ტანსაცმელი, რომელიც კარგად გამოიყურება ჩვენებაზე, რეალურად კი კარადაში იმტვერება

570

როგორც სწრაფ კვებაშია – ხედავთ უზარმაზარ ბურგერს, რომელსაც ერთი სათლი სოუსი უსვია და 1 კგ ხორცს შეიცავს, რეალურად კი რაღაც პატარასა და დანაოჭებულს იღებთ. მოდასავით. პოდიუმზე იდეალური ტანსაცმლით დადიან, ხოლო, როგორც კი მას თქვენ ჩაიცვამთ, განიცდით დისკომფორტს. როგორ მოვიქცეთ? როგორ ჩავიცვათ ყოველდღიურად ისე, რომ პოდიუმთან არ შეგრცხვეთ?

ჩვენი რედაქცია ჩუმად გეტყვით, რომ ყველაფერი ასე მარტივად არაა. ეს იმიტომ, რომ პოდიუმზე ნანახი ნივთები ყოველდღიურ ცხოვრებაში ზედმეტად უსარგებლოა. ეს ყველაფერი ლამაზი, მაგარია, თუმცა, ასეთი ტანსაცმლით ვერც მეტროში დაჯდებით და ვერც ავტობუსში. თუნდაც ძვირადღირებულ ავტომობილში. მოდით, განვიხილოთ, რა და რატომ.

როგორ ჩავიცვათ ყოველდღიურად

მოდა ცვალებადი და სწრაფდენადი ცნებაა. ხელოვნება, რომელიც მოითხოვს მსხვერპლს. დიზაინერები მუდმივ ძიებაში არიან, მორიგი ჩვენების შემდეგ კი ჩნდება ათასობით ნივთი, რომლებსაც, ალბათ, მეორედ ვეღარავინ იხილავს. თუმცა, არსებობს ისეთებიც, რომლებიც მოდის კრიტიკას გადაურჩა და მტკიცედ გაჯდა საზოგადოებაში, მიუხედავად თვალსაჩინო არაპრაქტიკულობისა.

ფეხსაცმელი და აქსესუარები

მაგალითად, მიკროსკოპული ზომის ჩანთები. აბსოლუტურად არაპრაქტიკული ნივთია, რომელშიც უბრალოდ ვერაფერს ჩაატევთ. პატარაა! ამიტომ, უმჯობესია, შეარჩიოთ ელეგანტური შოპერი. ან ორი ასეთი. დაჟინებით ვერაფერს გეტყვით, რამდენადაც ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს. ძირითადი მესიჯი ისაა, რომ ჩანთამ უნდა შეავსოს გარეგნობა და თავისი ძირითადი ფუნქცია შეასრულოს. მინიატურული აქსესუარი მხოლოდ პოდიუმისთვისაა კარგი.

გრძელცერიანი ფეხსაცმელი: ზოგადად, ეს ფორმა დიდი ხნის წინ გადაშენდა, თუმცა, მის აღდგენას დღემდე ცდილობენ. გაუგებარია, როგორ უნდა შემოვიდეს ისინი მოდაში, როცა ასეთი ფეხსაცმლით სიარული ნამდვილი ტანჯვაა. დავუშვათ, იპოვეთ მოსახერხებელი სიმაღლე და ფეხზეც იდეალურად მოგერგოთ. დამიჯერეთ, ეს მხოლოდ პირველ კიბემდე ან მაღალ ზღურბლამდეა. ძვირადღირებულ ფეხსაცმელს უცებ გააფუჭებთ.

ფეხსაცმელი წინდებით: ესაა შუა ხნის ასაკის ელოტური მამაკაცების სტილი, როცა ჯერ წინდებს იცვამენ, შემდეგ კი სანდლებს. პრაქტიკულობის მხრივ, ეს კარგია – ფეხი არ ოფლიანდება, მტვერიც მცირდება. თუმცა, ეს ხომ ძალიან უშნოა! ასჯერ უნდა დაფიქრდეთ, სანამ ქუსლიან ფეხსაცმელებს წინდებზე ჩაიცვამთ, ეს ყველას არ უხდება.

ბეწვის ფლოსტები და გალაქული ბოტფორტები: ბეწვიანი ფლოსტები უჩვეულოდ გამოიყურება – თითქოს სააბაზანოდან გამოხვედით და გახდა დაგავიწყდათ. გარდა ამ ყველაფრისა, მთელი ეს ზედმეტობა მტვერს იგრივებს და ძალიან სწრაფად ისვრება. ბოტფორტები უბრალოდ ვულგარულად გამოიყურება, არღვევს სხეულის პროპორციებს, ამიტომ, მინიატურულმა გოგონებმა მათზე უარი უნდა თქვან. თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქმრის გამოსაწვევად, იგი შესაფერისი ნივთია.

ვიცით, ძალიან გინდათ, გულწრფელი იყოთ და თქვენს ქალურობას უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვათ. ტანსაცმლის ქვემოდან დალანდული სტრინგები ამაზე ისედაც მიუთითებს. მეტიც, ახლა მოდაში ბოდი-ზედებიც შემოვიდა. ჩვენი აზრით, ეს ზედმეტად გამომწვევია ყოველდღიურობისთვის. თავი შეიკავეთ.

რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას მაქმანის მაისურებზეც, რომლებიც საშინლად გამოიყურება გახსნილ ადგილებსა და ჭრილებში. გამჭვირვალე ქსოვილები ყოველდღიური ჩაცმულობისთვის ნამდვილად არ გამოდგება, რამდენადაც ასე დიდ ყურადღებას მიიქცევთ. პლაჟის წვეულებაზე მშვენიერი გადაწყვეტილებაა, მეტროში – არა.

ოვერსაიზი სადავო თემაა, რომელიც გარშემო ყველას აფიქრებს. მსგავსი ნივთებიც გონივრულად უნდა გამოიყენოთ. ნუ აქცევთ თავს კომოდად, შეარჩიეთ ზომა მხოლოდ ვიზუალით და, უმჯობესია, სტილისტთან ერთად. ის, რასაც გოგონები პოდიუმზე იცვამენ, არც ისე კარგად გამოიყურება. თუმცა, ცხოვრებაში ეს დაუდევრად გამოიყურება. ამიტომ, ხაზს ვუსვამთ – აუცილებლად შეინარჩუნეთ სიფრთხილე.

ელასტიური შარვლები და ლეგინსები, განსაკუთრებით, თუ ისინი ტყავის ან ლატექსისაა, სპეციფიკური ტანსაცმელია. იგი მიწებებულივით რომ არ იყოს და იდეალურად გამოიყურებოდეს, თქვენი სხეული იდეალთან მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს. სურათზე იგი შეიძლება დიდებულად გამოიყურებოდეს, აი, სარკეში კი – არც ისე. თუმცა, ნუ გარისკავთ, თუ ასი პროცენტით არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში.

ჩვენ ვთვლით, რომ პოდიუმის მიხედვით ორიენტირება, თუ სპეციალურად მოდით არ ხართ დაკავებული, არ ღირს. იმიტომ, რომ ეს ყოველთვის ექსპერიმენტია, რომელიც, ჩვენების შემდეგ, ანალიზდება და კრიტიკას ექვემდებარება. მხოლოდ ამის შემდეგ გადის ცალკეული ნივთები “ფართო საზოგადოებაში”. ეს ყველაფერი კი 1 თვეში არ ხდება. ხანდახან, მოდურ ნივთს საკუთარი თავის საპოვნელად წლები სჭირდება.

თქვენ მოგწონთ პოდიუმზე ნანახი ტანსაცმელი? რამდენად პრაქტიკულად მიგაჩნიათ მათი ყოველდღიური გამოყენება?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს