როგორ გავაახალგაზრდავოთ ვარდის ბუჩქი: ამისთვის მხოლოდ სოდა დაგჭირდებათ

4213

გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ზაფხულში ვარდების მოვლა. ისინი სიცივისთვის აგვისტოდან უნდა მოამზადოთ. ამის წყალობით, მომავალ წელს ყვავილების დედოფალი თქვენს თვალს ულამაზესი ყვავილობით გაახარებს. დაუჯერებელი არომატი კი, რომელიც მთელ ბაღს მოედება, ცალკე სიამოვნებაა!

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა ინსტრუქტაჟი ზაფხულში ვარდების მოვლისთვის. თქვენ გელით რჩევები იმისთვის, რომ ვარდის ბუჩქები ზამთრისთვის მოამზადოთ. სტატიის ბოლოს გაჩვენებთ, თუ რაში მდგომარეობს ვარდების უხვი ყვავილობის საიდუმლო.

ვარდების მოვლა ზაფხულში

ყვავილების მოშორება

ყურადღება მიაქციეთ ყვავილოვან ბუჩქებს. როგორც კი დამჭკნარ ყვავილს იპოვით, აუცილებლად მოჭერით. დამეთანხმებით, გაუწყლოებული კვირტები და ჩამოცვენის პირას მყოფი ფურცლები დაუდევრად გამოიყურება. გარდა ამისა, ამ ეტაპზე კიდევ ერთ ხრიკს უნდა მიმართოთ. მოჭერით პირველი ფოთლების ზემოთ რტო ხუთზე მეტი ფოთლით. ამასთან, მორჩის პატარა ნაჭერი ხელუხლებლად დატოვეთ. შემდეგ დაათვალიერეთ ბუჩქი. სუსტი, გამხმარი ან მოტეხილი ტოტები მაშინვე გადაჭერით და მოიშორეთ.

მორწყვა და სასუქი

არ დაგავიწყდეთ ბუჩქების რეგულარული მორწყვა. ყურადღება მიაქციეთ ამინდს: თუ თქვენს რეგიონში ხშირად წვიმს, ვარდისთვის ეს საკმარისი იქნება. გარდა ამისა, ყვავილებს დამატებით მოვლაც სჭირდებათ. ვარდებისთვის შესანიშნავი იქნება კალიუმისა და ფოსფორის სასუქები. პირველ შემთხვევაში, შეგიძლიათ ხის ფერფლის ნაყენი გამოიყენოთ, მეორეში – სუპერფოსფატი.

ნაყენის მოსამზადებლად, გამოიყენეთ 1 ს.კ. ფერფლი 1 ლ წყლით. სუპერფოსფატი კი გააზავეთ ინსტრუქციის მიხედვით. ორივე სასუქი 1-2 დღით უნდა დაყენდეს. ამის შემდეგ, ისინი გამოყენებისთვის მზად იქნება. 1 ლ ნაყენი ჩაასხით წურწურაში და მორწყეთ ვარდის ბუჩქები. გარდა ამისა, არსებობს მზა კომპლექსური სასუქებიც, რომლებიც აზოტს, ფოსფორსა და კალიუმს მოიცავს.

ბუგრების მოშორება

ხშირად, ყვავილის ბუჩქებს ბუგრები ესევა. თუ მწერი მცირე რაოდენობითაა, სიტუაციის განმუხტვაში საყოფაცხოვრებო საპნისა და წყლის ხსნარი დაგეხმარებათ. მოამზადეთ საპნის ხსნარი და გარეცხეთ ყველა ყლორტი, ბუგრები კი გაანადგურეთ. გარდა ამისა, იყენებენ ინსექტიციდურ მცენარეებსაც, რომელთა ნაკვეთზე მოყვანა შეიძლება. მაგალითად, ამისთვის გამოდგება ქრისტესისხლა, აბზინდა და ხახვის კანიც კი.

თუ ფოთლებზე შავ ლაქებს ხედავთ, დროა, უფრო სერიოზულ ხერხებს მიმართოთ. გამოდგება ბორდოსული სითხე და სხვა საშუალებები, რომელთა შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში შეიძლება. ბუგრებთან ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკის მიზნით, დაამუშავეთ ბუჩქები წინასწარ.

სარეველების მოშორება

სისტემატურად შამოწმეთ ვარდის ბუჩქები. ხანდახან ისეც ხდება, რომ ფესვებიდან სხვა მცენარის მორჩები ჩნდება. თუ ასეთი რამ მოხდა, მაშინვე მოაშორეთ ამონაზარდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო მცენარე გაიზრდება და ვარდის ბუჩქს წაართმევს საჭირო ნივთიერებებს.

როგორ ავაყვავოთ ვარდი

  1. ვარდი მადლობას გეტყვით და უხვად აყვავდება, თუ ნიადაგს კარგად მოამზადებთ. პირველ რიგში, ამოთხარეთ საჭირო ზომის ორმო. მეორეც, ფსკერზე დაყარეთ 5 სმ ნეშომპალა.შეურიეთ ამოთხრილი მიწა სუპერფოსფატს, ნეშომპალასა და კალიუმის მარილს. მიღებული მასა ჩაყარეთ ორმოში და მოასხით წყალი. ისღა დაგრჩენიათ, ყვავილის ნერგები მომზადებულ მიწაში 2 კვირის შემდეგ ჩარგოთ.
  2. გახსოვდეთ, რომ მინერალური და ორგანული სასუქები უნდა დააბალანსოთ. ორგანიკა მხოლოდ თხევადი სახით უნდა დაუმატოთ. მაგალითად, მშრალი სკორე ან ნაკელი უბრალოდ დაწვავს ყვავილის ფესვებს. ასეთი სასუქი განსაკუთებით ცუდად აისახება ნერგებზე.
  3. უხვი ყვავილობის მისაღებად, არ დაგავიწყდეთ ფესვგარეთა სასუქიც. საუკეთესო ვარიანტია ბუჩქის დამუშავება სპეციალური შხეფის გამოყენებით. ამის გაკეთება უკეთესია საღამოს თბილ, თუმცა მოღრუბლულ ამინდში. შედეგად, მკვებავ ნივთიერებებს ფოთლები თანდათან შეიწოვს.
  4. ვარდი საკმაოდ ტენისმოყვარული მცენარეა. ამიტომ, არამხოლოდ დროულად უნდა მორწყოთ ბუჩქები, არამედ ფესვთან სისველეც უნდა შეინარჩუნოთ. ამისთვის გამოდგება მულჩა – ე.წ. წყალმცენარეების ან ნაკელის ბალიში 7 სმ სისქით. მულჩას ფესვთა სისტემასთან ამატებენ.
  5. რჩევა, რომელიც გამოგადგებათ, თუ ვარდების გადარგვას აპირებთ. ამ ყვავილებს უყვართ შუქი. ამიტომ, გულდასმით შეარჩიეთ გადარგვის ადგილი. რაც უფრო თბილი და მზიანია ამინდი, მით უფრო უხვი და ფუმფულა ყვავილები ექნება ვარდს.
  6. სოკოვან დაავადებებს საუკეთესოდ ებრძვის სოდა. 3 ლ თბილ წყალში გააზავეთ 1 ს.კ. სოდა და შეაშხეფეთ მცენარეს. წყალმა სრულად უნდა დაფაროს მცენარე და ჩავიდეს ნიადაგში.
  7. რძე ძალიან სასარგებლოა მცენარეებისთვის. ზოგიერთ დიასახლისს შპრიცით რძე პირდაპირ მცენარის ღეროში შეჰყავს. გაზავებული რძით შეგიძლიათ ფესვებისა და ფოთლების ზონის მორწყვა. აუცილებლად გააზავეთ რძე და არ გამოიყენოთ იგი ზედმეტად ხშირად.
  8. სპილენძის მონეტები სოკოს გაჩენას შეუშლის ხელს. ჩაფალით რამდენიმე მონეტა მცენარის გარშემო, სპილენძი სოკოვან სპორებს გაანადგურებს.

აუცილებლად მოუარეთ ვარდს ყოველდღიურად. მალე შედეგს მიიღებთ. იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ უხვი ყვავილობის მიღებაში. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ ულამაზესი მცენარის მოვლასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს