ეფექტური მედიკამენტების სრული ჩამონათვალი, რომელიც სახლში უნდა გქონდეთ

1690
© Depositphotos

ალბათ თითოეულ ადამიანს სახლში საკუთარი აფთიაქი აქვს. მედიკამენტების შესანახად ზოგი სპეციალურ კარადას ან ყუთს, ზოგი კი პოლიეთილენის პარკს იყენებს.

შინაურული აფთიაქის შემადგენლობა ხშირად საუკეთესოს სურვილს გვიტოვებს: აქ ბევრი მედიკამენტი ინახება, რომელიც ძველი ავადმყოფობის შემდეგ დარჩა, ასევე ვადაგასული და შეფუთვების გარეშე აბები გვხვდება.

© Depositphotos

თუ დავფიქრდებით, სწორად დაკომპლექტებული სახლის აფთიაქი დამხმარე რგოლია, რომელზეც ჩვენი ჯანმრთელობა, ზოგჯერ კი ჩვენი ახლობლების სიცოცხლეა დამოკიდებული.

სახლის აფთიაქის მედიკამენტები

„პაპარაცმა“ მედიკამენტების სრული სიის შედგენა სცადა, რომლისგანაც შეგიძლიათ ინდივიდუალური, თქვენი მოთხოვნების შესაბამისი სია შეადგინოთ.  ყოველი შემთხვევისთვის მედიკამენტების მომარაგება შეუძლებელია, მაგრამ სჯობს უსიამოვნებას შეიარაღებული შეხვდეთ.

თუ ოჯახის რომელიმე წევრს ქრონიკული დაავადება აწუხებს, სახლის აფთიაქის შემადგენლობა შესაბამისი მედიკამენტებით უნდა შეავსოთ. ბავშვებისთვის სჯობს ცალკე, საბავშვო სააფთიაქო ყუთი იქონიოთ.

თვალისთვის

© Depositphotos

ზოვირაქსი – მალამო ვირუსული კონიუნქტივის დროს.

კვინაქსი – პროფილაქტიკური საშუალება კატარაქტის დროს.

კორნერეგელი – თვალის რქოვანაზე საცრემლე აპკის აღსადგენად.

ქსალატანი – ეფექტური საშუალება გლაუკომის დროს.

უნიკლოფენი – არა სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება წვეთებში.

ფლოქსალის მალამო – ბაქტერიული კონიუნქტივის დროს დაგეხმარებათ.

ციკლოქსანი – ანტიბიოტიკი წვეთებში. მწვავე კონიუნქტივის დროს დაგეხმარებათ.

გულისთვის

© Depositphotos

კორვალოლი, ვალოკორდინი – სპაზმის მომხსნელი, დამამშვიდებელი და მსუბუქი საძილე საშუალება.

კორდიამინი – მასტიმულირებელი საშუალება ჰიპოტენზიის დროს.

ნიტროგლიცერინი – გულის სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალება.

კაპტოპრილი – თუ წნევის და სისხლძარღვების პრობლემები არ გაწუხებთ, კაპტოპრილი მაინც დაგჭირდებათ. პაციენტს შეგიძლიათ ჰიპერტონული კრიზისის (მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი) დროს სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მისცეთ.

კუჭისთვის

© Depositphotos

აციდინი-პეპსინი – კუჭის მჟავიანობას ზრდის.

მოტილიუმი – კუჭის მოძრაობას არეგულირებს.

პარიეტი – ბოლო თაობის პრეპარატი, რომელიც კუჭის მჟავიანობას ამცირებს.

პილობაქტი – საშუალება ჰელიობაქტერიის დროს.

რიაბალი – კუჭის სპაზმის მომხსნელი საშუალება.

ფოსფალოგელი – გულძმარვას აქრობს, დაბალი ტოქსიკურობით გამოირჩევა.

ყელისთვის

© Depositphotos

კოლუსტანი – ანთების დროს შეშუპებას ხსნის.

ლუგოლი – გარე გამოყენების საშუალება ლარინგიტის დროს.

პროპოსოლი-ნ – ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

ტონზილგონი – ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

ტონზილოტრენი – ლორწოვანი გარსის აქტივობას ზრდის.

ფალიმინტი – გამაგრილებელი საშუალება პირის ღრუს და ხახის სამკურნალოდ.

ფარინგოსეპტი – ანტისეპტიკი, რომელიც ნაწლავის მიკროფლორას არ აზიანებს.

ფლემოქსინ სოლუტაბი – სწრაფად ხსნადი ანტიბიოტიკი ჩირქოვანი ანგინის დროს.

ნერვებისთვის

© Depositphotos

ბუსპერონი – შფოთვის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც შეფერხებას არ იწვევს.

ვენლაქსორი – ანტიდეპრესანტი გვერდითი ეფექტის გარეშე. მძიმე დეპრესიის დროს დაგეხმარებათ.

გიდაზეპამი – რბილი საძილე საშუალება.

ზიპრექსი – სწრაფად მოქმედებს, გვერდითი ეფექტი არ აქვს.

იმოვანი – თანამედროვე საძილე საშუალება.

პაქსილი – ანტიდეპრესანტი, პანიკას, შიშს და ნერვულ მდგომარეობას აქრობს.

პრამესტარი – მეხსიერებას აუმჯობესებს.

სულპირიდი – ნერვებს და კუჭს კურნავს.

ფინლეპსინი – კრუნჩხვებს და ნევრიტს კურნავს, განწყობას ასტაბილურებს.

ყურებისთვის

© Depositphotos

ამოქსიცილინი – ანტიბიოტიკი ენტეროპული დაავადების დროს.

ნიმესულიდი – ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება.

ოტიპაქსი – ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

ოტოფი – ანტიბიოტიკი შუა ყურის ანთებითი დაავადების დროს.

ციპროფლოქსაცინი – ადგილობრივი საშუალება ოტიტის დროს, ანთების, ქავილის და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

ერითრომიცინი – პენცილინის პრეპარატებზე ალერგიის დროს.

ღვიძლისთვის

© Depositphotos

გალსტენა – მედიკამენტი პატარა ბავშვებისთვის.

ლიოლივი – ღვიძლის მდგომარეობას ბილირუბინის შემცირების დროს აუმჯობესებს.

კალიუმის ოროტატი – ღვიძლის მუშაობას, ცილების სინთეზს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.

ქოლენზიმი – ნაღვლმდენი საშუალება.

თირკმლებისთვის

© Depositphotos

აქსეფი – ანტიბიოტიკი.

ბლემარენი – თირკმლებში კენჭების დამშლელი საუკეთესო საშუალება.

მოვალისი – არა ჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

უროსეპტი – მხოლოდ შარდსასქესო გზებზე მოქმედი სანთლები.

ფლემოკლავი სოლიუტაბი – ანტიმიკრობული საშუალება.

ცეფტრიაქსონი – ანტიბიოტიკი, რომელსაც მინიმალური გვერდითი ეფექტი აქვს.

გაციების დროს

© Depositphotos

იბუპრონი – ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

კოლდრექსი – სისხლძარღვების შემავიწროებელი, სწრაფად მოქმედი საშუალება.

ნაზოლი – ლორწოვან გარსს გამოშრობის საშუალებას არ აძლევს.

პარაცეტამოლი – კლასიკური სისხლის დამწევი საშუალება.

რიბომუნილი – იმუნიტეტის აღსადგენი საშუალება.

სანორინი – სწრაფად მოქმედი საშუალება ცხვირში სისველის დროს. ალერგის საწინააღმდეგო კომპონენტები აქვს.

ფლუკოლ-ბ – ეფექტური მედიკამენტი, რომელიც 8% ალკოჰოლს შეიცავს.

ალერგიის საწინააღმდეგოდ

© Depositphotos

სუპრასტინი – სწრაფად მოქმედებს, სხვა მედიკამენტებთან ერთად შეგიძლიათ მიიღოთ. გვერდითი ეფექტის გამო შეგიძლიათ საძილედ გამოიყენოთ.

ზირტეკი – ნებისმიერ მედიკამენტთან (ალკოჰოლთანაც) ერთად შეგიძლიათ მიიღოთ. ძილის ეფექტს არ იძლევა, სწრაფად არ მოქმედებს. შეიძლება მოზრდილებს აბების, ხოლო ბავშვებს წვეთების სახით მისცეთ.

სახსრებისთვის

ალფლუტოპი – სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთებში ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს.

ასპირინი – პოდაგრის დროს დაგეხმარებათ.

დიკლობერლი – არა ჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

დონა – ხრტილის ქსოვილის გამაძლიერებელი საშუალება.

ოსტეოგენონი – ეფექტური ჰონდოპროტექტორი, სახსრებს იცავს.

რეტაბოლილი – პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

დამატებითი საშუალებები

© Depositphotos

თერმომეტრი – ვერცხლისწყალი, ელექტრონული ან ინფრაწითელი. თუ ელექტრონული ან ინფრაწითელი თერმომეტრების შეძენა გადაწყვიტეთ, ყურადღება გამოყენების ინსტრუქციას მიაქციეთ. გაზომვის სიზუსტე და ჩვენება მოდელზე და სწორ გამოყენებაზეა დამოკიდებული.

მაკრატელი – აფთიაქში მაკრატლის ქონა მოსახერხებელია. სახვევების გადასაჭრელად და შეფუთვების გასახსნელად დაგჭირდებათ.

სტერილური შპრიცები და სათადარიგო ნემსები.

ბამბა (სტერილური და არა სტერილური).

ნიშადურის სპირტი – გონების დაკარგვის დროს.

იოდი – ჭრილობის დასამუშავებლად, შეგიძლიათ იოდის ფანქრით ჩაანაცვლოთ.

წყალბადის ზეჟანგი – სისხლდენის შესაჩერებლად. ხსნარის სახით ზედაპირის გასაწმენდად.

პანტენოლი – სხვადასხვა ჭრილობის და დამწვრობის შესახორცებლად. შეგიძლიათ აცერბინომს სპრეის ან სულფარგინის სახით დაუმატოთ.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენების წინ როგორც მინიმუმ, ინსტრუქცია უნდა წაიკითხოთ. უფრო უკეთესი იქნება, თუ ექიმთან კონსულტანციას გაივლით.

რედაქციის რჩევა

დრო და დრო სახლის აფთიაქის გადახედვა და მედიკამენტების გამოყენების ვადის შესახებ არ დაგავიწყდეთ.

თქვენს სახლის სააფთიაქო ყუთში ყოველი შემთხვევისთვის რა დევს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს