რისი გაკეთება არ შეიძლება ჭამის შემდეგ, ჯანმრთელობას რომ არ ავნოთ

823
Food photo created by senivpetro - www.freepik.com

თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიცდიათ კვების რეჟიმის მოწესრიგება, ალბათ, ბევრი კითხვა გაგიჩნდებოდათ. მაგალითად, შეიძლება თუ არა ჭამის შემდეგ წყლის დალევა (ამაზე მუდმივად კამათობენ) ან რამდენი საათით ადრე შეიძლება ძილამდე ჭამა? ასე თუ ისე, დროთა განმავლობაში, ყველა გამოიმუშავებს კვებით ჩვევებს. თუმცა, ხანდახან, ისინი ჩვენს ორგანიზმზე უარყოფითად ისახება.

ამ სტატიაში, Paparazzi.ge-ის რედაქცია ეცდება იმის გარკვევას, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება და შეიძლება ჭამის შემდეგ. იმედია, ჩვენი მინიშნებები დაგეხმარებათ მუცელში უსიამოვნო შეგრძნების აცილებაში, საკვების მიღების შემდეგ.

შეიძლება თუ არა ჭამის შემდეგ წყლის დალევა?

ადამიანის საკვებისმომნელებელი სისტემა ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი გამღიზიანებლისადმი. თუ რაღაც ახალ მოქმედებას მიჩვეული არაა, შესაძლოა, შეფერხდეს. თითოეულ ადამიანში ეს შეფერხება სხვადასხვანაირად გამოიყურება. ეს რომ არ მოხდეს, საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა. გთავაზობთ სიას იმ ქმედებებისა, რომელთა შესრულება ჭამის შემდეგ არ შეიძლება.

თუ ცხოვრების აქტიურ წესს მისდევთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭამის დასრულებისთანავე შეიძლება სადმე გაქცევა. უმჯობესია, 15-20 წუთით მშვიდად იჯდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაეშუროთ სასეირნოდ. ეს არამხოლოდ კალორიებს დაწვავს, არამედ შესაძლებლობას მოგცემთ, დატკბეთ სუფთა ჰაერით და გამოფხიზლდეთ.

ბევრი ფიქრობს, რომ ხილი იდეალური დესერტია, რაც შეცდომაა, რამდენადაც ამ პროდუქტის მირთმევა საკვების მიღების შემდეგ არ შეიძლება. იდეალში, ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ შეიძლება ხილის ჭამა.

ნუ მიირთმევთ ჩაის ჭამის დასრულებისთანავე. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩაის სმას ჭამის შემდეგ. თუ შავი ჩაის მირთმევა გიყვართ, დაიცადეთ 40 წუთით ან 1 საათით. რატომ უნდა შექმნათ დამატებითი მოცულობა კუჭში?

მართალია, არსებობს გამონაკლისებიც. თუ საკმაოდ ცხიმიანი საკვები (მაგ. ხორცი) მიირთვით, საკვების მიღების შემდეგ რეკომენდებულია ფინჯანი მწვანე ან ბალახის ჩაის მირთმევა. ეს, პირიქით, გააუმჯობესებს საკვების მონელებას.

საკვების ძირითადი მიღების შემდეგ წამოწოლის სურვილი არც ისეთი კარგი აზრია. ეს დამღუპველი ჩვევა კარგს არაფერს მოგიტანთ. განსაკუთრებით, თუ მიჩვეული ხართ ღამით ჭამას და დაძინებას. იდეალში, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე მაინც არ უნდა ჭამოთ. გარდა ამისა, უარი თქვით ჭამის შემდეგ ცხელ წყალში ნებივრობაზეც.

თუ შხაპის მიღება გსურთ, ჭამიდან 1-1.5 საათი მაინც უნდა გავიდეს. იგივე ეხება მათაც, ვისაც სადილის ან ვახშმის შემდეგ ჩათვლემა მოსწონს.

სხვათა შორის, იმაზე, თუ როგორ იმუშავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი საკვების მიღების შემდეგ, გავლენას ახდენს ტანსაცმელიც, რომელიც გვაცვია. ეცადეთ, მოერიდოთ ზედმეტად მოჭერილ ნივთებსა და აქსესუარებს, მაგალითად, მჭიდრო ქამარს წელზე ან მუცელზე.

როდის უნდა დალიოთ წყალი?

ყველამ იცის, რომ წყალი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამავდროულად, დღიური სასმელი ნორმა ინდივიდუალურად გამოითვლება, სხეულის მასის მიხედვით. უმჯობესია, 1 ჭიქა თბილი წყალი ჭამამდე 10-15 წუთით ადრე მიირთვათ.

მაშ, როდის დავლიოთ წყალი ჭამის შემდეგ? სპეციალისტები 20-25 წუთით მოთმენას გვირჩევენ. ამავდროულად, უკეთესია თბილი წყალი.

იცოდით ამ მარტივი რეკომენდაციების შესახებ? იცავთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და შთაბეჭდილებები.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს