ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს დღე… აუტანელი ბუსუსები ტანსაცმელს მთელ გარდერობში მოედო. ადრე მსგავსი პრობლემა არ მქონია. იქნებ, ადრე ქსოვილები უკეთესი ხარისხის იყო? ასეა თუ ისე, ამ უმსგავსობასთან შეგუებას არ ვაპირებ. ამიტომ, დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე ეფექტურ ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ საყვარელი ტანსაცმლის განახლებაში ან მათთვის მეორე სიცოცხლის მინიჭებაში.
ბუსუსები ტანსაცმელზე
ვაღიარებ, ყოველთვის მეგონა, რომ ტანსაცმელზე გაჩენილი ბუსუსები უხარისხო ქსოვილის პრობლემაა. ჩვეულებრივ, მის შემადგენლობაში სხვადასხვა სახის სინთეტიკას (მაგ. პოლიესტერს) ამატებენ. თუმცა, ჩემმა ნაცნობმა მკერავმა მითხრა, რომ ასე არ ხდება. ოდესღაც, როცა იგი ატელიეში მუშაობდა, ხშირად მიჰქონდათ ძვირადღირებული, მდიდრული პალტოები. იგივე პრობლემა – ბუსუსები.
პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ბუსუსები უფრო ვერაგი რამაა, ვიდრე გვეჩვენება. ხანდახან, აზრადაც კი არ მოგვდის, რომ ტანსაცმელი შეიძლება დავაზიანოთ. მაგალითად, ავიღოთ ზედა ტანსაცმელი. მახსოვს, დიდხანს ვიკიდებდი ჩანთას მხარზე. მუდმივი ხახუნის გამო, ჩემს სვიტრზე ქსოვილის მიკრობოჭკოვანი ბუსუსები გაჩნდა. არადა, ქსოვილი კარგი ხარისხის იყო.
სხვათა შორის, ბუსუსები არამხოლოდ დაბალი ხარისხის ან ხახუნის გამო ჩნდება. დიდ როლს ასრულებს რეცხვისა და შრობის სწორედ შერჩეული რეჟიმიც. ამიტომ, ნუ უგულებელყოფთ იარლიყზე მითითებულ წესებს. ის ხომ ტანსაცმელზე ტყუილად არ დაუკერებიათ!
როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები
მოკლედ, როგორც გესმით, ამ პრობლემისგან არავინაა დაზღბეული. მაშინაც კი, თუ მსგავს უსიამოვნებას აქამდე არ შეხვედრიხართ, 2-3 ხრიკი არ გაწყენდათ.
მაშ ასე, დავიწყებ ყველაზე მარტივი და იაფი მეთოდით. ამისთვის მხოლოდ სამართებელი დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ იგი სუფთა და არც ისეთი ბლაგვი იყოს. უბრალოდ, ოდნავ დაჭიმეთ ნაკეთობა და გადაუსვით სამართებელი ქსოვილს ზემოდან ქვემოთ. წარმოიდგინეთ, თითქოს სვიტრს პარსავთ.
სამართებლის გარდა, მისი პირის გამოყენებაც შეიძლება. თუმცა, ეს არც ისეთი უსაფრთხო მეთოდია, როგორიც წინა. მე, მაგალითად, ჩემი მოუხერხებლობა რომ ვიცი, არ გავრისკავ ასეთი ბასრი საგნის გამოყენებას. ამიტომაც ვირჩევ სამართებელს.
ქიმწმენდის თანამშრომლები სპეციალურ საფხეკს იყენებენ ამ მიზნით. ამ ნივთის შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით ან სპეციალიზებულ მაღაზიებში. მოწყობილობა უმკლავდება გრძელბეწვიან ქსოვილებსაც. როგორც წესი, საფხეკით აახლებენ ხალიჩებს, საბნებს, ნაქსოვ ნაკეთობებს.
საფხეკით ნივთის გაფუჭების რისკი ნულამდე დადის. თანაც, იგი არც ისე ძვირი ღირს. გარდა ამისა, ასეტი მოწყობილობა წლების განმავლობაში მოგემსახურებათ. გასაკვირი არაამ რომ საფხეკი არ კარგავს თავის პოზიციებს ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ უფრო თანამედროვე ვარიანტები გაჩნდა. მათზე ახლა ვისაუბრებთ.
სასწაულმოქმედი მანქანა ბუსუსების მოსაშორებლად – ეს ჯადოსნური ჯოხია მათთვის, ვისაც მუდმივად აწუხებს მსგავი პრობლემა. მას შესანიშნავად იყენებს ნებისმიერი დიასახლისი. მოწყობილობა მუშაობს დენზე ან ელემენტებზე. არსებობს სხვადასხვა ზომისა და სიმძლავრის მოდელები. ყველაფერი თქვენს მოთხოვნილებებზეა დამოკიდებული.
სხვათა შორის, იმ მკერავმა მითხრა, რომ სახლში მასაც ასეთი მანქანა აქვს. თუმცა, არა ბუსუსების მოსაშორებლად, არამედ საჭრელად. იგი თავისუფლად უმკლავდება თავის დავალებას და საერთოდ არ აფუჭებს ქსოვილს. ძალიან მოსახერხებელია!
სხვა მეთოდები
ანგორას ან თივთიკის სვიტრებსაც სჭირდება მოვლა. ბასრი სამართებელი კი მათთვი არ გამოდგება, ამიტომ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი, რბილი სახეხით. “დავარცხნეთ” ნაკეთობა მსუბუქი მოძრაობებით, ბოჭკოების გასწვრივ. ასე არაფერს გააფუჭებთ. პროცედურის შემდეგ, გაავლეთ და გააშრეთ იგი.
თუ ცოტა მეტი თავისუფალი დრო და ენთუზიაზმი გაქვთ, შეიარაღდით საკანცელარიო სკოტჩით. მართალია, იგი მხოლოდ ახლა გაჩენილ ბუსუსებს გაუმკლავდება. აგრეთვე, შეიძლება წებოვანი გორგოლაჭის გამოყენებაც.
თქვენ როგორ უმკლავდებით პრობლემას?