ყოველთვის გვინდა, რომ ჩვენი შვილები ბედნიერები ვნახოთ. ვოცნებობთ, რომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ. თუმცა მომავლის პროგნოზირება ყოველთვის შეუძლებელია. ამ მხრივ დედა ძლიერ განიცდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები ისე არ იქცევიან, როგორც სურთ.
დღეს “პაპარაცი” გიზიარებთ დედის ასეთ განცდებს. თავად გადაწყვიტეთ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო დედა ამ სიტუაციაში. ადეკვატურ კომენტარებს ველოდებით, რომელიც დღევანდელი სტატიის გმირს ნამდვილად დაეხმარება!
დედის განცდები
„ვაჟიშვილი დამოუკიდებლად გავზარდე, ვცდილობდი, რომ ყველაფერი ჰქონოდა. ვასწავლე, ფეხზე დავაყენე. ქმარმა დიდი ხნის წინ მიმატოვა, ისიც კი არ ვიცი, სადაა. მოკლედ, იმ პერიოდში ნამდვილად არ მილხინდა. ახლა გაიზარდა.
ჩემი სიყვარულის და მცდელობის მიუხედავად თანდათან მშორდებოდა: მაინც მამაკაცია, რომელსაც დამოუკიდებლობა სურს. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემში არა მხოლოდ დედა, არამედ ნამდვილი მეგობარი დაენახა, მაინც მარტო ცხოვრება გადაწყვიტა. ცოტა ხანში გავიგე, რომ მასზე 7 წლით უფროს ქალს ხვდება.
ჩემი შვილი 23 წლისაა, ის – 30–ის. გარდა ამისა, პირველი ქორწინებიდან უკვე 2 შვილი ჰყავს. გავიკითხე და გავარკვიე, რომ ქალბატონი არსად მუშაობს, ალიმენტებზე და მთავრობის ფინანსურ დახმარებაზე ცხოვრობს. ჩემი შვილიც, როგორც ჩანს, როგორღაც ეხმარება. შეიძლება ვერაფერი გამეგო, შვილს რომ არ ეთქვა, რომ უკვე მისგანაც შვილს ელოდებოდა.
წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ჩემი თანხმობის გარეშე დაქორწინდნენ. ქორწილი არ გადაუხდიათ, უბრალოდ ხელი მოაწერეს. რა უნდა ვქნა? შეგუება მომიწია. თანდათან მათი სტუმრად დაპატიჟება დავიწყე. ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ შვილზე უარი ვთქვი, რადგან ისე არ მოიქცა, როგორც მსურდა.
გავიცანი: სუფთა, მოვლილი, ძალიან საყვარელი გოგო. ბავშვები სუფთა, მოვლილი, ჩემი შვილიც. ჩანს, რომ კარგი დიასახლისია – ყველა ჩაცმული, დანაყრებული და ჯანმრთელია. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ახლა ბებია გავხდი და შვილიშვილი გამიჩნდა.
ერთადერთი მისი შვილები მაღიზიანებს. ცოტა თავშეუკავებლები, ხმაურიანები არიან. აშკარაა, რომ მათაც არ მოვწონვარ. ვიღაც უცხო დეიდა. ერთხელ, საკითხი საცხოვრებელ ბინას შეეხო. შვილმა მკითხა, ბინების გაცვლაზე თუ ვიყავი თანახმა. მაგრამ, აქ, რაშია საქმე: მე ცალკე ოროთახიანი ბინა მაქვს, ისინი კი ცხოვრობენ ერთოთახიან ბინაში საერთო სამზარეულოთი და ერთი სველი წერტილით.
ვიწროდ არიან და სწორედ ამიტომ, ამ პრობლემით ჩემთან მოვიდა. გულში წინააღმდეგი არ ვარ. თან მათი ბინა ჩემი სამსახურიდან შორს არაა. საქმე იმაშია, რომ ჩემს ბინაში შეიძლება ვიღაც უცხო ბავშვებმა იცხოვრონ. ყველა შვილიშვილი ჩემი რომ იყოს, წამითაც არ დავყონდებოდი. ასე კი მათი სახლში შემოყვანა არ მსურს. დაე, იპოთეკა აიღონ და გამოძვრნენ. შვილმა ეს ვარიანტი აირჩია და გაუმკლავდეს!“
რედაქციისგან
ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს კითხვა დაუსვათ: რას გავაკეთებდი მსგავს სიტუაციაში? სანამ სხვის ფეხსაცმელს არ მოირგებთ, ვერ მიხვდებით, თუ რა გამოიარა და რას ფიქრობს. თქვენი მოსაზრება აუცილებლად მოგვწერეთ. შესაძლოა, დღევანდელი სტატიის გმირს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროთ.
ამ სიტუაციაში დედის ნერვიულობა გასაგებია. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისთვის მხარდაჭერა არავის გაუწევია, სამაგიეროდ, თავად ბევრი რამ გასცა. სავარაუდოდ, მისი ეჭვები უსაფუძვლო არაა.