აქტიური წერტილები სხვადასხვა ტკივილის გასაყუჩებლად

711

მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი არ ვარ, მცირე შეწუხების დროსაც კი ექიმთან რომ გარბიან. მაგალითად, მცირე თავის ტკივილის დროს, აბებს ქონდრისა და პიტნის ჩაის ვამჯობინებ. ამიტომ, როგორც კი გავიგე იმ ექსკლუზიური მეთოდის შესახებ, რომელიც ტკივილების მოშორებას ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებით გვთავაზობს, მაშინვე დავინტერესდი.

აღმოჩნდა, რომ ყური ადამიანის სხეულის ერთგვარი რეფლექტორული რუკაა. მასზე არსებული აქტიური წერტილები ცენტრალურ ნერვულ სისტემას ნერვული დაბოლოებებით უკავშირდება. თითოეული წერტილი პასუხს აგებს გარკვეულ ორგანოზე.

რეფლექსოთერაპევტმა ჰელენ ჩინ ლუიმ შეიმუშავა ტკივილის შემსუბუქების მეთოდიკა, პრეპარატების გარეშე. მისი თქმით, საკმარისია ძალისმიერი ზემოქმედება გარკვეულ აქტიურ წერტილზე, რომელიც ყურზეა განლაგებული, იმისათვის, რომ ტკივილი მცირე ხნით გაყუჩდეს. მოსახერხებლობისთვის, ექიმი ჩვეულებრივ ტანსაცმლის სამაგრებს გვთავაზობს. პარადოქსულად ჟღერს, თუმცა, ცდად ნამდვილად ღირს.

ყურზე არსებული აქტიური წერტილები

1. პირველი აქტიური წერტილი ყურის ბიბილოზეა და უკავშირდება სხეულის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – გულსა და თავს. ამ წერტილზე ზემოქმედება, რეფლექსოთერაპევტის თანახმად, აუმჯობესებს გულის მუშაობას. აგრეთვე, ხსნის ტკივილსა და დაძაბულობას თავში და ამცირებს შაკიკის შეტევის ინტენსივობასაც კი.

2. ბიბილოს შემდეგ, აქტიური წერტილი უკავშირდება საკვების მომნელებელ სისტემას. მასზე ზემოქმედება ხსნის დისკომფორტს კუჭსა და ნაწლავებში.

3. ყურის ქვედა შუა ნაწილზე მოთავსებული წერტილი ცხვირ-ხახაზე აგებს პასუხს. თუ სამაგრს აქ დაიმაგრებთ, შეძლებთ ცხვირის გათავისუფლებასა და ყელის ტკივილის მოშორებას.

4. ყურის ზედა შუა ნაწილი უკავშირდება სახსრებს. მასზე დაჭერა მოგიხსნით სახსრების გაკავებას.

5. მომდევნო აქტიური წერტილი მუცლის ღრუს ორგანოებზე აგებს პასუხს. ნებისმიერი მწვავე ან ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ ექიმს, თუმცა, მსუბუქი დისკომფორტის მოსახსნელად, აუცილებლად სცადეთ ამ წერტილზე ზემოქმედება.

6. დაბოლოს, ყურის ყველაზე ზედა ნაწილი ზურგსა და კისერზე მოქმედებს. თუ მასზე 1 წუთით სამაგრს გაიკეთებთ, მთელი დღით მოიხსნით ხერხემლის დაძაბულობას.

ესაა მარტივი და მუდმივად ხელმისაწვდომი მეთოდიკა. ჩემი აზრით, კარგი იქნება მისი გამოცდა, თუმცა, ფანატიზმის გარეშე. ყურის ქსოვილის დაზიანება თავიდან რომ აიცილოთ, სამაგრის ქვეშ ხელსახოცი ან ბინტი მოათავსეთ. თუ სამაგრი არც ისეთი მჭიდროა, ამის გაკეთება აუცილებელი არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს