როგორ მოვიქცეთ, თუ თქვენ წინ მყეფარა ძაღლების ხროვა გაჩნდა

11917

ქუჩის ძაღლები დამოუკიდებლები არიან. ხანდახან, ისინი საყვარლად გვეტმასნებიან ფეხებზე და ნატრობენ ადამიანის ალერსს, თუმცა, რთული წარსულის გამო, ხშირად, აგრესიულდებიან. ისინი მგლებს ემსგავსებიან. ქუჩაში ძაღლები ხროვებს ქმნიან და იცავენ იმ ადგილებს, სადაც ცხოვრობენ. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ გზა აგრესიულმა ძაღლმა მოგვიჭრა? საინტერესოა ისიც, თუ როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში ძაღლები.

Photo credit: Depositphotos

ჩემს მეზობლადაც ცხოვრობს ძაღლების ხროვა და, როცა ჩემს ძაღლს ვასეირნებ, ისინი ხშირად გვაქცევენ ალყაში, ხანდახან კი მოახლოებასაც ცდილობენ. ჰოდა, ჩემი ძმაკაცი არასდროს გარბის კუდამოძუებული. იგი ჩერდება, მშვიდად უყურებს ეზოს ძაღლებს და აძლევს საკუთარი თავის დაყნოსვის საშუალებას. როცა ეზოს ძაღლი ხედავს, რომ მის მიმართ აგრესიული არავინაა, ტრიალდება და მიდის.

Photo credit: Depositphotos

როგორ იქცევიან ძაღლები

მაშინაც კი, თუ ძაღლთან ერთად მიდიხართ, შეიძლება, ხროვამ მოირბინოს და ყეფა დაიწყოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ტერიტორიაზე შეხვედით. ეს ნორმალურია. ყველაზე ცუდი, რაც ამ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ, არის გაქცევა ან რამის სროლა. ამას ნუ იზამთ!

არასდროს აუჩქაროთ ნაბიჯს ან გაიქცეთ. ქუჩის ძაღლებს მონადირის ინსტინქტი ჩაერთვებათ. მაშინაც კი, თუ ძაღლი მშვიდია, იფიქრებს რომ ეთამაშებით. გაჩერდით და შენიშნავთ, რომ ძაღლი 1 წუთში დამუწავს პირს და შეანელებს ნაბიჯს. თუ უკან მოგყვებათ, გაჩერდით. დიახ, როცა გეშინიათ, ამის გაკეთება გაგიჭირდებათ, თუმცა, დამიჯერეთ, ასე ყველაფერი უკეთ დამთავრდება. ძაღლს გაუფანტეთ ყურადღება წინ ზურგჩანთის დადებით, მაგალითად. მაშინ ძაღლი გადაერთვება ნივთზე, “გაეცნობა” მას და თავის საქმეს გააგრძელებს.

Photo credit: Depositphotos

ველოსიპედით გადაადგილების დროს

სახლის ძაღლი იშვიათად რეაგირებს ველოსიპედისტებზე. აი, მოხეტიალეები კი ყეფით მისდევენ მათ და ფეხზე კბენასაც კი ცდილობენ. ამ შემთხვევაში, შეჩერდით და თქვენდამი ინტერესს მაშინვე დაკარგავენ.

Photo credit: Depositphotos

ძაღლთან ერთად გასეირნება

საკუთარი ძაღლი ყოველთვის გარანტიას ვერ მოგცემთ, მასაც ეშინია ხოლმე. მაგალითად, თუ ქუჩის ძაღლი უფრო დიდი და ავია, ასე მარტივად ვერ დაუსხლტებით. ხშირად, ყველაფერი მშვიდობიანი ყნოსვით სრულდება. თუმცა, ისეც ხდება ხოლმე, რომ მიუსაფარი ცხოვრელი ძალიან აგრესიულადაა განწყობილი. ამ შემთხვევებისთვის მოიგონეს ულტრაბგერითი სასტვენები, რომლებიც ძაღლებს აფრთხოვს. თუ სასტვენის გამოყენება გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ, პირველ რიგში, საკუთარი ძაღლი უნდა მიაჩვიოთ მას, რომ არ შეაშინოთ მისი დაცვის დროს.

Photo credit: Depositphotos

თუ თქვენს ძაღლს სეირნობის დროს წვრთნით, ალბათ, სასუსნავიც გექნებათ თან წაღებული. ავი ძაღლი მშიერი ძაღლია. ამიტომ, გადააგდეთ სასუსნავი შორს – შეჭამს და დამშვიდდება.

Photo credit: Depositphotos
ბრძანება

ძაღლი გრძნობს შიშს. ამიტომ, თუ ქუჩის ძაღლი მოგიახლოვდათ და ღრენა დაიწყო, დამშვიდდით. ეცადეთ, მტკიცედ და თავდაჯერებულად უთხრათ “ფუ”, “წადი”. მნიშვნელოვანია, რომ თავი შეიკავოთ ყვირილისგან, უბრალოდ მტკიცედ უბრძანეთ. ნუ ჩახედავთ ძაღლს თვალებში, მისთვის ეს აგრესიის ნიშანია. არ მოუქნიო ხელები და არ გაიშვიროთ ხელები ცხოველისკენ. თუ ძაღლი თქვენს დაყნოსვას ცდილობს, მიეცით ამის ნება. დიდი ალბათობით, მალევე წავა. გთხოვთ, არ დაარტყათ მას. საპასუხო აგრესია სავალალო შედეგებამდე მიიყვანს არამხოლოდ ძაღლს, არამედ მოძალადესაც.

Photo credit: Depositphotos

ქუჩის ძაღლები ქალაქში იშვიათად ესხმიან ადამიანებს თავს, რადგან მათ შორის ბევრი კვებავს ცხოველებს. და მაინც, თუ ყეფა გესმით, მოერიდეთ ამ ადგილს. იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ ცხოველების უკეთ გაგებაში და მოგიხსნით პანიკურ შიშებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს