“ის ვინც ადმიანებს ეხმარება, დროს ფუჭად კარგავს, კეთილი საქმეებით სახელს ვერ მოიხვეჭ”- ეს ფრაზა ნაკლებ ცნობილი მულტფილმიდან არის და მისი გაგონება ბევრ ადამიანს ღიმილს გვრიდა და რა თქმა უნდა არც ეთანხმებოდა. თუმცა სამწუხაროდ მასში სიმართლის დიდი მარცვალია რაც სევდის მომგვრელი გახლავთ.
მადლიერება მხარდაჭერისთვის
ერთხელ, სახლისკენ მიმავალ გზაზე ქალბატონს გამოვესარჩლე რომელსაც მთვრალი მამაკაცი ცემდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ძალიან აგრესიული იყო ქალბატონმა მხარი მაინც მას დაუჭირა და მომიშორა ფრაზით: “ვინ ხარ, რომ ჩვენი ოჯახის საქმეებში ერევი?” და ამგვარი ისტორიები ბევრია:
“სხვადასხვა ნივთებს ვყიდი, რომლებსაც უკვე აღარ ვიყენებ, მათ შორის ბავშვის მატრასს. მისი გასაყიდი ფასი დაახლოებით 10 ლარია. მომწერა ქალბატონმა რომლის თქმითაც მის ბავშვს ლეიბი არ აქვს და მე სხვის ხარჯზე ვცდილობ გამდიდრებას. შევედი მის მდგომარეობაში და ლეიბი ვაჩუქე. ერთი კვირის შემდეგ ვნახე განცხადება სადაც ეს ადამიანი ჩემს ნაჩუქარ ლეიბს ყიდდა, თმცა ამჯერად 30 ლარად…”
“მინდოდა ავტობუსში ადგილი მოხუცი ქალბატონისთვის დამეთმა თუმცა მან კატეგორიული უარი მითხრა. რამდენიმე წუთში ავარია მოხდა და ქალბატონი წაიქცა, საწირო გახდა სასწრაფოს გამოძახება, რადგან მარტო იყო სასწრაფოს გავყევი. როდესაც სასწრაფოს ექიმებმა კითხეს რა მოუვიდა – მან უპასუხა, რომ ხელი მე ვკარი.”
“მცირო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ, სულ რაღაც 50 ადამიანი. გავიგე, რომ ჩემი დაქვემდებარებული გოგონა თხოვდება, გადავწყვიტე მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და საღამო მოვუწყე. დავიქირავე ფოტოგრაფი, შევუკვეთეთ ტორტი, ყველაფერი გავაფორმეთ. მადლობაც არ უთქვამს და ერთ თვეშ დატოვა სამსახური, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.”
” რძალს ფულით ხშირად ვეხმარებოდით, ამბობდა რომ ძალიან უჭირდათ და თვიდან თვედე თავი ძივს გაჰქონდათ.ფულს ზოგჯერ საკვებისთვის ვაძლევდით, ზოგჯერ კომუნალურიების გადახდისთვის, ერთხელაც მასთან სტუმრად მივედით. ორი უზარმაზარი ტელევიზორი, ახალი ტექნიკა, ბავშვები კომპიუტერს თამაშობდნენ – ორივეს საკუთარი კომპიუტერი ჰქონდა.”
“მეგობრები ხშირად მოდიოდნენ ჩემთან მანქანის შესაკეთებლად. მე სერვისში არ ვმუშაობ უბრალოდ მომწონს ეს საქმე და კარგად ვერკვევი მასში. დახმარების შემდეგ ხშირა მსაყვედურობენ, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე და მანქანა ახლა უარესად მუშაობს.”
” როდესაც სანიტარად ვმუშაობდი, ახალგაზრდა ოჯახს პალატის აღებაში დავეხმარე. ქალბატონი ორსულად იყო, მეუღლე კი მას ერთი წუთითაც არ შორდებოდა. დავეხმარე ყველა ანკეტის შევსებაში, შევურჩე კარგი ადგილი და რამდენიმე ფოტოც გადავუღე მეუღლის ტელეფონით. მალე გავიგე, რომ ამ მამაკაცმა ჩემზე საჩივარი დაწერა თითქოს მისი ტელეფონი მოვიპარე.”
Paparazzi.ge-ს რედაქციისგან
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თქვენს ქმედებებს ზოგჯერ ადამიანები სხვაგვარად აღიქვამენ. შესაძლებელია მათ სხვაგვარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და მათ ცხოვრებაში ადრე კარგი არაფერი მომხდარა. ახლა კი გაეცით პასუხი ერთ კითხვას: შეწყვეტთ სხვათა დახმარებას მას შემდეგ რაც ეს სტატია წაიკითხეთ?
ადამიანებმა მხარდაჭერისთვის მადლობა შესაძლოა სტრესულ სიტუაციაში არ გადაგიხადონ. თუმცა თქვენ ხომ მათ მადლობისთვის არ ეხმარებით? ეს საკმაოდ ნორმალური რეაქციაა, ყოველი ნორმალური ადმიანისთვის – საჭიროების შემთვევაში სხვათა დახმარება და მათ გვერდში დგომა.