რატომ არ უნდა აიძულოთ ბავშვი, ათხოვოს ვინმეს სათამაშო.

353

მიყვარს საკუთარი თავი, თუმცა, უცნაური ვარ. ყველას ყველაფერს მივცემ, ჩემთვის კი არაფერს დავიტოვებ – აი, რა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას. მგონი, ცოტა პირიქით უნდა იყოს. თუმცა, ისე მოხდა, რომ მსგავსი დეფორმაცია ჯერ კიდევ ბავშვობაში ხდება. მშობლები, ჩვენ თვითონ, ზოგადად, საზოგადოება ახდენს ამაზე გავლენას. სიყვარული და სიღარიბე – ასე ეწოდება ამ მოვლენას.

Photo credit: Getty Images

ამას მარტივი მაგალითით დაგიმტკიცებთ. წარმოიდგინეთ, რომ საბავშვო მოედანზე ხართ და აკვირდებით სრულიად ჩვეულებრივ სურათს: ბავშვები თამაშობენ ქვიშის მოედანზე, თითოეულ მათგანს თავისი სათამაშო აქვს, თუმცა, რომელიღაც გოგონას მკვეთრი ფერის, ახალი, ყურადღების მიმზიდველი რაღაც აქვს. აი, ბავშვებიდან ერთ-ერთი მიდის მასთან და ეუბნება “მათხოვე, ვითამაშებ!”

სიყვარული და სიღარიბე

ბავშვს ეს სათამაშო აჩუქა მამამ, რომელიც ხანმოკლე მივლინებიდან დაბრუნდა, მისთვის ეს ძვირფასი ნივთია. მას ოქროს საათის ან ძვირადღირებული ტელეფონის ფასი აქვს. არ აქვს არამხოლოდ სურვილი, არამედ მიზეზი იმისა, რომ ვინმეს ეს ძვირფასი ნივთი გაუზიაროს. ამ ბიჭს მოშორდება – ესაა ნორმალური, ბუნებრივი რეაქცია. თითქოს, ყველაფერი გასაგებია, თავად გაარკვევენ.

Photo credit: Pixabay

ახლა კი გოგონას დედა ერთვება კამათში. ადამიანურად, იმიტომ, რომ თვითონაც იმავეს ასწავლიდნენ, ქალიშვილს ეუბნება, რომ უნდა მოიქცეს კარგად და ათხოვოს, ასე იგი ყველას ეყვარება. ეს იმიტომ, რომ ძუნწი არ იქნება. ასე გამოიყურება მთელი პროგრამა. ზრდასრული დედა ვერ იაზრებს ამ სათამაშოს მნიშვნელობას, არ ფიქრობს, რომ იგი ძვირფასია ქალიშვილისთვის. და, ცუდი არაფერი იქნება იმაში, თუ მას სხვა ბავშვი გამოიყენებს.

იქნებ, ცოტათი გახსოვთ საკუთარი ბავშვობა? გახსოვთ ემოციები, როცა გარეთ ახალი, მაგარი სათამაშოთი გადიოდით, სხვას მსგავსი რომ არ ჰქონდა? დიახ, ეს თვითგანმტკიცებაა, რამდენადაც შემდეგ ცხოვრებაში, სოციალურ იერარქიაში ახალი ადგილი უნდა დაიკავოთ, ამას კი სწორედ ასეთი “ფასეულობების” დახმარებით აკეთებთ.

აი, ვიღაც სხვას კი სურს, ჰქონდეს ასეთივე ძვირფასი ნივთი, თითქოს ნორმალური სურვილია. თქვენთვის ავტორიტეტული ადამიანი კი აცხადებს, რომ იგი სხვას უნდა ათხოვოთ. ასე კარგი ბავშვი იქნებით, ასე ვიღაცას ეყვარებით. ზრდასრულ ცხოვრებაშიც დაუთმობთ საკუთარ ადგილს სოციალურ კიბეზე, იმიტომ, რომ ასე გასწავლეს. მე ქვემოთ დავრჩები, ოღონდაც ვუყვარდე.

Photo credit: Pixabay

სიყვარული და სიღარიბე

გავიდა 30 წელი, ის გოგონა ქვიშის მოედნიდან, რომელიც სხვებს სათამაშოს თხოვნიდა, გაიზარდა. პროგრამა ასე მიმდინარეობს – იმით ტკბობის ნაცვლად, რაც მისთვის ძვირფასია, იგი ამ ყველაფერს სხვას აძლევს. იმიტომ, რომ მხოლოდ ასე შეძლებს ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებას. ეს სტერეოტიპი გონებაში ჯერ კიდევ იქ, ქვიშის მოედანზე გაჩნდა და ზრდასრული ცხოვრებისკენ მიიმართა.

იგი თავს წირავს: ზრდის ბავშვებს, ეხმარება მშობლებს, ქმარსაც კი არჩენს ხოლმე, რადგან მან სამსახური დაკარგა, ახლა კი დივანზე წევს. თითქოს, ეს სწორედ ის ბიჭია, სათამაშო რომ ათხოვეს. გოგონა ხომ ამ ყველაფერს, თითქოს, ვერ ამჩნევს. საკუთარი თავისთვის? რას ამბობთ? ყველაფერი თქვენთვის, ჩემი ახლობლებისთვის, ასე კარგი გოგო ვიქნები და თქვენც შემიყვარებთ. სიღარიბე? სამაგიეროდ, ყველა ცოცხალი და ჯანმრთელია.

Photo credit: Getty Images

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გთხოვთ ახალი აიფონის ან ქურთუკის თხოვებას. თქვენ ჩანთა შეიძინეთ, დაქალი კი 3 კვირით თხოულობს მას. არა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მისცეთ, თუმცა, ასეთი თხოვნა თქვენ არ გეუცნაურებათ? რაღაც გვკარნახობს, რომ დაქალს თავაზიანად ვეტყვით უარს. ან არათავაზიანად. ჩანთა ხომ ჯერ თავადაც არ გკეთებიათ ბევრჯერ.

მშობლები ბავშვობაში ის ადამიანები არიან, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს მთელ ცხოვრებაზე, მეტად ან ნაკლებად. ათჯერ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი თქვენს სიტყვებს და როგორ შეძლებს შემდეგ ასე ცხოვრებას. სცენარი გათვალეთ წინასწარ, მოგვიანებით საკუთარი თავი რომ არ ამოიცნოთ მსგავს სიტუაციებში.

რედაქციისგან

Photo credit: Pixabay

ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ბავშვს უნდა აუკრძალოთ სათამაშოს სხვისთვის თხოვება. აქ მხოლოდ “სიღარიბეზე დაპროგრამების” ერთი მაგალითია მოყვანილი. თქვენ ვერაფერს დააგროვებთ, ვერ გაიხარებთ შედეგით, ვერ დააფასებთ ღირსეულად – თქვენვე გჭირდებათ, რომ ყველაფერი სხვას მისცეთ, ფიქრობთ, რომ მხოლოდ ასე ეყვარებით. გვითხარით, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ როგორი “პროგრამები” იცით?

სიყვარული და სიღარიბე, როგორც აღმოჩნდა, სავსებით თავსებადი ცნებებია. თუმცა, მაინც, ხანდახან უთხარით ხოლმე საკუთარ თავს, რომ უკეთესს იმსახურებთ. ჰარმონიული და სრულყოფილი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯი მაშინ გადაიდგმება, როცა იმ სათამაშოს საკუთარ თავს ათხოვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს