მოსამსახურის როლით დაღლილი ცოლის აღიარება

136

ქორწინების ნახევარზე მეტი განქორწინებით სრულდება, მაგრამ ეს სავალალო სტატისტიკა ნაკლებად აწუხებთ მათ, ვინც ოჯახის შექმნას აპირებს. ყოველდღე ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობაში ვიღაცის პრობლემები ჩვენ არ შეგვეხება, ანუ ქორწინებას ხანგრძლივი და ბედნიერი მომავალი აქვს. ასე ფიქრობს ბუზღუნა ცოლი, ასევე ვარაუდობს ზარმაცი ქმარი.

ახალ გამომცხვარი ოჯახის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იმედი აქვთ კეთილ ნათესავებსაც, რომლებსაც საკუთარი რჩევებით და მითითებით ახალგაზრდების ცხოვრებაში ჩარევა უყვართ. ამის მიუხედავად, ჩვენ, ყველა ვთვლით, რომ ოჯახის მომავალზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცოლ–ქმარს აკისრია.

ზარმაცი ქმარი

„როგორც ნებისმიერი ნორმალური ქალი, მეც ყოველთვის ბედნიერ და ძლიერ ოჯახზე ვოცნებობდი. უკვე 8 წელი დაოჯახებული ვარ და მთელი ეს წლები საკუთარი როლი კარგად მახსოვს – ყოველთვის მხარი დავუჭირო ქმარს, რომელსაც ოჯახში ფული შემოაქვს“ – ამბობს კრისტინა.

„ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩვენი ცხოვრება როგორმე ოდნავ გაუმჯობესებულიყო. მსურდა, რომ სახლი კარგი, ლამაზი და მყუდრო ყოფილიყო. მაგრამ მოსამსახურედ გადაქცევა საერთოდ არ მსურდა. პირველ რიგში, ხომ ქალი ვარ, რომელსაც სიყვარული და ყურადღება სურს. იმისთვის ხომ არ გავთხოვილვარ, რომ უსასრულოდ საჭმელები მეკეთებინა და დამელაგებინა.

ჩვენ 2 შვილი გვყავს და თითქმის მთელი ოჯახური ცხოვრება დეკრეტულ შვებულებაში გავატარე. გოგო–ბიჭს ვზრდიდი, ვამზადებდი, ვრეცხავდი, ვალაგებდი, სახლის საქმეებს ვაკეთებდი. მაგრამ, როცა მეც სამსახურში გავედი, უსიამოვნო აღმოჩენის წინაშე აღმოვჩნდი.

დავინახე, თუ ჩემი ქმარი და შვილები ჩემს შრომას სინამდვილეში როგორ უყურებდნენ. სახლის საქმეები მათ საერთოდ არ აინტერესებდათ და საყოფაცხოვრებო საქმეების მთელი ტვირთი ჩემს მხრებზე დარჩა.

არა, ჩემს უმცროს ვაჟს არ ვადანაშაულებ, ის მხოლოდ 4 წლისაა, მაგრამ ის ხომ თავის უფროს დას და მამას უყურებს. მათგან მაგალითს იღებს. სოფია თავის ჭიქასაც კი არ გარეცხავს: თვლის, რომ ეს ჩემი საქმეა. ამაში პირდაპირ ქმრის დანაშაულს ვხედავ.

მთელი 8 წლის განმავლობაში მაქსიმს ერთხელაც არ დაულაგებია სახლი და არ გაურეცხავს ჭურჭელი. თვლის, რომ სახლის საქმეების შესრულება მხოლოდ ცოლს ევალება. დახმარებას ვერ აიძულებ, ის ხომ სამსახურში იღლება. და არაფერი, რომ მეც სამსახურიდან ვბრუნდები და ვახშმის მომზადებას ვიწყებ. ქმარი ამას ჩვეულებრივ საქმედ მიიჩნევს.

მისი ხედვის შეცვლას ვერ ვახერხებ. დარწმუნებულია, რომ ქალმა ქმარზეც და შვილებზეც უნდა იზრუნოს. არ მინდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე დიასახლისი დავრჩე. მე ჩემი ამბიციები მაქვს და საყვარელი საქმით დაკავება მსურს და არა მხოლოდ ბორშის მომზადება და იატაკის გაწმენდა“.

ბოლო წვეთი იყო მისი ბოლო გამოხტომა. სამსახურიდან დაღლილი მოვედი და დავიძინე. მაქსიმმა სახლში მოსვლისას გამაღვიძა მხოლოდ იმისთვის, რომ საჭმელი გამეცხელებინა. მომზადება კი არა, უბრალოდ გაცხელება! ამის გაკეთება ბავშვსაც კი შეუძლია დახმარების გარეშე“ – ამბობს აღშფოთებული ქალი.

ზარმაცი ქმრის გონზე მოყვანის მცდელობა

„ეს ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო. მეორე დღეს ბავშვები დავუტოვე და მშობლებთან წავედი. მსურდა, რომ ქმარს რამდენიმე დღე ჩემს ადგილას გაეტარებინა და თავი ქალ–მოსამსახურედ ეგრძნო. მაგრამ ჩემი გეგმა თავიდანვე ჩაიშალა.

მშობლებმა მხარდაჭერაზე უარი მითხრეს. ისინი ყოველთვის მაქსიმის მხარეს არიან. განიცდიან, რომ ასე ჩემს ოჯახს დავანგრევ. ძმასთან წასვლა მომიწია, მაგრამ აქ დიდხანს გაჩერება არ შემიძლია. არადა სახლში ასე სწრაფად რომ დავბრუნდე, ქმარი ვერაფერს მიხვდება და შეცვლასაც არ ეცდება. ისიც და ბავშვებიც ჩემში ძველებურად დიასახლისს დაინახავენ.

როგორ დავუმტკიცო ქმარს, რომ პირველ რიგში, საყვარელი ქალი ვარ და არა მთელი ოჯახის მოსამსახურე? მშობლები თვლიან, რომ მართალი არ ვარ. განა ბევრი რამ სურს? უბრალოდ ოჯახური სიმშვიდე, სითბო და ცოტა ზრუნვა. ეს ბევრია? – აინტერესებს კრისტინას.

ქორწინება ორი ზრდასრული ადამიანის თანასწორუფლებიანი კავშირია, ანუ ორივეს თანაბარი მოვალეობები აქვთ. რა თქმა უნდა, კარგია როცა წესებსა და მოვალეობებზე წინასწარ დაქორწინებამდე თანხმდებიან.

თუმცა მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეიძლება ცვლილებების შეტანა, მით უმეტეს კრისტინას ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა: ის ხანგრძლივი დეკრეტული შვებულების შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა. სწორედ ამიტომ, თუ ოჯახის ბიუჯეტში ორივე მეუღლე თანაბარ წილს დებს, ოჯახზე ზრუნვაც თანაბრად გადანაწილებული უნდა იყოს. ზარმაცმა ქმარმა ეს უნდა გააცნობიეროს.

სწორედ ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში ცოლ–ქმარს საუბარი და მოლაპარაკება, კომპრომისის მოძებნა მოუწევთ. შექმნილ ვითარებაში კრისტინას ვურჩევთ, რომ ემოციებს ნაკლებად აჰყვეს, არამედ უფრო თანმიმდევრული და შეუპოვარი იყოს. კაცისთვის კერძების მომზადება და ჭურჭლის გარეცხვა, სახლის დალაგება და ნაგვის გატანა, ბავშვის გასეირნება და გაკვეთილების მომზადება სასირცხვო საქმე არაა. ეს რთული სულაც არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს