როგორ შევაგროვოთ გასაყიდი სოკო ჭკვიანურად.

281

ამ სტატიაში გასწავლით თუ როგორ უნდა შეაგროვოთ სოკო და ამით კარგი ფული გამოიმუშავოთ. ამას რა თქმა უნდა სეზონური ხასიათი აქვს თუმცა ამ ჰობით შესანიშნავი შინაურული ბიზნესი შეიძლება წამოვიწყოთ. სოკოს გაყიდვა – სარფიანი საქმეა მოაგარაკეებისა და სოკოს მკრეფავებისთვის.

Photo credit: Depositphotos

სოკოს გაყიდვა

სოკოს შეგროვება სასიამოვნო და საინტერესო საქმიანობაა. მათი შეგროვება სუფთა ჰაერზე შეიძლება. რა უნდა იყოს ლამაზ, შემოდგომის ტყეში სერინობაზე უფრო სასიამონო? ბევრისთვის ეს ჰობი შეიძლება სეზონურ სამსახურად იქცეს. ყველამ იცის, რომ სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეთავსება ყოველთვის სასიამოვნოა. მსგავსი ჰობი ბუნებასთან გვაახლოებს, მოდუნებასა და სტრესის მოცილებაში გვეხმარება.

Photo credit: Depositphotos

სოკოს გაყიდვისას გადასახადების გადახდა საჭირო არ არის და არც საკასო აპარატი გჭიდებათ. ამ შემთხვევაში უბრალოდ ისეთი ადგილების ცოდნა გჭირდებათ სადაც ბევრი სოკო მოდის, უნდა იცოდეთ სოკოს სახეობები და ამ ცოდნისთვის გამოცდილება გჭირდებათ.

სოკოს შემგროვებლის ხარჯები

პირველ რიგში ეკიპირება უნდა იყიდოთ ან თუნდაც შესაფერისი სამოსი. არ ღირს ტყეში ყოვედღური ტანსაცმლით სიარული: ეს თვქენს პროდუქტიულობაზე აისახება. ასევე დაგჭირდებათ ნავიგატორი რათა გზა არ აგებნათ. ის შეგიძიათ სმარტფონით ჩაანცვლოთ მაგრამ, თუ ბატარეა დაჯდება ტყეში დაკარგვის შანსი დიდია. ამასთანავე შეიძლება მცირე ხარჯებისთვის დაგჭირდეთ ფული: სოკოს ტარა, სათლი, კალათები, ყუთები.

Photo credit: Depositphotos

გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე კარგი ადგილები სადაც სოკოს დაკრეფა შეიძლება ხშირ შემთხვევაში ქალქიდან შორს არის. ამიტომ ავტომანქანის შეძენა ცუდი იდეა არ იქნებოდა.

შემოსავლები

სოკოს დაკრეფა წელიწადში 1-3 თვის მანძილზე შეიძლება, ამიტომ ეს შემოსავალი მხოლოდ სეზონურია. ყოელ წელს ყველაფერი სხვადასხვაგვარადაა და ყველაფერი სეზონურ ამინდზეა დამოკიდებული. ამასთანავე სოკოს ხშირად ყავს მატლი და მათის შემჩვნევა პირველივე დანახვისთანავე შეუძლებელია. მიუხედავად ამ ნიუანსებისა გამოცდილი სოკოს შემგროვებელს სეზონზე საკმაოდ მსხვილი თანხის მოპოვება შეუძლია. სიმართლე გითხრათ გამომუშავებული თანხის ზუსტი დაანგარიშება შეუძლებელია, თუმცა დადის ხმები, რომ სეზონზე 4000 ლარის გამომუშავებაც შესაძლებელია.

Photo credit: Depositphotos

ნებისმიერ შემთვევაში შეგიძიათ თქვენი შრომის სანაცვლოდ კარგი ფასი მოითხოვოთ – სახეობების შესაბამისად. კარგად უნდა იცნობდეთ თქვენს კონკურენტებს, ისინი ნებისმიერ ბიზნესში არიან. ეს შეიძლება პროფესიონალი გადამყიდველები იყვნენ ან ჩვეულებრივი გამყიდველები. გადამყიდველები სოკოს სოფლებში ყიდულობენ და ქალაქში ყიდიან.

მყიდველები

გირჩევთ საკუთარი კლიენტების ბაზა შეკრათ. შეგიძიათ საიტებით დაიწყოთ სადაც განცხადებებს დებენ ან მოძებნეთ მყიდველი სოციალურ ქსელებში და განცხადებები გამოაქვეყნეთ. ცუდი არ იქნება თუ სოციალურ ქსელებშიც შექმნით თქვენს არხს. აუცილებლად იუთითეთ, რომ სოკო თქვენს მიერ არის შეგროვებული, დაწერეთ სად და როგორ დაკრიფეთ ისინი, მოყევით ტქვენი გამცდილების შესახებ. ეს ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია.

Photo credit: Depositphotos

გაითვალისწინეთ, რომ სოკოს რესტორნებიც ხშირად უკვეთავენ, თან საკმაოდ დიდი რაოდენობით. თუ მუდმივ კლიენტზე გასვლას მოახერხებთ – ოქროს გასაღები თქვენს ხელშია. გირჩევთ თქვენი საყვარელი ჰობი თქვენს ბიზნესად აქციოთ და დამატებითი შემოსავალი გაჩინოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს