაჭრათ, თუმცა ამჯერად გვერდითა ყლორტები უნდა მოაშოროთ.

2. ასეთი გადაჭრის შემდეგ ჟოლო კენკრით უბრალოდ სავსე იქნება. ტოტებს ასეთი სიმძიმის გაძლება უჭირთ, ამტომ დამატებით საყრდენები გამოიყენეთ. 1,2 მ და 1,5 მ სიმაღლის მავთულების ვარიანტი ზუსტად შესაფერისი იქნება.

3. გახსოვდეთ, მებაღემ ჟოლოს დასარგავად ადგილის შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. ბევრი თვლის, რომ ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ასე არაა.

მზიანი ადგილი შეარჩიეთ, რომელიც ორპირი ქარისგან კარგად დაცული იქნება. ასეთი ადგილი უბრალოდ იდეალური იქნება. არ იფიქროთ, რადგან ბუჩქი სადღაც ტყეში კარგ მოსავალს იძლევა, ნაკვეთზე ასე დაუდევრად უნდა მოეპყრათ.

4. სახეობის შერჩევას გონივრულად უნდა მიუდგეთ. არ იწუწუნოთ, რომ ჟოლო ფორმას იცვლის და მცირდება, თუ თავიდანვე ბუჩქის ბრუნვასა და შესაფერის სახეობაზე არ იზრუნეთ.

5. ტკბილი ჟოლოს მოყვარულმა უნდა იცოდეს, რომ ეს განსაკუთრებულობა უფრო მეტად მზის სინათლეზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამ მხრივ სახეობაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, „ველური“ ჟოლო განსაკუთრებულ გაჯერებულ გემოს ფლობს, თუმცა მისი ზომა ბევრს არ მოწონს.

6. აპრილში ჟოლოს მოვლა 3 მნიშვნელოვან ამოცანას მოიცავს: დაზიანებულ ნაწილის შემოწმება, ახალი მცენარის დარგვა და გამოკვება.

7. ჟოლოს ბუჩქებიც წინასწარ უნდა გააფორმოთ. რამდენიმე მოსახერხებელი ვარიანტი არსებობს: გისოსების გამოყენებით, ღობის გასწვრივ ან ერთი საყრდენი თითო ბუჩქზე. ბოლო მეთოდი საუკეთესოა მათთვის, ვისი ნაკვეთიც გრილ და სველ ტერიტორიაზე მდებარეობს.

8. სასუქის ნაკრები ნიადაგის ტესტის შედეგების მიხედვით უნდა მიაწოდოთ.

ეს რჩევები შედგა ბევრი აგარაკის გამოცდილების წყალობით, რომლებიც პრაქტიკულად ყოველ წელს უხვ მოსავალს იღებენ და თავის სიბრძნეს დამწყებ მებაღეებს სიხარულით უზიარებენ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ჟოლოს მოსავალი ამ წელს შეუდარებელი იქნება.