დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ შესანიშნავი კონდიტერის, ანასტასია შტაპენკოს რჩევებს, თუ როგორ გამოაცხოთ ბისკვიტი. ის ბევრს ექსპერიმენტობს და თავის აუდიტორიას ცხობის სირთულეებს ასწავლის.
როგორ გამოვაცხოთ ბისკვიტი
ერთი შეხედვით, რა სირთულე შეიძლება ჰქონდეს ფქვილის, კვერცხის და შაქრის არევას? თუმცა ამ საქმეში რამდენიმე დეტალი არსებობს, რომლებიც შედეგზე დიდ გავლენას ახდენენ. დღეს თქვენ გასწავლით კონდიტერი ანასტასტია შტაპენკო.
მარტივით დავიწყოთ. პირველ რიგში, ყოველთვის ძალიან კარგად გაცერით ფქვილი. მეორეც, ბისკვიტის ცხობის დროს ღუმელი არასდროს არ გააღოთ. მესამეც, ცხიმი მხოლოდ ფორმის ძირს წაუსვით, რომ ცომი მთამდე არ გაიზარდოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს კულინარიული საფუძვლები თქვენთვის ცნობილია.
სწორი პროპორცია
თუ ძალიან ბევრ კვერცხს დაუმატებთ, ბისკვიტი დაეცემა, თუმცა საკმაოდ სველი და გემრიელი იქნება. თუ ძალიან ცოტა კვერცხს დაუმატებთ, ბისკვიტი მშრალი და უხეში გამოვა. ინგრედიენტების ოპტიმალური თანაფარდობის ვარიანტი ასეთია: 4 კვერცხი, 100 გრ შაქარი და 100 გრ გაცრილი ფქვილი.
ასე კვერცხის, შაქრის და ფქვილის პროპორცია გამოვა 50:25:25%. შედეგი შეგიძლიათ სურათზე იხილოთ.
ერთად ავთქვიფოთ თუ ცალ–ცალკე
ანასტასია წერს, რომ 1965 წლის კულინარიულ წიგნშიც კი წერია, რომ ბისკვიტისთვის კვერცხის ათქვეფის 2 მეთოდი არსებობს. პირველი: კვერცხის ცილა და გული ცალ–ცალკე ავთქვიფოთ. მეორე: მთელი კვერცხი ერთად ავთქვიფოთ. თუ ძალიან ახალი კვერცხი გაქვს და სახლში საკმაოდ გრილა, შეგიძლიათ კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამას აზრი არ აქვს და უფრო მეტი ჭურჭლის დასვრა მოგიწევთ.
უფრო მეტიც, გემოთი ბისკვიტი უფრო რეზინასავით იქნება. სწორედ ამიტომ, თუ მრავალწლიანი საკონდიტრო გამოცდილება არ გაქვთ, ცილები შეიძლება ზედმეტად ათქვიფოთ, რის გამოც ბისკვიტი ზედმეტად მკვრივი გამოვა.
ანასტასია უპირატესობას მეორე ვარიანტს ანიჭებს, რომელიც უფრო მარტივი და ეფექტურია. ტექნოლოგიის მიხედვით კვერცხი მთელი 25 წუთით უნდა ათქვიფოთ. მაგრამ კონდიტერი ამბობს, რომ 5-7 წუთით ძლიერი მიქსერით და 15 წუთით სუსტი მიქსერით ათქვეფა საკმარისია.
თუ კვერცხს დაცალკევების გარეშე ათქვეფთ, ბისკვიტი უფრო ფოროვანი, ნაზი და მოყვითალო გამოვა. ასე რომ არ შეგეშინდეთ, თუ ცილაზე წვეთი კვერცხის გული მოხვდა, ისინი მაინც დაეცემა. სჯობს კვერცხი ერთად ათქვიფოთ. ასე შეცდომების დაშვების შანსი უფრო ნაკლებია.
რამდენ ხანს უნდა ავთქვიფოთ კვერცხი
იდეალური იქნება კვერცხი ისე ათქვიფოთ, რომ ის სათქვეფელაზე არ ჩერდებოდეს, არამედ ქვემოთ ეცემოდეს. თუმცა კვერცხის ხაზი დაუყონებლივ არ უნდა გაქრეს, ის ცოტა ხნით ზედაპირზე უნდა დარჩეს.
თუ კვერცხს მყარ ქაფამდე ათქვეფთ, ძალიან ბევრ ბუშტს მიიღებთ. სამწუხაროდ, ამაში კარგი არაფერია, რადგან გამოცხობისას ადვილად გასკდება და ბისკვიტი დაეცემა. ის კვლავ რბილი და ჰაეროვანი იქნება, მაგრამ დაბალი.
თუ კვერცხს ნაკლებად ათქვეფთ, ბისკვიტი მკვრივი, ნაკლებად ფორებიანი გამოვა და ნაკლებად ამოვა.
საჭირო ტემპერატურა
პირველ რიგში, დაჟინებით გირჩევთ, რომ ღუმელის თერმომეტრი იყიდოთ. ღუმელმა ხომ შეიძლება ყოველთვის სწორი ტემპერატურა არ გიჩვენოთ, ხოლო ბრმად მუშაობა რთული და ხარჯიანია.
როგორც ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ, სჯობს ბისკვიტი 185 გრადუს ტემპერატურაზე 35-40 წუთით აცხოთ. თუმცა რეცეპტი 200-220 გრადუს ტემპერატურას ითხოვს, კონკრეტულად თქვენი ღუმელისთვის შესაფერისი ტემპერატურა შეარჩიეთ.
და ბოლოს, გთავაზობთ ამ შესანიშნავ ცხრილს. წარმოიდგინეთ, რამდენიმე შრომა არის მასში ჩადებული. ამ პროპორციებში დარწმუნებული ვართ, თუმცა კონდიტერი გაფრთხილებთ, რომ აქ გამოთვლები ზუსტი გრამებით და მილიმეტრებით არ უნდა დაემთხვეს.