8 საიმედო საშუალება ფეხმძიმობის დროს მრვი-ს რისკის შესამცირებლად

72
Photo by Andrea Bertozzini on Unsplash

ავადყოფობა ყოველთვის უსიამოვნო შემთხვევაა, თუმცა, თუ საუბარი მომავალ დედაზეა, საფრთხის ქვეშაა ბავშვის ჯანმრთელობაც. არსებობს თუ არა ვირუსული ინფექციის თავიდან აცილების საშუალება?

საბავშვო კლინიკის მეან-გინეკოლოგი ეკატერინა ანტონოვა გვიყვება, თუ როგორ შეუძლიათ მომავალ დედებს მრვი-ით დაავადებისგან თავდაცვა და როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ეს ინფექცია მაინც დაემართათ.

1. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს

ადგილებს, სადაც ბევრი ხალხი იყრის თავს: სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, მაღაზიები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ორსულობის პერიოდი სახლში უნდა გაატაროთ. თუმცა, მრვი-ისა და გრიპის სეზონზე თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილზე წასვლისგან.

2. დაიბანეთ ხელები

ასეთი მარტივი მოქმედება, როგორიც ხელების დაბანაა, მნიშვნელოვნად შეამცირებს დაავადების რისკს. დაიბანეთ ხელები სახლში დაბრუნებისთანავე, ჭამამდე. თუ ხელების დაბანის საშუალება არ გაქვთ გარკვეულ მომენტში, გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალება. არ შეეხოთ სახეს ბინძური ხელები – ვირუსები სხეულში ლორწოვანი გარსებიდან აღწევს(თვალები, ცხვირი).

Photo by Chema Photo on Unsplash

3. ცვალეთ პირბადე

უმჯობესია, იგი ავადმყოფებს გაუკეთოთ, თუმცა, შეგიძლიათ თქვენც ატაროთ, დამატებითი დაცვის სახით, ოღონდ იმ პირობით, რომ 30 წუთზე მეტი დროით არ ატარებთ ერთსა და იმავე ბადეს.

4. გაანიავეთ ოთახი

ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ არამხოლოდ რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, არამედ უბრალოდ კარგი თვითშეგრძნებისთვისაც. რეგულარულად ანიავეთ ოთახი, რომელშიც ხართ.

5. ნუ დაეყრდნობით ხალხურ და ანტივირუსულ საშუალებებს

არ ღირს ხალხური საშუალებების იმედზე ყოფნა. ისეთი “წამლების” ეფექტურობა, როგორებიცაა თაფლი, ლიმონი, ჟოლო, ჯანჯაფილი და მსგავსები, არაა დამტკიცებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი მომავალი დედისთვის საშიშიც კია.

Photo by Mickael Tournier on Unsplash

მრვი-სა და გრიპის სეზონზე აფთიაქებში რიგები დგას ანტივირუსული საშუალებებისთვის. ამ პრეპარატების ეფექტურობაც არაა დამტკიცებული, ამიტომ ისინი არ უნდა ენიშნებოდეთ არამხოლოდ ფეხმძიმეებს, არამედ დანარჩენებსაც.

6. ნუ გექნებათ შეხება დაავადებულებთან

ოჯახის დაავადებული წევრი მომავალი დედისგან იზოლირებული უნდა იყოს. მაგალითად, მეუღლო, დაავადების დროს, სხვა ოთახში უნდა რჩებოდეს. ასევე, რეკომენდებულია ჭურჭლისა და ჰიგიენური საშუალებების გამოყენების გაკონტროლებაც.

7. არ დაგავიწყდეთ ვაქცინაცია

ვაქცინაცია პროფილაქტიკის ყველაზე საიმედო და ეფექტური საშუალებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფეხმძიმეებს ურჩევს გრიპის ვირუსისგან დასაცავად აცრის გაკეთებას. აცრამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ უკუჩვენებები არ გაქვთ. ვაქცინა არ შეიცავს ვირუსებს, შესაბამისად, ვერ ავნებს ფეხმძიმე ქალსა და ნაყოფს. ვაქცინაცია ყოველი წლის ოქტომბრიდან, დაავადების პიკის სეზონის დასაწყისშივე, იწყება.

Photo by Paul Lin on Unsplash

8. ნუ დაკავდებით თვითმკურნალობით

თუ ყველა წესს იცავდით და მაინც დაავადდით, პირველ რიგში, გამოიძახეთ ექიმი. ნუ იგმიმრებთ სამსახურში გასვლითა და დაავადების ფეხზე დგომით გადატანით. ყოველთვის არაა შესაძლებელი მრვი-თა და გრიპით დაავადების ამოცნობა. გრიპი, მაგალითად, ზრდის ნაყოფის მოშორებისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობას.

არ დაკავდეთ თვითმკურნალობით და არ მიიღოთ პრეპარატები ექიმის რეკომენდაციის გარეშე. ერთადერთი, რაც ექიმის მოსვლამდე შეიძლება მიიღოთ, არის სიცხის დამწევი, თუ ტემპერატურა 38℃ ან მეტია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს