რით შეიძლება ფოლგის, პერგამენტისა და სახვევი ცელოფნის ჩანაცვლება

606

წელს დავიწყე ნაგვის დახარისხება და გადასამუშავებლად ჩაბარება. თუმცა, სამწუხაროდ, ყველა პროდუქტი არ ექვემდებარება გადამუშავებას. მათ თავიდან მოსაშორებლად, ნარჩენები უნდა დაიწვას უსაფრთხოდ, ჩემს ქალაქში კი ასეთი დაწესებულება არაა.

ჯერჯერობით, მზად არ ვარ ასეთი ნაბიჯისთვის. ამიტომ, დავიწყე ალტერნატიული ვარიანტების ძიება ჩვეული საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის. მაგალითად, ვიპოვე საცხობი ქაღალდის, ფოლგისა და სახვევი ცელოფნის ჩანაცვლების გზა. ახლა ამ ცოდნას თქვენც გაგიზიარებთ.

საცხობი ქაღალდი (პერგამენტი)

მომწონს ჩემი ცხოვრების ახალი სტილი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გარემოსთვის იმდენი ზიანი აღარ მომაქვს, რამდენიც მანამდე. მეორეც, ვზოგავ ფულსაც – აღარ ვყიდულობ ფოლგასა და პერგამენტს. მოკლედ, საცხობი ქაღალდი ხშირად ეკრობოდა საკვებს. არ ვიცი, პრობლემა ხარისხში იყო თუ მასზე ზეტი უნდა წამესვა. თუმცა, ამ შემთხვევაში, რა აზრი აქვს ამ ქაღალდის გამოყენებას?

მივხვდი, რომ პერგამენტის ქაღალდი საერთოდაც არ მჭირდება. მისი ჩანაცვლება რამდენიმე გზით შეიძლება. მე, მაგალითად, სილიკონის ქვეშაგს ვიყენებ. იგი უბრალოდ უნდა მოათავსოთ საცხობ ლანგარზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოასხათ ცომი. ასეთი ქვეშაგები იმითაა კარგი, რომ მას ცხიმის წასმა არ სჭირდება. მეტიც, არსებობს ასეთი “ხალიჩების” რამდენიმე ვარიანტიც. მაგალითად, მრგვალი ტაფისთვის, ზღუდეებით რულეტებისთვის და სპეციალური ჭრილებითაც კი, ორცხობილებისთვის.

დედაჩემმა ერთი ძალიან მოსახერხებელი რჩევა მომცა. საცხობი ქაღალდის ჩასანაცვლებლად, იგი იყენებს მეთოდს, რომელსაც “ფრანგული პერანგი” ეწოდება. სახელწოდება თავისთავად გვეუბნება, რომ ეს ხრიკი საფრანგეთიდან მოდის. მისთვის დაგჭირდებათ ცხიმი და ფქვილი ან მანანის ბურღული.

უბრალოდ წაუსვით ფორმის ფსკერსა და კედლებს კარაქი ისე, რომ ფენა თანაბარი და თხელი გამოვიდეს. მოაყარეთ ფქვილი ან ბურღული, ნალექი რომ გამოვიდეს. არ გადააჭარბოთ, ზედმეტი ფხვნილი უბრალოდ დაფერთხეთ. შედეგად, ნამცხვარი გლუვი გამოვა და ფორმას მარტივად მოშორდება.

პერგამენტის ნაცვლად, შეგიძლიათ უბრალო ქაღალდის ფურცლების გამოყენებაც და მათზე ცხიმის წასმა ცხოვამდე. სწორედ ასე აცხობდნენ ჩვენი ბებიები კერძებს, პერგამენტის გავრცელებამდე.

ალუმინის ფოლგა

გამოყენებული ფოლგა გადამუშავებას არ ექვემდებარება. ამიტომაც გადავწყვიტე მასზე უარის თქმა. ადრე მას თევზის ან ხორცის საცხობად ვიყენებდი. თუმცა, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი, რომ ლანგრის გარეცხვა მეზარებოდა. პროდუქტი არ მიიწვება, თუ მათ ლანგარზე ფოლგის გარეშე გამოაცხობთ. საქმე ისაა, რომ თანამედროვე ლანგრებს მიმწვრის საწინააღმდეგო საფარი აქვს. ამიტომ, საკმარისია ლანგარზე ცხიმის წასმა.

თუმცა, თუ გინდათ, რომ ცხიმიანი კერძები არეულობის გარეშე გამოაცხოთ და არც გარემოს ავნოთ, გთავაზობთ იმავე სილიკონის ქვეშაგებს. არსებობს უფრო მკვრივი, სიცხეგამძლე მოდელები უსწორმასწორო ზედაპირით. ხალიჩაზე ხშირი ფიგურები პროდუქტს არ აძლევს ცხიმთან კონტაქტის საშუალებას, იგი ქვეშ მოგროვდება. მეტიც, რელიეფი ჰაერის მიმოცვლას უწყობს ხელს. ამიტომ, პროდუქტი უფრო თანაბრად გამოცხვება. მოკლედ, ძალიან მოსახერხებელია.

სახვევი ცელოფანი

ესაა ერთჯერადი პოლიეთილენის სახვევი, პარკების მსგავსად. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასზე უარის თქმა. მზა კერძების მაცივარში შესანახავად, სხვადასხვა ზომის პლასტმასის კონტეინერს ვიყენებ. ისინი საკვებისთვისაა განკუთვნილი და თავიანთ ფუნქციას შესანიშნავად ასრულებს. მათი დამსახურებით, მაცივარში ყოველთცის წესრიგი მაქვს და ყველაფერი თავის ადგილას დევს. კონტეინერების გამოყენება შეიძლება რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ ისინი გადამუშავებას ექვემდებარება.

გარდა ამისა, გაყიდვაშია სპეციალური სილიკონის თავსახურებიც. ისინი კარგად იწელება და ერგება თეფშებსა და თასებს. მათი წამოცმა შეიძლება გაჭრილ საზამთროზეც კი. შედეგად, არც მზა და არც ნედლი პროდუქტი ან გაფუჭდება მაცივარში და ერთმანეთს სუნს არ გადასცემს.

ახლა უკვე იცით, რით ჩაანაცვლოთ საცხობი ქაღალდი, ფოლგა და ცელოფანი. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ვარიანტი არსებობს. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ყველაზე შესაფერის მეთოდს იპოვით. მაგალითად, მე ერთ წამში არ გადავსულვარ კონტეინერების გამოყენებაზე, მაცივარში თეფშების გროვა მეწყო. თუმცა, ახლა ყველაფერი გაცილებით მოსახერხებელი და პრაქტიკულია. აბა თქვენ იცით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს