ერთი შეხედვით ყველა განსხვავებულია ინდივიდუალური შინაგანი მდგომარეობით, განცდილი ემოციებით და გრძნობებით. მაგრამ ბუნებით ჩვენ, ყველა ერთნაირად ვმოქმედებთ. მიზეზი ჩვენს ქვეცნობიერშია. ფსიქოლოგის რჩევები ამის დასტურია.
ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ სხვებს, ასევე საკუთარ თავს სხვა თვალით შეხედოთ. „პაპარაცი“ გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ მოიპოვოთ ხალხის კეთილგანწყობა, გაუმკლავდეთ შფოთვას და მარტივად მიაღწიოთ მიზანს.
ფსიქოლოგის რჩევები
1. როცა რამდენიმე ადამიანი იცინის, თითოეული უყურებს იმას, ვინც მოსწონს.
წარმატებული ხუმრობის შემდეგ ან კომედიის ყურებისას ნებისმიერი იქ მყოფი ინსტინქტურად უყურებს მას, ვინც ყველაზე მეტად მოსწონს. უბრალოდ დააკვირდით და მეგობრების კომპანიაში ნამდვილი გრძნობების დანახვას შეძლებთ.
2. როცა ნერვიულობთ – დაღეჭეთ.
მნიშვნელოვანი საუბრის, გამოცდის, საჯარო გამოსვლის წინ, ანუ ნებისმიერი მოვლენის წინ, რომელიც განერვიულობთ, უბრალოდ რეზინა დაღეჭეთ. სჯობს რამე შეჭამოთ.
ფსიქოლოგები ამას ტვინის აღქმით განსაზღვრავენ: სახიფათო და ნამდვილად საშიშ ვითარებაში ჭამას ნამდვილად არავინ დაიწყებს. შესაბამისად, ღეჭვის დროს ტვინი ფიქრობს, რომ პრობლემა არ არსებობს და მოდუნება შეიძლება.
3. თუ გეჩვენებათ, რომ ვინმე გიყურებთ, უბრალოდ დაამთქნარეთ.
ყველამ იცის, რომ მთქნარება ძალიან გადამდებია. სწორედ ამიტომ, დაამთქნარეთ და მიმოიხედეთ, რომ გაიგოთ, ვინ გიყურებდათ. სავარაუდოდ, ისიც დაამთქნარებს, ვინც გიყურებდათ.
4. წარმოიდგინეთ, რომ პოტენციური დამსაქმებელი თქვენი ძველი, კარგი მეგობარია.
გასაუბრების დროს რომ არ ინერვიულოთ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ მჯდარი ადამიანი უბრალოდ ძველი მეგობარია. ასე სწრაფად დამშვიდებას შეძლებთ და კითხვებზე პასუხის გაცემა გაგიადვილდებათ. ბოლოს, პოტენციურ დამსაქმებელს, როგორც ძველ მეგობარს, ხელი ჩამოართვით.
5. გამჭოლი მზერა პრაქტიკულად ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
როცა ხედავთ, რომ თანამოსაუბრე რაღაცას არ ამბობს და მისი პასუხები არ გაკმაყოფილებთ, მის თვალებში ყურება გააგრძელეთ. თან ეს ჩუმად გააკეთეთ! მაშინაც კი, თუ ამ დროს გაიღიმებთ, სიჩუმე და გამჭოლი მზერა აუტანლად მოქმედებს! შედეგად, ადამიანი მზადაა ყველაფერი გითხრათ, ოღონდ ეს შეწყვიტოთ!
6. თუ თქვენი სამსახური ხალხთან ურთიერთობასთან კავშირშია, თქვენს უკან პატარა სარკე დაიდეთ.
ზურგს უკან სარკე დაკიდეთ და ამით კლიენტებთან მუშაობას შეამსუბუქებთ. კლიენტები თავაზიანად მოიქცევიან და კონტაქტში მალე შემოვლენ. საქმე იმაშია, რომ ადამიანებს საკუთარ თავში ბრაზიანი, ბოროტი და უკმაყოფილოს მეს დანახვა არ მოწონთ.
7. თუ ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, მას რამე სთხოვეთ.
დაე, ეს რაღაც მაქსიმალურად მარტივი შესასრულებელი იყოს. მაგალითად, სალფეთქის, კალმის ან ქაღალდის ფურცლის მოწოდება, კარის გაღება. ის, ვინც სამსახურს გიწევთ, ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ კარგად გექცევათ. ამის გამო ხელს ადვილად გაგიმართავთ და ასე კიდევ გააკეთებს.
კიდევ ერთი მაგალითი: ბაზარში ბოსტნეულის ან ხილის არჩევისას მისი იაფად ყიდვა გვსურს. სანამ ვაჭრობას დაიწყებთ, გამყიდველს ბავშვისთვის ან მშობლისთვის საუკეთესო (მწიფე, ტკბილი) ხილი/ბოსტნეულის არჩევა სთხოვეთ.
8. თუ კამათის შეწყვეტა გსურთ, მოკამათეებს შორის ხელში საჭმლით ჩადექით და ჭამა დაიწყეთ.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, საკვების მიღების პროცესი სიმშვიდესა და მოდუნებასთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, კონფლიქტი სწრაფად შეწყდება. ალბათობა, რომ მჭამელს თავს დაესხმიან, თითქმის ნულოვანია. ფსიქოლოგები ამ ფენომენს „snackman effect”–ს უწოდებენ.
9. თუ ნივთების მოშორება გსურთ, ადამიანს გადაეცით ისე, რომ მასთან საუბარი არ შეწყვიტოთ.
აქ, ყველაფერი მარტივია: ადამიანს რაღაც პირადული ჰკითხეთ ან მისი აზრით დაინტერესდით. ამ დროს ტვინი იმდენად დაკავებულია, რომ სხვა ყველაფერს რეფლექსურ დონეზე აკეთებს. მსგავს სიტუაციაში ბევრი დაუფიქრებლად იღებს იმას, რასაც ხელში აძლევენ.
10. თანამოსაუბრის ტერფის მდებარეობას ყურადღება მიაქციეთ.
საუბრის დროს ადამიანის ფეხს (უფრო სწორად, მის ტერფებს და მუხლებს), ბევრის თქმა შეუძლია, მათ შორის ფარულ ემოციებზე. გვერდზე გაწეული ფეხსაცმლის წვერები მეტყველებს, რომ ადამიანს წასვლა სურს. თუ ადამიანს უახლოვდებით და ის მხოლოდ ტანით ბრუნდება, ფეხების მდგომარეობა კი უცვლელი რჩება, დარწმუნებული იყავით: თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არაა.
11. სხვების ჟესტების გამეორება ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
ჟესტების, პოზის და მიმიკის გამეორება ნდობის სწრაფად და მარტივად მოპოვებაში დაგეხმარებათ. მაშინაც კი, როცა ადამიანი ამას ვერ ამჩნევს, ნაცნობი ჟესტებით თქვენში საკუთარ თავს დაინახავს. როგორც წესი, ადამიანი საკუთარ თავს კარგად ეპყრობა. აქ, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ! გადაჭარბებით შეიძლება კლუნი გახდეთ და სიცილს ან გაღიზიანებას გამოიწვევთ.
12. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა სამუშაო დღის დასაწყისში ან ბოლოს დანიშნეთ.
ადამიანის მეხსიერება მოწყობილია ისე, რომ დღის დასაწყისში ან ბოლოს მიმდინარე მომენტებს ყველაზე უკეთ იმახსოვრებს. სხვა დანარჩენს მოგონება კი ბუნდოვანია. მნიშვნელოვანი საქმე დილას ან საღამოს დანიშნეთ. იგივე პრინციპი მოქმედებას გასაუბრებაზე: სცადეთ, რომ პირველი ან ბოლო კანდიდატი იყოთ.
ასეთი მარტივი ხრიკების შესახებ იცოდით? გვიამბეთ, თავად რომელ ფსიქოლოგიურ ხრიკს იყენებთ ცხოვრებაში.