მინიშნება მეზობლისგან, რომელიც ყოველ შემოდგომაზე მდოგვს რგავს

238

ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა დასვენებისკენ მისწრაფებაა. მეზობელმა მასწავლა, როგორ დავრგო მდოგვი სწორად. შემოდგომაზე მდოგვს დიდი მონდომებით რგავს. სამაგიეროდ ზაფხულში ისვენებს, როცა ყველა კვლებში სამუშაოდ ქრება!

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, რატომ რგავენ ჭკვიანი მებოსტნეები მდოგვს შემოდგომაზე. ყველა მებაღემ უნდა ჩაინიშნოს!

როგორ დავრგოთ მდოგვი

სექტემბერი და ოქტომბერი – იდეალური დროა, რომ მომავალ მოსავალზე იზრუნოთ. დავიწყოთ იმით, რომ მოსავლის აღების შემდეგ მიწას გამოკვება სჭირდება, რომ ნიადაგი მკვებავი ელემენტებით გაამდიდროთ. შედეგად, ახალი მოსავალი მდიდარი იქნება. შეგიძლიათ ნიადაგს ორგანული სასუქი დაუმატოთ, მაგრამ ყველაზე ეფექტური მეთოდია სიდერაცია.

სიდერატები – მცენარეები, რომელთაც ძირითადი კულტურების დარგვამდე ზრდიან, რომ მიწის სტრუქტურა გაუმჯობესდეს და სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრდეს. მათი გამოყენებით რბილ, ფხვიერ მიწას მიიღებთ. მასზე მოყვანილ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ორგანული მეურნეობის მიმდევრები განსაკუთრებით აფასებენ.

მცენარე სიდერატებს შორის ერთ–ერთ საუკეთესო წარმომადგენელი მდოგვია. დიახ, ყველასთვის ცნობილი სანელებელი, რომელსაც სამზარეულოში ასე ხშირად იყენებენ, კიდევ ერთ ღირსებას ფლობს.

უძველესი დროიდან მდოგვს ნიადაგის გასაჯანსაღებლად და გამოსაკვებად იყენებდნენ. ყველაფერი ბალკანეთის ნახევარკუნძულებიდან დაიწყო.

ეს ჯადოსნური მცენარე ნამდვილად უპრეტენზიოა და თვალსა და მიწის განახლება წამებში შეუძლია. მდოგვის მიერ გამოყოფილი ფიტონციდები ობის სოკოს და პათოგენების ზრდას აფერხებენ. სწორედ ამიტომ, მის შემდეგ დარგული ბოსტნეული პრაქტიკულად ავად არ ხდება.

როგორ დავრგოთ? – იკითხავთ თქვენ. გიპასუხებთ: ყველაფერი იმდენად მარტივია, რომ ბავშვიც გაუმკლავდება.

როგორც კი მთელ მოსავალს აიღებთ, მდოგვის თესლის დარგვა დაიწყეთ. თესლი შეგიძლიათ რიგებს შორის 9-15 სმ–ს დაშორებით დარგოთ. ეს მეთოდი გამოადგება მათ, ვისაც თესლის დაზოგვა სურს. ან შეგიძლიათ თესლი უბრალოდ ქაოტურად მიმოყაროთ. მართალია, თესლის ხარჯი იზრდება, სამაგიეროდ მწვანე მასა დიდი იქნება.

მიწა სველი უნდა იყოს, თუ შემოდგომაზე მშრალი ამინდები იქნება, მდოგვი უნდა მორწყათ. გთხოვთ, მდოგვი კარტოფილის და მარწყვის შემდეგ დარგოთ. მდოგვი ამ კულტურების შემდეგ მიწას აღადგენს.

თესლი სჯობს 1–1,5 სმ სიღრმეზე ჩარგოთ. 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 200 გრ დაგჭირდებათ, მაგრამ თუ ადგილი სარეველებით დაინფიცირებულია, თესლის რაოდენობა უნდა გაზარდოთ. მდოგვი ძალიან სწრაფად იზრდება, პირველ აღმონაცენებს უკვე მე-3 დღეს დაინახავთ. ყინვების არ შეგეშინდეთ, რადგან მდოგვს მინუს 5 გრადუსიც არ აშინებს.

1 თვეში მდოგვის აღმონაცენები 15 სმ სიმაღლეს მიაღწევს, როცა ყვავილობას დაიწყებს, ეს ნიშანია – დროა მოჭრათ.

მდოგვი დარგვის შემდეგ მიწას აზოტით და ფოსფორით ამდიდრებს და ამით მცენარეების მომავალ თაობას კვებავს. მიწაში ჩასვლის შემდეგ სწრაფად იშლება და ამ ღირებულ ელემენტებს მცენარეს განვითარების ადრეულ ეტაპზე აძლევს. მას კიდევ ბევრი სასარგებლო თვისება აქვს!

ახლა უკვე იცით, როგორ დარგოთ მდოგვი აგარაკზე, რაც მთავარია – რატომ უნდა დარგოთ აუცილებლად შემოდგომაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს