მიმიკა, რომელიც ნაოჭებს იწვევს და როგორ მოვიშოროთ ის სახლის პირობებში.

513

ჩვენ ვთვლით, რომ ნაოჭები სახის ბუნებრივი ცვლილებაა. ბევრი ადამიანი გასამართლებლად ამბობს: „რას ვიზამ, ბუნებას ხომ ვერ მოატყუებ“. სინამდვილეში, ყველაფერი ასაკზე დამოკიდებული არაა. ჩვენ ემოციების არასწორად გამოხატვით წლების განმავლობაში და რეგულარულად კანს ვაზიანებთ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ნაოჭები სახლის პირობებში და სახის მიმიკა გამოასწოროთ.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები სახლის პირობებში

კარგი შედეგის მიღწევას მიმიკის ვარჯიშების შესრულებით შეძლებთ. თუმცა, თუ თქვენ წარბების შეჭმუხვნის და შუბლის დანაოჭების პათოლოგიური ჩვევა გაქვთ, მთელი ძალისხმევა ამაო იქნება. როცა გაცხარებული ლაპარაკის დროს შუბლზე ნაკეცები რეგულარულად ჩნდება, ნაოჭების მოშორების მცდელობა უსარგებლო იქნება. საკუთარი ემოციების და მიმიკის გაკონტროლება უნდა ისწავლოთ.

თქვენი მიმიკისთვის ახალი პროტოკოლის დაწესებით დაიწყეთ. პირველ რიგში, ნაოჭების ნაკაცებისგან მოზაიკის შექმნას მოეშვით, როცა ვინმეს ელაპარაკებით. ზოგჯერ გვგონია, რომ ასე უფრო ადვილია სხვებს თქვენი ემოცია აუხსნათ, მაგრამ ასე არაა. სინამდვილეში, ეს უბრალოდ ჩვევაა, რომელიც სახის კუნთებს აზიანებს.

სახის კანზე ნაკეცები ჩნდება იმის გამო, რომ ჩვენ სხეულის ენას და ჟესტებს არ ვიყენებთ. გარკვეული დაძაბულობის და კომპლექსების გამო სახეს ვმანჭავთ, როცა ემოციების გამოხატვა გვსურს. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავს ცოტა თავისუფლება მიანიჭეთ: მოდუნდით და სხეულს ემოციების გამოხატვის საშუალება მიეცით.

გარდა ამისა, ემოციებს ჩვენი ხმა და ხედვაც გამოხატავს. არ მოგერიდოთ თანამოსაუბრეზე პირდაპირ თვალებში ჩახედვა და მკაფიოდ საუბარი – ასე დიდ ენერგიას გაათავისუფლებთ. თქვენ უფრო გულწრფელი და თავდაჯერებული გამოჩნდებით.

საუბრის დროს სახე მშვიდად უნდა იყოს, წარბები შუბლზე არ უნდა „სეირნობდნენ“. ემოციების სწორად გამოხატვის ჩვევის შესაძენად, პრაქტიკა და სახის კუნთების სწორი მუშაობის შინაგანი გაგებაა საჭირო. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ სამსახიობო ხელოვნებას, სადაც ემოციების სწორად გამოხატვას გასწავლიან.

მეორეც, ბევრ ადამიანს სიტყვის დასრულების შემდეგ ტუჩების მოკუმვის ან ტუჩის კუთხეების ქვემოთ დაწევის დამღუპველი ჩვევა აქვს. ასეთი მიმიკა ხშირად პესიმისტურ განწყობას გამოხატავს. სჯობს სამყაროზე ხედვა შეიცვალოთ და სახის კუნთებზე იმუშაოთ.

გარდა ამისა, ასეთი ჩვევები პირის არეში კუნთოვან კავებს ქმნის. ისინი უსიამოვნო და ემოციური დაძაბულობის ასახვას წარმოადგენენ. შედეგად, ადამიანში ფორმირდება ე.წ. ნაკეცები „დარდი“ და ნაოჭები „მარიონეტები“.

ნაოჭები თვალის ირგვლივ

ქალების უმეტესობა თვალების ირგვლივ ნაოჭებს უჩივის. მათ მოსაშორებლად სახის კუნთებზე ზიანის მიყენების გარეშე გაღიმება უნდა ისწავლოთ. ბევრი ისე იღიმის, რომ მთელი ორბიტალური ნაწილი თვალთან ახლოს გარმონივით იკეცება. შესაძლოა, აქ გულწრფელი ემოციები დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამ დროს სახე ლამაზად არ გამოიყურება. წლების მატებასთან ერთად ასეთი ჩვევა ნაოჭებს გააჩენს.

კარგი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ სწორად და სრულად გულწრფელად გაღიმება შეგიძლიათ ისწავლოთ. უბრალოდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ღიმილზე პასუხისმგებელი იყო პირის კუნთები და არა მთელი სახე. ასევე არ შეიბოჭოთ: სახე მოადუნეთ ისე, რომ ემოციებმა ჩვეული კუნთები დაიკავონ.

უდაოდ, ფიზიოლოგიური ნაოჭები ყოველთვის იქნება, რადგან ისინი სახის ინდივიდუალური კონსტიტუციის ნაწილია. ასეთი ნაოჭები ბუნებრივად გამოიყურება და ქალს არ აბერებს. სხვა ისტორიაა, როცა არასწორად გამოხატული ემოციების გამო ნაოჭების ბადე იქმნება. საკუთარ მიმიკაზე იმუშავეთ, ემოციების სწორად და, რაც მთავარია, გულწრფელად გამოხატვა ისწავლეთ. წარმატებებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს