ჩვენი ცხოვრება უამრავი მოვლენისგან შედგება, რომელთა გადატანა მარტოს ან ვინმესთან ერთად გვიწევს. მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დაფიქრდით, რამდენად მარტივად იცხოვრებდით, გარშემომყოფები უფრო კეთილები, გამგებიანიები იყვნენ და გეხმარებოდნენ. როგორ მივიღოთ მხარდაჭერა ახლობლებისგან და თავადაც დავეხმაროთ – ამის შესახებ Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ.
აღმოჩნდა, რომ ფსიქოლოგიის კუთხით ყველაფერი მარტივია: გარეგანი შინაგანს ასახავს. შესაბამისად, გამაღიზიანებელი და უკმაყოფილო ქცევის ფორმებს თავად უნდა ავარიდოთ თავი და უფრო მომთმენი, კეთილი გავხდეთ. როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში?
გთავაზობთ ნატალი რემიშის ტექსტს – მწერალი, ჟურნალისტი, მულტფილმის „უბრალოდ მნიშვნელოვანის შესახებ“ ავტორი. ის ამსტერდამში ცხოვრობს, სამ შვილს ზრდის და თავის მისიად მიიჩნევს, რომ მშობლებს და შვილებს ერთ ენაზე საუბარი ასწავლოს.
როგორ მივიღოთ მხარდაჭერა
ნატალიას ნამდვილად შეუძლია რთულზე მარტივად წერა. აღქმის და ზოგიერთი ქმედების შეცვლით ახლობლებს მხარდაჭერას ვუწევთ. შემდეგ იმას, რასაც ვასხივებთ, საპასუხოდ ვიღებთ.
ნატალია რემიში და მისი გამოცდილება
ამ ბრძენი ქალის ბლოგს ათასობით მშობელი კითხულობს, შემდეგ სამადლობელ შეფასებებს წერენ. თავად, როგორც დედამ, რამდენიმე მტანჯველ კითხვაზე პასუხი ვიპოვე. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი პოსტი „დაიძინე, ხომ გითხარი!“, სადაც ავტორი პირად გამოცდილებას გვიზიარებს და მშობლებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.
რემიშს სრულად ვეთანხმები: ბავშვებთან სანდო ურთიერთობა უნდა დავამყაროთ. ასე ბავშვებს მშობლების მოტყუება არ მოუწევთ იმის შიშით, რომ ვერ გაუგებენ. მათ ყოველთვის შეუძლიათ ახლობლებს მხარდაჭერისთვის მიმართონ. რა შეიძლება იყოს უფრო ღირებული ცხოვრებაში?
ემოციური უსაფრთხოება:
როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის მხარდაჭერასთან ერთად ემოციური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ამას ნატალია რემიში ოჯახური ცხოვრების კონკრეტული მაგალითებით გვიხსნის:
„როცა შეძრწუნებული სააბაზანო ოთახიდან გამორბიხართ (თითქმის იგინებით), რომ ტუალეტში წყალი არ ირეცხება. ხოლო 4 წლის შვილი გპასუხობთ: „ალბათ, ჩემ გამო. ძალიან ბევრი ქაღალდი ჩავყარე. მუყაოს რულონი მჭირდებოდა. მაპატიე, გთხოვ“. და თქვენ „დღეს არანაირი მულტფილმის“ ნაცვლად პასუხობთ: „კარგი, მადლობა გულწრფელობისთვის“.
როცა მოზარდი სასკოლო ექსკურსიიდან ატირებული გირეკავთ: „ალკოჰოლური სასმელით დამიჭირეს. რა გავაკეთო?“ თქვენ კი „სახლში მიიღებს“ ნაცვლად პასუხობთ: „არ ინერვიულო. ქვეყნის აღსასრული არაა. ვისთან ერთად ხარ? სად ხარ? უსაფრთხოდ ხარ?“
როცა ქმარს ეუბნები: „მიდი, შეამოწმე, თუ სუნთქავს. ძალიან დიდხანს სძინავს.“ და ის ნაცვლად „სისულელეებს ნუ ამბობ, მატერიალისტური ფიქრებია“, გეუბნებათ: „შევამოწმებ, მაგრამ რისი გეშინია?“ და მასთან ერთად ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომის შიშს განიხილავთ, ის კი გეხუტებათ.
როცა შვილი ამბობს: „არასწორი არჩევანის გაკეთების მეშინია, რომ უნივერსიტეტს სწორად ვერ ავირჩევ. იქნებ, ვინანო“ და თქვენ ნაცვლად „კიდევ ერთი წელი გაქვს მოსაფიქრებლად, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, მასზე მთელი ცხოვრებაა დამოკიდებულია“, პასუხობთ: „ყოველთვის შეგიძლია გადაიფიქრო. შეცდომაც შედეგია. ჩვენ ვიზრდებით და ჩვენი ხედვაც იცვლება“.
როცა უფროსი ბავშვები პატარებზე ამბობენ: „როცა ყვირის, შიგნიდან ისე ვბრაზობ, ძალიან ვბრაზობ“. თქვენ კი გამგებიანად თავს უქნევთ, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ, ეს შენი დაა და უნდა გიყვარდეს. რამდენად კომფორტულია ცხოვრება სახლში, სადაც ემოციური უსაფრთხოება დაცულია. ცხოვრება სულ სხვანაირი ხდება. მასში თითქმის არ არსებობს შიში, ნაკლები რისხვაა და ძალიან ბევრი მხარდაჭერა.ახლობლის მხარდაჭერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე შეიძლება ვერ გადავრჩეთ. მადლობა გადაუხადეთ მათ, ვინც თქვენ გვერდით არიან და რაც არ უნდა დაგიჯდეთ მხარი დაუჭირეთ.
ეს საინტერესო სტატია სოციალურ ქსელში გააზიარეთ. დაე, ბევრი ადამიანი დაფიქრდეს ამ საკითხზე.