აბრაზიული ღრუბელი ჩვენი სააბაზანო ოთახის და სამზარეულოს ხშირი სტუმარია. ეს გასაკვირი არცაა, თავის საქმეს კარგად ასრულებს და თან თეთრები ღირს. პატარა ბავშვმაც კი იცის, თუ როგორ გამოიყენოს ღრუბელი.
თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ასეთი ღრუბელი მთლიანად შედგება მელამინის ქაფისგან, რომელიც თავისი თვისებებით პატარა ზუმფარის ქაღალდს ჰგავს. ის ნამდვილად მოსახერხებელია, თუ მყარი ზედაპირიდან რამდენიმე ლაქის მოშორება გსურთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ღრუბელს თავად ამ ზედაპირის დაზიანება შეუძლია. სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ დღეს დეტალურად გიამბობთ, თუ რომელი 6 ნივთის გაწმენდა არ ღირს აბრაზიული ღრუბლის დახმარებით.
როგორ გამოვიყენოთ ღრუბელი
ქვის სამუშაო ზედაპირი
ასეთი სამუშაო ზედაპირი ძალიან ეფექტურია და ნებისმიერ სამზარეულოში გასაოცრად გამოიყურება. და მაინც ჩვეულებრივი გამწმენდი ღრუბელი მისთვის არაა.
საქმე იმაშია, რომ აბრაზიული მასალა გრანიტის და ქვის სხვა ზედაპირზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. საქმე იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ ღრუბელმა სამუშაო ზედაპირის დამცავი ფენა უბრალოდ მოაშოროს და ახალი ნაკაწრები, მოუშორებელი ლაქები და სხვა დაზიანება გამოიწვიოს.
ტაფა ანტიმიწვის ზედაპირით
თანამედროვე სამზარეულოში ასეთი ტაფები უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს გასაგებიცაა, რადგან თავისი ხარისხი და საიმედოობა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს.
არსებობს მეთოდი, როგორ გავხადოთ ტაფა უვარგისი ძალიან მოკლე დროში: აბრაზიული ღრუბლით კარგად გახეხეთ. ამის შემდეგ ანტიმიწვის ფენა იკაწრება და საჭმელი გარანტირებულად ტაფას ეკვრის. გარდა ამისა, ზედაპირის პატარა ნაწილები შეიძლება კერძში მოხვდეს. ყველაფერი კი არასწორი საწმენდი საშუალების გამო.
გაზქურა
ნებისმიერი სამზარეულოს გული გაზქურაა. მასზე კერძების უმეტესობას ვამზადებთ, ამიტომ გვსურს, რომ ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდეს.
სამწუხაროდ, გაზქურა ძალიან სწრაფად ლაქავდება: დასხმული ჩაი, მიმწვარი კერძი, მომზადების კვალი თავს გახსენებთ. ბევრი დიასახლისი მის ზედაპირს ღრუბლით და დამატებით საწმენდი ფხვნილით ამუშავებს. ეს კატეგორიულად არასწორია. ასეთი ქმედებით შეიძლება გაზქურის დამცავი ფენა და თავად საღებავი მოაშოროთ.
უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი
ქვაბები და ჩაიდანი, რომლებიც ერთი შეხედვით უვნებელია, შეიძლება პატარა ღრუბელმა უვარგისი გახადოს. სამწუხაროდ, ეს ფაქტია.
ისეთი გამძლე მასალაც, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, შეიძლება აბრაზიულმა ღრუბელმა გაკაწროს. ბუნებრივია, ეს არა ერთი ან ორი გარეცხვით, მაგრამ დროთა განმავლობაში ნამდვილად მოხდება. თუ ჭურჭელს აფასებთ, სხვა, უფრო ნაზი მასალა გამოიყენეთ.
გაჯეტების ეკრანები
ჩვენს დროში სხვადასხვა გაჯეტებს ნებისმიერ სახლსა თუ ბინაში იპოვით. მათზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ.
პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის, პლანშეტის, ტელევიზორის მონიტორი ბოლოს და ბოლოს ბინძურდება და მტვერი ძალიან აქტიურად აჯდება. რომელიმე გაჯეტის ნაზი ეკრანი რომ გაწმინდოთ, ღრუბლის გამოყენებაზე არც იფიქროთ! ის ყველაფერს კაწრავს და ნებისმიერი დისპლეის ნაზ ზედაპირს წამებში დააზიანებს. ფრთხილად იყავით! როგორ გამოიყენოთ ღრუბელი ამ შემთხვევაში? სამწუხაროდ, ვერანაირად.
ავტომობილის ზედაპირი
ავტომობილის ბზინვარე ზედაპირი ნებისმიერი მფლობელის სიამაყეა. ყველაზე პატარა ნაკაწრიც კი გვამწუხრებს.
ავტომობილის საღებავს დამცავი ფენა, ზოგჯერ კი ცვილის ფენაც აქვს. ისინი პატარა ნაკაწრებისგან თავდასაცავად გამოიყენება. თუ ასეთ ზედაპირს ღრუბლით დაამუშავებთ და მანქანას ჭუჭყს მისი დახმარებით მოაშორებთ, დიდი ალბათობით თავად საღებავს დააზიანებთ და ავტომობილის გარეგნობას გააფუჭებთ.
როგორც ხედავთ, მელამინის ღრუბელი (მით უმეტეს, ლითონის ღრუბელი) ყოველთვის და ყველგან არ გამოიყენება. ეს საწმენდი საშუალება საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ შესაფერის ზედაპირზე.
გირჩევთ, განსაკუთრებით ნაზი ზედაპირების გასაწმენდად ალტერნატიული საწმენდი საშუალებები გამოიყენოთ, მაგალითად, მიკროფიბრის ღრუბელი ან ჩვარი. ზოგჯერ ჩვეულებრივი მშრალი ან სველი სალფეთქიც გამოგადგებათ. ასე ნებისმიერ ზედაპირს გაწმენდთ და მის თხელ დამცავ ფენას არ დააზიანებთ.