–“სიმშვიდეს ყველგან ვეძებდი და მას მხოლოდ ერთ ადგილას მივაღწიე – კუთხეში, წიგნთან ერთად.” – ესაა იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს სიტყვები. ცნობილი ფილოსოფი ხშირად ფიქრობს თანამედროვე სამყაროზე. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ახალი ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად, ადამიანები ყოველდღე სულ უფრო მეტად წყდებიან რეალობას. Paparazzi.ge-ის რედაქცია ამ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უყურებს უმბერტო ეკო ციფრულ თაობას.
ციფრული თაობა
ტელეფონში ხარისხიანი კამერის ქონა კარგია. თანამედროვე სმარტფონები უპრობლემოდ ანაცვლებს ფოტოაპარატს, სამოყვარულო გადაღებისთვის. გარდა ამისა, ტელეფონის თან ტარება უფრო მარტივია ჯიბითა და ჩანთით, დიდ ადგილსაც არ იკავებს. სადმე წასვლისას, შეიძლება უამრავი ფოტო გადაიღოთ სამახსოვროდ. არ აქვს მნიშვნელობა, სად აღმოჩნდებით – ფოტოკამერა მუდმივად ხელთ გაქვთ.
ამასთან, ინტერნეტის გაჩენასთან ერთად, ვირტუალურმა ურთიერთობებმაც იმატა. ადამიანები ერთმანეთს უცვლიან ვიდეოებს, ფოტოებს, აქვეყნებენ მათ თავიანთ სოციალურ გვერდებზე. ახლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მედია-საშუალებად იქცეს. უბრალოდ უნდა აღბეჭდოს რამე მოვლენა და ატვირთოს თავის გვერდზე.
–“ვიდეოს ან ფოტოების გადაღება, მხოლოდ იმიტომ, რომ ინტერნეტში გამოაქვეყნონ. სულ უფრო მეტი ადამიანი აღარ ფიქრობს სხვა რამეებზე, როცა გარკვეული მოვლენის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ამრიგად, ისინი ვერ იგებენ, რა ხდება რეალურად, მათივე თვალწინ.” – აღნიშნავს უმბერტო ეკო.
კონტაქტი რეალურ სამყაროსთან
უმბერტო ეკო ამბობს, რომ ადამიანებს მოსწონთ ყურადღების მიპყრობა საკუთარ თავზე. ფოტო უნდა გადაიღოს, რომ ყველამ ნახოს, როგორ იმოგზაურა პარიზში, გაიარა მასტერ-კლასი, დაესწრო ლექციას თუ სარბენად გავიდა. ამავდროულად, სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი ამ ყველაფერს საკუთარი განვითარებისთვის არ აკეთებს. ისინი გადაიღებენ რამდენიმე ფოტოს, რომლებზეც გამოჩნდება, რა “მაგრები” არიან. თითქოს ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, სამწუხაროა იმის გააზრება, რომ თანამედროვე სამყაროში ამდენი რამ მხოლოდ მორიგი ლაიქისთვის კეთდება.
ყველაფერზე ფოტოს გადაღებისა და გამოქვეყნების მუდმივი სურვილის გამო, ადამიანს უჭირს იმ მომენტით ტკბობა. მას ყურადღებას უფანტავს კამერა, ტელეფონი და აზრი იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამენ ამ ფოტოს სხვები. იგი, თითქოს, კონტაქტს კარგავს ნამდვილ სამყაროსთან. არა იმ გაგებით, რომ ადამიანი საერთოდ ვერაფერს ამჩნევს, უბრალოდ ხელიდან უშვებს “ახლა” და “აქ” მომენტს.
–“მე სხვადასხვა აუდიტორიას უკვე ვუამბე, როგორ შევწყვიტე ფოტოგადაღება 1960 წელს. ეს ფრანგული ტაძრების დათვალიერების დროს მოხდა, როცა მე გაგიჟებული ვუღებდი ყველაფერს ფოტოებს. სახლში დაბრუნების შემდეგ, ჩემ წინ აღმოჩნდა სავსებით ჩვეულებრივი ფოტოები, მე არც კი ვიცოდი, რა იყო მათზე გამოსახული. ფოტოაპარატი გადავაგდე და მას შემდეგ, მომდევნო მოგზაურობების დროს ნანახს მხოლოდ საკუთარ მეხსიერებაში ვინახავ. მატერიალური მეხსიერების სახით, ისიც, უმეტესად, სხვებისთვის, შესანიშნავ ბარათებს ვყიდულობდი.”
მექანიკური თვალის სინდრომი
უმბერტო ეკო ამ მოვლენას მექანიკული თვალის “მეხსიერების” სინდრომს უწოდებს. იგი ამბობს, რომ ეს ფენომენი, რაღაც მხრივ, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აგულგრილებს. აგრეთვე, მწერალი აღნიშნავს ასეთი განზრახვების ეგოისტურ საწყისებს.
-“სან ლეოში, ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გამართული სადღესასწაულო ღონისძიების დროს, მოვემზადე მონტეფელტროს პეიზაჟის ხელახლა სანახავად. თუმცა, ვიღაც სამი ახალგაზრდა დაუღალავად მჭრიდა თვალს თავიანთი ფოტოკამერების ფარნებით. მე იძულებული გავხდი, მათთვის ნორმალურად მოქცევისკენ მომეწოდებინა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ შემთხვევაში “დამბრმავებლები” არ იყვნენ პაპარაცი, არამედ, სავარაუდოდ, განათლებული ადამიანები იყვნენ, რომლებიც თავიანთი სურვილით ესწრებოდნენ გარკვეულ თემაზე ჩატარებულ ლექციას.”
ლექციებისადმი გულგრილ ადამიანებს სურდათ, თავად ეს მოვლენა აღებეჭდათ ფოტოებზე. დიდი ალბათობით, ინტერნეტში რომ გამოექვეყნებინათ. მათთვის სულ ერთი იყო, რაზე იყო საუბარი ლექციის დროს. ისინი მხოლოდ იმისთვის მოვიდნენ, რომ თავიანთი სმარტფონების მეხსიერებაში აღებეჭდათ ის, რასაც თავიანთი თვალებით ისედაც დაინახავდნენ.
იქნებ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივაქციოთ იტალიელი ფილოსოფოსის სიტყვებს. ჩვენ ხანდახან ვერ ვამჩნევთ, თუ როგორ გვართმევენ ინფორმაცია, ინტერნეტი და ტექნოლოგიები ნამდვილ ცხოვრებას. უნდა ისწავლოთ ამ წამის დაჭერა, მისით ტკბობა. მხოლოდ ასე შეძლებთ ნამდვილი ცხოვრების გატარებას. უპირობოდ, სამახსოვრო ფოტოს გადაღება და მისი გამოქვეყნება კარგია, თუმცა, ნუ გადააჭარბებთ, ყველაფერში დაიცავით ზომიერება, თავი რომ არ დაკარგოთ.