დიდი კამათი დედასთან, რომელიც მეზობლებთან შვილებზე წუწუნებს

205
Photo credit: freepik

მშობლებთან ყოველთვის ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, როგორიც გვსურს. როგორც არ უნდა ვცადოთ კონტაქტის დამყარება, ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოსდა ჩვენ წინ ქვის კედელია. ზოგჯერ ნათესავები ისეთები არ არიან, როგორსაც მთელი წლები თავს გვაჩვენებდნენ. როგორ გავუგოთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის უცხო აღმოჩნდა?

მსგავსი რამ გადახდა ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირს. მთელი ცხოვრება დედას უსიტყვოდ ეხმარებოდა, მხარს უჭერდა. თუმცა მადლობის ნაცვლად ზურგს უკან ლანძღვა მიიღო. შეძლებს კი ქალიშვილი დედის პატიებას?

როგორ გავუგოთ ადამიანს

„პატარა სოფელში დავიბადე და გავიზარდე. როცა პატარა ვიყავი, დედა სოფლის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მამა კი მშენებლად. ზოგჯერ გვიჭირდა, ამიტომ დედამ სახლის საქმეებში დახმარება ადრეული ასაკიდან მასწავლა. მალე პატარა და გამიჩნდა და საზრუნავი მოგვემატა.

მაშა ბაღში ძალიან ადრე გააგზავნეს. მე მხოლოდ 12 წელი შემისრულდა, მაგრამ უკვე მაშინ ბევრი პასუხისმგებლობა თავს დამატყდა. ყოველდღე პატარა და ბაღიდან მომყავდა, ვაჭმევდი, ამავდროულად სახლს ვალაგებდი.

Photo credit: freepik

დედა დამატებით მუშაობდა და ყოველთვის საღამოს მოდიოდა. მამა ზოგჯერ სახლში საერთოდ არ ბრუნდებოდა. მშობლები სულ მეუბნებოდნენ, რომ ახალგაზრდა ვიყავი, მეტი ძალა და დრო მქონდა. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ასაკი მემატებოდა, მით უფრო მეტ საქმეს მავალებდნენ. ჩუმად ვეთანხმებოდი და ყველა დაკისრებულ საქმეს ვასრულებდი. ახლა ვხვდები, რომ უბრალოდ რაღაცის არასწორად გაკეთების მეშინოდა, რადგან დედა ხშირად მიბრაზდებოდა.

ასე ჩაიარა მთელმა ბავშვობამ და მოზარდობამ. რაღაც მომენტში უბრალოდ შევეგუე. ველოდი, როდის გავიზრდებოდი და ცხოვრების მოწყობას შევძლებდი. ალბათ, ასე ადრე ამიტომაც გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში ვალერი, ჩემი მომავალი ქმარი გამოჩნდა.

Photo credit: freepik

ის ჩემთვის ნამდვილი საყრდენი და ხსნა გახდა. ქორწილის შემდეგ ერთად ცხოვრება დავიწყეთ, მაგრამ მშობლები არასდროს მავიწყდებოდა. სამსახური და საკუთარი სახლის საქმეები უკვე მქონდა, მაგრამ ყოველ შაბათ–კვირას მშობლების სახლში ვატარებდი. რაღაც მომენტში, დედამ გაიგო, რომ მამა ღალატობდა და გააგდო. ვგრძნობდი, რომ დედა ჩემს გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებოდა.

ახალი, ძველი ცხოვრება

სამსახურში ძალიან ვიღლებოდი, მაგრამ მეორე სუნთქვა ყოველთვის მეხსნებოდა და მშობლიურ სოფელში წავედით. ეზოში რემონტი გავაკეთეთ, ბოსტანს და ჩვენს ცხოველებს ვუვლიდით. მაშინაც კი, როცა პირველი შვილი შემეძინა, ყველაფერი ძველებურად დარჩა. დედა თვლიდა, რომ ასე იყო საჭირო, მე კი მისგან არაფერს ვითხოვდი.

ვხედავდი, რომ დასაც უჭირდა. მხოლოდ 2 დღით მივდიოდი, ის კი იქ ცხოვრობდა და ფაქტიურად დედის ძიძა იყო. მამის ღალატმა დედაზე დიდი გავლენა მოახდინა: უფრო გაღიზიანებული და მომთხოვნი გახდა. მაშა ჯერ 20 წლისაც არ იყო, როდესაც გათხოვდა და დედისგან წავიდა. დედა პენსიაზე გავიდა და მარტო დარჩა.

Photo credit: freepik

მაშინაც კი, მისი დახმარება არ შეგვიწყვეტია. ქმარი ყოველთვის მეხმარებოდა და ჩემთან ერთად სოფელში მოდიოდა. დროთა განმავლობაში დედამ უფრო მეტის მოთხოვნა დაიწყო. სახლის დალაგებაც არ სურდა, სანამ არ მივიდოდი და არ დავეხმარებოდი. შეეძლო ნებისმიერ წუთს დაერეკა და ეთქვა, რომ ვჭირდებოდი.

პრობლემა

ერთხელ გაფრთხილების გარეშე ჩავედი და დედა სახლში ვერ ვიპოვე. ამან გამაკვირვა, რადგან სადმე გასვლა არ უყვარდა. მეზობელთან მივედი იმის გასაგებად, რამე ხომ არ მოხდა. ნინას პასუხმა შოკში ჩამაგდო. მითხრა, რომ დედა მასთან ხშირად დადის, რომ ჩემზე იწუწუნოს. თითქოსდა, მხოლოდ პროდუქტების ასაღებად მივდივარ და არასდროს ვეხმარები.

თავი ასე დაცლილად ჯერ არასდროს მიგვრძნია. რა თქმა უნდა, ნინა ხვდებოდა, რომ ეს ტყუილი იყო. ის ხომ ხედავდა, ქმართან ერთად ბოსტანში როგორ ვმუშაობდი. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა ჩემთვის თვალი აეხილა. ამით შვება ვერ ვიგრძენი. როგორ შეიძლება გაუგო ადამიანს, რომელიც მთელი ეს წლები თვალთმაქცობდა?

Photo credit: Depositphotos

დედას საზაფხულო სამზარეულოში ველოდი. ჩემი მოულოდნელი ჩამოსვლა ძალიან გაუკვირდა. „დედა, ეს სიმართლეა? ყველაფერი, რაც რაც ჩვენს მეზობლებს მოუყევი?“ – აკანკალებული ხმით ვკითხე. „ასე არაა?! მოდიხარ, ტომრობით კარტოფილი მიგაქვ და მტოვებ. და ასე ყოველთვის!“ – მოვისმინე პასუხად.

ამ მომენტში გავიფიქრე, რომ დედა დალაგებული არ იყო. ის ქაოტურად იქცეოდა, თითქოსდა თავად ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა. მისი სიტყვების შემდეგ ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი. ქმარმა მითხრა, რომ იქ აღარასდროს წავა. მას მხარი დავუჭირე.

Photo credit: freepik

რამდენიმე წლის შემდეგ ტელეფონმა დარეკა. დედის მეზობელი ნინა რეკავდა: „დედა უნდა წაიყვანონ, მგონი რაღაც აშლილობა აქვს. დროსა და სივრცეში ვერ ორიენტირებს, უცნაურად იქცევა“. დამ კატეგორიულად უარი თქვა და მისი გაგება შემიძლია. ის ქმართან ერთად ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა და კიდევ ერთი ადამიანისთვის ადგილი არ ჰქონდათ.

მოგვიანებით დიაგნოზი დაუსვეს – ალცჰაიმერის დაავადება. სხვა გზა არ მქონდა, დედა სახლში უნდა წამეყვანა. როგორც ჩანს, ეს ჩემი, როგორც უფროსი ქალიშვილის ბედია“.

რედაქციისგან

ეს ისტორია თვალსაჩინო მაგალითია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატიება. ზოგჯერ გვგონია, რომ ადამიანს ვერ გავუგებთ, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ძალა და წყენა გავუშვათ. ასე წარმოუდგენელ შვებას იგრძნობთ.

შესაძლოა, მსგავს პრობლემასთან შეჯახება მოგიწიათ. გვიამბეთ კომენტარებში, რა რჩევას მისცემდით ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს