დამოუკიდებელი ადამიანის ცხოვრება არაპროგნოზირებადია. დღეს ბედნიერად დაოჯახებული ხართ და სამომავლო გეგმებს აწყობთ, ხვალ კი ხელში განქორწინების საბუთი გიჭირავთ. ყველაფრის თავიდან დასაწყებად ძალა და მოტივაცია გვჭირდება. რა თქმა უნდა, ახლობლების მხარდაჭერაც.
Paparazzi–ს რედაქცია გიზიარებთ გმირის რთულ ისტორიას, რომელიც განქორწინების შემდეგ შვილთან ერთად მარტო დარჩა. მოულოდნელად თავს დაესხა უამრავი პრობლემა, რომელთაც მოგვარება სჭირდებოდა. მშობლებმა დახმარებაზე უარი არ უთხრეს, მაგრამ მათთვის გადახდა მოუწია. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. „განა ასეთი რამ ხდება“ – იკითხავთ თქვენ. წაიკითხეთ და თავად გაარკვიეთ, ასე რატომ მოხდა.
დამოუკიდებელი ადამიანის ცხოვრება
„25 წლის ვიყავი, როცა დავორსულდი და გავთხოვდი. რა თქმა უნდა, ქორწილი ასე არ წარმომედგინა. მაგრამ მაშინ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან გულით უკვე პატარას ვატარებდი.
ოჯახური ცხოვრება რაღაც ჩვეულებრივი იყო. ალბათ, მას საკმარის ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან მთელ დროს ბავშვს ვუთმობდი. მეუღლე ოჯახის სარჩენად მუდმივად სამსახურში იკარგებოდა.
რაღაც მომენტში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ქმარმა გულწრფელად აღიარა, რომ მღალატობს და განქორწინება სურს. სკანდალური დაშორება არ სურდა, დამპირდა, რომ ალიმენტს დროულად გადაიხდიდა. გულწრფელად რომ გითხრათ, რაიმეს გარკვევის ძალა არ მქონდა. და საერთოდ რა საჭირო იყო?
ცხოვრების ახალი გვერდი
განქორწინებამ ჩემს ცხოვრებაში პრობლემები მოიტანა. პირველ რიგში, ვაჟიშვილთან ერთად სადღაც უნდა მეცხოვრა. მეორეც, სამსახური მჭირდებოდა. ვხვდებოდი, რომ მარტო ვერ გავუმკლავდებოდი და დროებით მშობლებს მათთან ერთად ცხოვრება ვთხოვე. ისინი ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ და ზოგადად არაფერზე უარს არ ამბობდნენ. ბევრი ადგილი ჰქონდათ.
როცა მამამ გაიგო, რომ განქორწინებას ვაპირებდით, მითხრა: „დამოუკიდებელი ადამიანის ცხოვრება იწყება მაშინ, როცა მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს“. დედამ მეორე სართულზე მე და ჩემს შვილს ოთახი გამოგვიყო, მაგრამ გვითხრა, რომ ასე უბრალოდ ვერ ვიცხოვრებდით. თითქოსდა, ბავშვი აღარ ვარ, ამიტომ ყველაფრისთვის უნდა გადავუხადო.
თავდაპირველად, მშობლებთან ნისიად ვცხოვრობდით, რადგან სამსახურს ვეძებდი. როცა ვიპოვე, შვილისთვის ძიძის პოვნაც დამჭირდა. სასურველი იყო ისეთი ადამიანი, ვინც ბავშვთან დროს მცირე თანხის სანაცვლოდ გაატარებდა. ვხვდებოდი, რომ ასეთი ძიძის პოვნა რთული იქნებოდა და დედამთილთან დარეკვა გადავწყვიტე. იქნებ, ვინმეს იცნობს.
დედამთილთან კარგი ურთიერთობა მქონდა. თავისი შვილის საქციელის გამო ძალიან ბრაზობდა და მხარს მიჭერდა. როცა გაიგო, რომ ძიძას ვეძებდი, თავისი კანდიდატურა შემომთავაზა. „მცირე თანხის სანაცვლოდ შვილიშვილთან დროს თავადაც სიამოვნებით გავატარებდი! ჩემთვის რთული არაა და თან ერთმანეთს კარგად ვეწყობით. რა საჭიროა უცხო ადამიანის პოვნა, თუ ბებია არსებობს?“
ასე დედამთილს ფულის გადახდა დავუწყე. ის შვილიშვილზე ზრუნავდა, სანამ სამსახურში ვიყავი. ყველაფერზე ეკონომიის გაწევა მიწევდა, რომ საკუთარი თავი და შვილი გამომეკვება. მშობლებთან ყველაფერი გათვლილი იყო. მაცივარშიც ცალკე თარო მქონდა გამოყოფილი.
მთლიანობაში, დედა და მამა წინააღმდეგი არ იყვნენ, რომ მათთან მეცხოვრა, მაგრამ ჰაერში მუდმივად დაძაბულობა ტრიალებდა. თითქოსდა თავად ვიყავი დამნაშავე, რომ ქმარმა მიღალატა და შვილთან ერთად მიმატოვა. იქნებ ასეც არის?
სამსახურში თანამშრომელს დავუმეგობრდი. როცა ჩემი ცხოვრების შესახებ გაიგო, უბრალოდ შოკში იყო. უკვირდა მშობლებთან ასეთი ურთიერთობა როგორ შეიძლება მქონდეს. ქეთი ხედავს, თუ როგორ ვზოგავ საკუთარ თავზე და ზოგჯერ დახმარებას მთავაზობს. ამის გამო თავს უხერხულად ვგრძნობ!
არ ვიცი, კიდევ რამდენი დრო დამჭირდება, რომ ფეხზე დავდე. შვილი მომავალ წელს სკოლაში მიდის. წარმოდგენა არ მინდა, თუ რამდენი საზრუნავი მომემატება. ვფიქრობ, კიდევ დამატებითი სამუშაო უნდა ვიპოვო, რომ ფული ყველაფერზე მეყოს. მაგრამ სად ვიპოვო ძალა, რომ სულით არ დავეცე?”
რედაქციისგან
ჩვენს დროში არავის უკვირს ქალი, რომელიც შვილს მარტო ზრდის. აი, ფულზე მიბმული ურთიერთობა მშობლებთან და დედამთილთან, რაღაც ახალია. დაგვეთანხმეთ, მსგავსი რამ ჩვენს მენტალიტეტში არაა. როცა ახლობელი გამოუვალ მდგომარეობაშია (მოულოდნელი განქორწინება სწორედ ასეთი რამაა) მის დახმარებას ვცდილობთ და ამას უფასოდ ვაკეთებთ.
როგორ ფიქრობთ, მშობლებთან ასეთი ურთიერთობა ნორმალურია? შესაძლოა, მსგავს პრობლემასთან შეჯახება მოგიწიათ. თქვენი გამოცდილება გაგვიზიარეთ, კომენტარებში გელოდებით!