რატომ სჭირდება ოთახის მცენარეებს წყალბადის ზეჟანგი ჰაერივით

5090

ადრე მწვანე ოთახის მცენარეებს გულგრილად ვუყურებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან, თითოეული დიასახლისი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ბინა უფრო კომფორტული გახადოს. ახლა ჩემს სამზარეულოს კურკიდან გაზრდილი ორი მშვენიერი პატარა ავოკადო ამშვენებს. ახლა იმაზე ვფიქრობ, თუ მათზე უკეთ როგორ ვიზრუნო.

მეგობარმა ყველაზე მარტივი, მაგრამ ეფექტური სააფთიაქო საშუალებით დაწყება მირჩია. როგორც აღმოჩნდა, ეს ჩვეულებრივი წყალბადის ზეჟანგია, რომელიც, ალბათ, სახლში ყველას აქვს. „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი მცენარეებისთვის.

მწვანე ოთახის მცენარეები

წყალბადის ზეჟანგის ხსნარი სხვადასხვა მიზნით გამოგადგებათ. პირველ რიგში, მისი დახმარებით ფოთლებს და ნიადაგს დეზინფექციას ჩაუტარებთ. მეორეც, სააფთიაქო საშუალებით მცენარის თესლის დამუშავებას შეძლებთ. გარდა ამისა, წყალბადის ზეჟანგს ხშირად ლპობის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

ითვლება, რომ ოთახის მცენარეების ასეთი დამუშავება უხვ ყვავილობას გამოიწვევს, ხოლო დაავადებების განვითარების ალბათობა შემცირდება. თუ წყალბადის ზეჟანგის გამოყენებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ დაიშვება მხოლოდ 3%–იანი ხსნარი.

როგორ გამოვიყენოთ წყალბადის ზეჟანგი

სააფთიაქო საშუალება შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით გამოიყენოთ. მაგალითად, ოთახის მცენარეების მოსარწყავად. ამ მიზნით ყველაზე უკეთ წვიმის წყალი გამოგადგებათ. თუ ვერ იპოვით, ჩვეულებრივი წყალი (არა ქლორიანი) გამოიყენეთ. 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი 1 ლ წყალში გახსენით და კარგად აურიეთ. შემდეგ მწვანე მეგობარი ჩვეული მეთოდით მორწყეთ.

თუ ნიადაგის დამუშავება გსურთ, 3 მლ წყალბადის ზეჟანგი 1 ლ წყალში გახსენით. გარდა ამისა, სააფთიაქო საშუალება შეგიძლიათ მცენარის დასანამად გამოიყენოთ. ხსნარის პროპორცია ძველებური რჩება, მაგრამ მას მწიკვი შაქარი უნდა დაუმატოთ. ოთახის მცენარეები გარე მხრიდან დანამეთ. ამასთან ღეროები არ დაგავიწყდეთ. შედეგად თქვენი მწვანე მეგობრის გარეგნობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სხვა ყველაფერთან ერთად მცენარეები მავნებლებისგან უნდა დაიცვათ. მაგალითად, შავი ბუზები, ობობის ტკიპები, ცხვირგრძელები და სხვა. ამისთვის მზა ხსნარს არა შაქარი, არამედ 40 წვეთი იოდი დაუმატეთ. ჩვენ მიერ აღწერილი ხსნარი 4-5 დღეში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ.

საშუალების დოზირება

წყალბადის ზეჟანგის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. უნდა გესმოდეთ, თუ რა მიზნით იყენებთ. მაგალითად, ყოველდღიური მორწყვისთვის საკმარისია მხოლოდ რამდენიმე წვეთი 1 ლ წყალზე. თუ დასარგავი თესლის დეზინფექცია გსურთ, სააფთიაქო საშუალება შეგიძლიათ არ გააზავოთ. მაგრამ ეს პუნქტი აქტუალურია ბოსტანში ბოსტნეულის კულტურების დასარგავა. ამავე შემთხვევაში შეგიძლიათ ნიადაგი მოამზადოთ. ამისთვის, 1 ბოთლი წყალბადის ზეჟანგი 5 ლ წყალში გახსენით.

ოთახის მცენარეების გამოკვება

წყალბადის ზეჟანგი უნივერსალური საშუალებაა ოთახის მცენარეებისთვის. საქმე იმაშია, რომ ის მცენარის ზრდა–განვითარებისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, წყალბადის ზეჟანგის გამოყენებისას დამატებითი გამოკვება არ დაგჭირდებათ. ფრთხილად იყავით, რადგან ბევრმა სასუქმა შეიძლება მცენარეს ზიანი მიაყენოს.

ძალიან მაგარია, რომ ასეთი მარტივი სააფთიაქო საშუალებით ოთახის მცენარეების მდგომარეობის და გარეგნობის გაუმჯობესება შეიძლება. უფრო მეტიც, გამოცდილი მებაღეები ირწმუნებიან, რომ წყალბადის ზეჟანგის შედეგს ძალიან სწრაფად დაინახავთ.

საინტერესოა, ამ მიზნით წყალბადის ზეჟანგი გამოყენებული გაქვთ? თქვენი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს