ტესტი, რომელიც აზროვნების ასაკობრივი აშლილობის ადრეულ ნიშნებს ავლენს

4417

იმისთვის, რომ საკუთარ საღ აზროვნებასა და მოქნილ საზრიანობაში დარწმუნდეთ, უნდა გაიაროთ დემენციის ტესტი. ალცჰაიმერის დაავადება მხოლოდ გვიან ასაკებში როდი ჩნდება. მისი სიმპტომები გაცილებით ადრე იჩენს თავს! შეამოწმეთ საკუთარი და ახლობლების გონება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად.

დემენციის ტესტი

რა არის ალცჰაიმერის დაავადება? ესაა დემენციის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც პირველად ალოის ალცჰაიმერმა აღწერა 1907 წელს. ჩვეულებრივ, ასეთი აშლილობა მხოლოდ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდება. თუმცა, ხანდახან, ძალიან იშვიათად, უფრო ახალგაზრდებშიც იჩენს თავს. სხვათა შორის, ამ დაავადებასთან მიმართებით, მეცნიერებს სამწუხარო პროგნოზები აქვთ: მათი გამოთვლებით, 2050 წლისთვის, ამ დაავადებით დაავადებულთა რიცხვი ოთხჯერ გაიზრდება.

Photo credit: Depositphotos

ამ მდგომარეობის არაპროგნოზირებადობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ძალიან ნელა ვითარდება. პირველად სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათ ცოტა თუ ამჩნევს. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ცოტა ხნის წინ მიღებული ინფორმაციის გახსენების უუნარობა. ასეთი წვრილმანები თანდათან გადაიზრდება სივრცეში ორიენტაციის დარღვევაში ან უმარტივესი ყოველდღიური მოქმედებების შესრულების უუნარობაში.

Photo credit: Depositphotos

რთულია დაჯერება, მაგრამ მეცნიერებამ დღემდე ვერ დაადგინა, თუ რატომ იჩენს ეს დაავადება თავს ზოგიერთ ადამიანში. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მოვლენათა მსგავსი განვითარებისგან თავის სრულყოფილად დაცვა შეუძლებელია, თუმცა, შეიძლება დაავადების განვითარების სიჩქარის საგრძნობლად შენელება. ამისთვის, რაღა თქმა უნდა, დროულად უნდა აღმოაჩინოთ, რომ ადამიანს რაღაც სჭირს.

Photo credit: Depositphotos

მაგალითად, შეგიძლიათ ამ ნახატზე აქლემის პოვნა? რა დრო დაგჭირდათ ამისთვის? თუ ცხოველი ვერ იპოვეთ ან ამისთვის ძალიან დიდი დრო დაგჭირდათ, კიდევ რამდენიმე ტესტის გავლას გირჩევდით. აგრეთვე, სასურველია, იპოვოთ ლოგიკური ამოცანების ნაკრები და გაავარჯიშოთ გონება.

Photo credit: Depositphotos

სხვა პროფილაქტიკური მეთოდები

სპეციალისტებს არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ ამ რეკომენდაციების ზუსტი დაცვა დიდხანს შეაჩერებს სერიოზული სიმპტომების გამოვლინებას, თუმცა, თქვენი ცხოვრების ხარისხი, ამ რჩევების დაცვის შემთხვევაში, ნამდვილად გაუმჯობესდება!

Photo credit: Depositphotos

1. გააზრებული კვება

ნუ გადაეშვებით უკიდურესობაში და ნუ მიაწყდებით ერთი დიეტიდან მეორეს. თუმცა, თუ გინდათ, რომ ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, ჰიპოთეტიკური ალცჰაიმერი კი კიდევ დიდხანს არ მოგადგეთ კარზე, გირჩევთ, დაფიქრდეთ იმაზე, თუ რას და როგორ მიირთმევთ. ყველაზე ხშირად, მთავარ პრობლემას არა ჩვენი ნებისყოფის სისუსტე, არამედ გაუაზრებელი წახემსებები წარმოადგენს.

Photo credit: Depositphotos

მოხმარებულ პროდუქტებზე დაფიქრება და თუნდაც მცირე ცოდნის შეძენა დაგეხმარებათ რაციონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში. რაღა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ვიტამინებიც: მაგალითად, B12, B3 და C მნიშვნელოვნად ანელებს დაავადების განვითარებას, აგრეთვე, აუმჯობესებს თქვენს კოგნიტურ შესაძლებლობებს.

2. პროფილაქტიკური გამოკვლევები

ექიმთან წასვლაზე მუდმივად უარს ვამბობთ. ეს ჩვეულებრივი რამაა ყველასთვის, თუმცა, ნუ გადააჭარბებთ ნორმას. წელიწადში ერთხელ მაინც გაიარეთ სრულყოფილი შემოწმება. ეს მხოლოდ სტომატოლოგტან ვიზიტს არ ეხება, თუმცა, არც მის შესახებ უნდა დაგავიწყდეთ.

Photo credit: Depositphotos

3. გონების ვარჯიში

სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ჩვენ გაცილებით ნაკლებს ვკითხულობთ, ერთფეროვანი სამსახური კი ნაკლებად უზრუნველყოფს გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებას. დაისახეთ მიზნა, წაიკითხოთ გარკვეული რაოდენობის წიგნი გარკვეულ დროში. ეს უნდა იყოს რეალისტური მიზანი, ხოლო წიგნი, პრაქტიკულად, ნებისმიერი შეიძლება.

Photo credit: Depositphotos

სულაც არაა აუცილებელი, მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა იკითხოთ. ბევრს იგი აღარ მოსწონს გარკვეული ასაკის შემდეგ, ამიტომ კითხვას თავს ანებებენ ხოლმე. არა, შეგიძლიატ, სამეცნიერო-ცნობილ ალტერნეტივებზე გადაერთოთ! არ დაგავიწყდეტ უცხო ენების სწავლაც. მსგავსი ქმედებები შესანიშნავად ავარჯიშებს გონებასა და მეხსიერებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს