რეალურია თუ არა ვარაუდი იმის შესახებ, რომ რძემჟავა პროდუქტები იმუნიტეტს აძლიერებენ

276

რძემჟავა პროდუქტი ნაწლავში სწორი მიკროფლორის ფორმირებას უწყობს ხელს. სასარგებლო ბაქტერიები ტოქსინებს შლიან და ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობენ ხელს” – ამბობს ექიმი კომაროვსკი. დღეს Paparazzi-ს რედაქცია შეეცდება გაარკვიოს თუ როგორ უწყობენ ხელს კეფირი და სხვა რძემჟავა პროდუქტები ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას.

რძემჟავა კვების პროდუქტები

კეფირი, იოგურტი, ხაჭო არა მხოლოდ ბიფიდობაქტერიებს შეიცავს არამედ А, B, D, E ვიტამინებსაც რომლებიც აუცილებელია ადამიანისთვის. რძემჟავა პროდუქტში შემავალი მაინომჟავები სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებენ. ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმის მიერ სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების ათვისებას. დღეში ერთ ჭიქა კეფირს კი ადამიანის დეპრესიისგან გათავისუფლებაც შეუძლია.

Photo credit: Depositphotos

დეპრესია ნეგატიურად მოქმედებს იმუნიტეტზე. დათრგუნული განწყობა ადამიანის ჯანმრთელობას დაღს ასვამს. როგორც ამბობენ ყველა დაავადების საწყისი ნერვებია და ეს სიმართლეს წარმოადგენს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბედნიერების ჰორმონი – სეროტონინია განთავსებული. კეფირი ტრიფოპანს შეიცავს რომელიც კუჭში სეროტონინის გამომშავებას უწყობს ხელს. ასე, რომ ადამიანის ჯანმრთელი მიკროფლორა – არა მხოლოდ კარგი თვითშეგრძნების არამედ ამაღლებული განწყობის ხელშემწყობიც არის და შესაბამისად ის იმუნიტეტსაც ეხმარება.

Photo credit: Depositphotos

რძის მჟავა სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდასაც უწყობს ხელს. ისინი კუჭის კედლებს ინფექციებისგან იცავენ. კალცი, ფოსფორი, მაგნიუმი და შეუნაცვლადი ამინომჟავები იმუნიტეტსა და ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებენ.

მეცნიერების აზრი

ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ კეფირი მღრღნელებში სიმსივნის განვითარების ბლოკირებას იწვევს და ეს შემთხვევების 65%-ში ხდება. ეს ნიშნავს, რომ რძემჟავა პროდუქტს სიმსივნური უჯრედების გაჩენის თავიდან აცილება შეუძლია. პრობიოტიკები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მეთოდს უფრო მეტად სრულყოფენ.

Photo credit: Depositphotos

კეფირის მიღება ნაწლავში პათოგენურ ფლორას თრგუნავს და ორგანიზმის ინფექციების მიმართ მდგრადობას უწყობს ხელს. რძისგან გასნხვავებით ის ადამიანის მიერ უფრო რთულად აეთვისება მაგრამ რძემჟავა პროდუქტებს ნაკლები უკუჩვენებები აქვთ. ისინი გამაჯანსაღებელ ეფექტს გვაძლევენ რეგულარული გამოყენების დროს.

Photo credit: Depositphotos

ცილისა და კალცის სრულფასოვანი წყარო: კეფირი, ხაჭო. არაჟანი, იოგურტი, დო, აირანი – აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილად მუშაობისთვის. რძემჟავა პროდუქტების გამოყენება იმ ადამიანებისთვისაც შეიძლება ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვთ. ს პროდუქტი ორგანიზმის მოტორული ფუნქციის ნორმალიზებას ახდენს და ამცირების გაზების წარმოქმნას.

Photo credit: Depositphotos

ექიმი კომაროვსკი თვლის, რომ ჩვენ სტერილურ სამყაროში ვცხოვრობთ. მუდმივად ვზღუდავთ ბაქტერიებთან ურთიერთქმედებას. მშობლები თავიანთ შვილებს გაჩენისთანავე იცავენ, ახდნენე ყველაფრის დეზინფექციას რასაც ავშვი ეხება. შედეგად ადამიანი იზრდება და ან ალერგიული ხდება ან სუსტი იმუნიტეტი აქვს რადგან მისი ორგანიზმი არ არის მიჩვეული გარესამყაროში არსებულ ბაქტერიებთა შეჯახებას.

Photo credit: Depositphotos

იმუნიტეტის გამაგრების საიმდო მეთოდი ექიმი კომაროვსკის აზრით – ეს არა მხოლოდ რძემჟავა პროდუქტების გამოყენებაა, არამედ მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი რაციონის ქონაც, ბავშვობიდან მეტი ფიზიკური აქტივობები და ნაკლები სტერილურობის დაცვა. რა თქმა უნდა იოგურტი, ხაჭო, კეფირი ნატურალური უნდა იყოს და შაქარი არ უნდა ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სარგებელს ვერ მოიტანს. იყავით ჯანმრთელი და მიაქციეთ ყურადღება თუ რას მიირთმევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს