თურქი გამყიდველების მეთოდი ბაზარზე ყველა ტკბილი მანდარინის აღმოსაჩენად

1301
photo credit: GettyImages

რა შეიძლება იყოს მანდარინის სუნზე უფრო მშვენიერი წინასაახალწლოდ? გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, ვისაც ამ სეზონური ხილის არომატი არ მოსწონს. ის არა მხოლოდ გემოთი და სასარგებლო თვისებებით გვახარებს, არამედ განსაკუთრებულ სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის.

photo credit: GettyImages

მთავარია, ყველაზე მწიფე და ტკბილი ნაყოფი მოიმარაგოთ. დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას, როგორ შეარჩიოთ მანდარინი ბაზრობაზე ან სუპერმარკეტში. სტატიის ბოლოს კი გაიგეთ, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ მჟავე ციტრუსით.

მანდარინის სუნი

მანდარინის სიტკბოს ხარისხი მის სახეობაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ბაზრობაზე ან სუპერმარკეტში ადგილობრივი ან თურქეთიდან შემოტანილი მანდარინი იყიდება. მაგალითად, თურქული მანდარინი საკმაოდ მშრალია. ამის წყალობით რბილობს ქერქს ადვილად მოაშორებთ.

photo credit: GettyImages

ადგილობრივი მანდარინი ტკბილ–მჟავე გემოთი და წარმოუდგენელი არომატით გამოირჩევა. ის ძალიან წვნიანია, ხოლო შიგნით ნაყოფს კურკები თითქმის არ აქვს. თურქულ მანდარინებს საკმაოდ სქელი ქერქი და ბევრი კურკა აქვს.

photo credit: GettyImages

თუ მანდარინის დიდი მოყვარული ხართ, ყველაზე ტკბილი სახეობების სია უნდა გქონდეთ. დახლებზე ეძებეთ პიქსი, ენკორი, სატსუმო, დენსი, თაფლიანი და ფილიპინური ნაყოფი.

მწიფე მანდარინი

ცხადია, რომ რაც უფრო მწიფეა ნაყოფი, მით უფრო ტკბილია. თუმცა მწიფე მანდარინის შერჩევას ყოველთვის ვერ ვახერხებთ, ზოგჯერ მათ ყინავენ, შემდეგ ალღობენ და ისინი კვლავ რბილდებიან. ამის გამო გვეჩვენება, რომ ხილი მწიფე და მოსახმარებლად მზადაა.

photo credit: GettyImages

მწიფე მანდარინი სწრაფად და მარტივად იფრცქვნება. როგორც წესი, მას კაშკაშა და ერთი ფერი აქვს. მართალია, ზოგიერთი სახეობა შეიძლება მომწვანო იყოს, მაგრამ ტკბილი.

როგორ შევარჩიოთ მწიფე ნაყოფი? ქერქს ოდნავ დააჭირეთ. თუ ქერქიდან წვენი ისხმება, მანდარინი არა მხოლოდ მწიფე, არამედ ახალია. გარდა ამისა, მრგვალი ნაყოფი შეარჩიეთ და ყურადღება მის წონას მიაქციეთ. ერთნაირი ზომის მანდარინებს შეიძლება სხვადასხვა წონა ჰქონდეთ. რაც უფრო მძიმეა, მით უფრო ტკბილი და წვნიანია.

photo credit: GettyImages

მნიშვნელოვანია ფორმაც. ტკბილი სახეობის დიდი ნაწილი უჩვეულოდ მოგრძო გვირგვინით გამოირჩევა. მჟავე ნაყოფი, პირიქით, ზომაში პატარა და უფრო გაბრტყელებულია. მკრთალ, გაცვეთილ მანდარინს გვერდი აუარეთ, რადგან დიდი ალბათობით მჟავეა. უფრო ღია და გაჟერებული ციტრუსი შეარჩიეთ.

რა გავაკეთოთ მჟავე მანდარინით

თუ ძალიან მჟავე მანდარინი შეგხვდათ, გადაყრა არ იჩქაროთ. მისგან ბევრი საინტერესო კერძი და დანამატი შეგიძლიათ მოამზადოთ. მაგალითად, მჟავე მანდარინის წვენი შეგიძლიათ ძმრის ნაცვლად გამოიყენოთ და სალათებს მოასხათ.

photo credit: GettyImages

ასეთი მანდარინი არომატული, ნატურალური ჯემის მოსამზადებლად გამოგადგებათ. მომზადებას დამწყები მზარეულიც შეძლებს. ნაყოფს ქერქი მოაშორეთ და ნაჭრებად დააცალკევეთ. ცოტა ხნით მდუღარე წყალი დაასხით, შემდეგ ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში დააქუცმაცეთ. 1:1 პროპორციით შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.

ხარშვის დრო განსხვავებულია. საჭირო კონსისტენციის მიღებაზე ორიენტირდით და დაელოდეთ, სანამ ნარევი გამჭვირვალე გახდება. შემდეგ ჯემი მინის ქილებში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

photo credit: GettyImages

ასევე შეგიძლიათ მანდარინი დესერტების მოსამზადებლად გამოიყენოთ. როგორც არ უნდა იყოს, ახალ მანდარინს არაფერი სჯობს. ახალი წელი გვიახლოვდება, ამიტომ ციტრუსი დროულად მოიმარაგეთ. დაე, მანდარინის სუნმა განწყობა აგიმაღლოთ და სადღესასწაულო განწყობა გაჩუქოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს