“ნუ ერევი, ჯერ პატარა ხარ, გაიზრდები და მერე გააკეთებ” – ალბათ ყველას გვახსოვს ეს და მსგავსი ფრაზები ჩვენი მშობლებისგან. დრო გავიდა, გავიზარდეთ თუმცა ეს სტერეოტიპული ფრაზები კვლავ აქტუალურია. ხშირად სხვა ადამიანების უტაქტო შენიშვნებს იქამდე მივყავართ, რომ ასაკის კომპლექსი ვითარდება.
დღეს Paparazzi-ს რედაქცია ეიჯიზმის პრობლემებში გაერკვევა და მოგითხრობთ როგორი სტერეოტიპები ხდებიან ასაკობრივი დისკრიმინაციის კატალიზატორები. ვინ იცის იქნებ მსგავსი რამ თავადაც შეგინიშნავს?
ასაკის კომპლექსი
ეიჯიზმი (ინგლ. age – ასაკი) – ეს ადამიანების ასაკობრივი ნიშნით დისკრიმინაციაა. მსგავსი რამ უფრო ხშირად სამსახურებში გვხვდება. თუმცა ეს სტერეოტიპები ხშირად ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც იჩენენ ხოლმე თავს.
შეიძლება ვერ აცნობიერებთ რომ სხვა ადამიანის მიმართ უტაქტოდ იქცევით. გარდა ამისა ზოგჯერ გვგონია, რომ პირიქით სწორად იქცევით მაშინ როდესაც აქცენტს კოლეგის, მეგობრის ან ახლობლის ასაკზე ვაკეთებთ. ქვემოთ გთავაზობთ ეიჯიზმის გამოვლინების ტიპიურ სიტუაციებს.
სტერეოტიპები ასაკის შესახებ
ალბათ იცით, რომ 40-45 წლის შემდეგ სამსახურის ძებნა ძალიან რთულდება. დამსაქმებლები დაინტერესებულნი არიან ახალგააზრდა და კვალიფიციური კადრი აიყვანონ და ვერ ხვდებიან, რომ ვაკანსიაში ასაკობრივი ზღვარის მითითება ნორმალური არ არის. ზოგიერთ ქვეყანაში მსგავსი მითითების გაკეთება კანონით არის აკრძალული, სამწუხაროდ ამ წესს ყველა არ მისდევს. შედეგად სამსახურის პოვნა საშუალო ასაკში თანდათან უფრო რთულდება.
როდესაც ასაკში შესულ ნათესავებს ესაუბრებიან, მათ მუდამ არწმუნებენ, რომ პენსიაზე გასვლის დროა. ისინი ამას ზრუნვას უწოდებენ, ამავდროულად მათ ნორმალურად ეჩვენებათ როდესაც თავიანთ მოხუც მშობლებს საკუთარი შვილების ძიძად ნიშნავენ. 50 წლის შემდეგ სრულიად შესაძლებელია რომ ცხოვრება ისევ სასიამოვნო და ფერადოვანი იყოს, ზოგჯერ სამსახურში სიარულიც სასიამოვნოა! არ არის საჭირო უფროს ნათესავებს არასაჭირო და მომაბეზრებელი რჩევები მისცეთ, მათ თავადაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება.
ურთიერთობა ნათესავებთან
კიდევ ერთი სულელური ჩვევა – ასაკოვანი ნათესავებისთვის ისეთი საჩუქრების ჩუქება რომლებიც სახლთან არის დაკავშირებული. თთქოს მათ მინიშნებას აძლევთ: “იჯექის სახლში, დაიცავი სისუფთავე და ოჯახით დაკავდი”. თქვენს მშობლებსა და ბებიებს შეიძლება სხვა ინტერესებიც ჰქონდეთ. იფიქრეთ ამაზე!
ეიჯიზმის ნათელი მაგალითია – მოხუც ადამიანებთან თავისუფლად ურთიერთობს სურვილის არქონა – მათი ასაკის გამო. რა უნდა მოვუყვე ბებოს, ის ხომ მაინც ვერაფერს გაიგებს. ზოგჯერ შვილიშვილები ბებიასთან და ბაბუასთან მოვალეობის მოხდის მიზნით მიდიან. იქნებ გეცადათ ბებოსთან გულწრფელად საუბარი?
კიდევ ერთი მაგალითი: ქალისთვის იმის თქმა, რომ ის თავის ასაკზე უკეთ გამოიყურება – უტაქტო და სულელური საქციელია. გამოდის, რომ სილამაზე – მხოლოდ ახალგაზრდების პრეროგატივაა? სულაც არა! გასაოცარი არ არის, რომ ამას კომპლექსების გაჩენასთან მივყავართ.
ადრე მოდა ასაკობრივი ცენზით იყო შეზღუდული. თუმცა ჩვენს დროში უფროსი თაობის ადამიანებს ბებრულ ტანსაცმელში ჩამალვა აღარ სურთ. სამწუხაროდ ბებიები და ბაბუები რომლებიც ღი ფერებში და ორიგინალურად არიან ჩაცმულნი – საზოგადოების რისხვას იმსახურებენ. სწორედ ეს არის ეიჯიზმი. “რა აცვია? მაგის ასაკისთვის შეუფერებელია!” – ეს სტერეოტიპული აზროვნების ნათელი მაგალითია.
კიდევ რამდენიმე სტერეოტიპული აზრი
“ძალიან კარგი ჯანმრთელობა გაქვთ” – უტაქტო შენიშვნა რომელსაც თავად ექიმი კომპლიმენტად თვლის. აქაც იგივე სიტუაციაა რაც სილამაზის შეთხვევაში. საზოგადოება შეპყრობილია იმ აზრით, რომ სიბერე ავადმყოფობებს უდრის.
დესერტად კი სიყვარულის თითქმის აკრძალული თემა შემოვიტოვეთ. დაგვეთანხმეთ გავრცელებულია აზრი რომ მოხუც ადამიანებს არ შეიძლება ქონდეთ საინტერესო ცხოვრება. მათ ასაკში სასიყვარულო ურთიერთობების ქონა უწესობად ითვლება. ვინ მოიგონა ეს ნორმა? ნუთუ პაემანზე მხოლოდ ახალგაზრდა ადამიანებმა უნდა იარონ? რა თქმა უნდა არა!
კარგია, რომ ინტერნეტში მეტი და მეტი პრო-ეიჯ-ბლოგერია. ეს მოწიფული ასაკის ხალხია რომლებიც თავიანთ პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობენ. მათ სურთ თანატოლებს მიაწვდინონ ხმა და დააჯერონ, რომ ასაკს შეზღუდვები არ აქვთ. არც სამსახურებრივ სფეროში არც ცხოვრებაში და არც ურთიერთობებში. ასეთი ბლოგერების ერთ-ერთი მაგალითია ტატიანა გოლიკოვა. ის 58 წლისაა და ამაყობს თავისი ასაკით. გამომწერებს კი პირადი ცხოვრების დეტალებზე ესაუბრება. სწორედ ასეთი ადამიანები იძლევიან შთაგონებას და ცვლიან საზოგადოების აზროვნებას.
Paparazzi-ს რედაქციისგან
იმისთვის, რომ ადამიანს ასაკობრივი კომპლექსი არ გაუჩნდეს, მან არ უნდა იგრძნოს რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. პასპორტში ჩაწერილი ასაკი არ უნდა განსაზღვრავდეს თქვენს პიროვნებას. გსურთ ახალი რამის შესწავლა? დაიწყეთ! დარწმუნებულნი ვართ, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა.