პენოპლასტი ორქიდეებისა და სხვა ოთახის მცენარეებისთვის

680
photo credit: depositphotos

პენოპლასტი ჯერ კიდევ მიეკუთვნება ნარჩენებს, რომელიც არსად არ მუშავდება, თუმცა მის გადაყრას არ გირჩევთ: პენოპლასტის ბურთები ან მთელი ნაჭრები ოთახის მცენარეებს კარგ სამსახურს გაუწევს. დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ აღადგინოთ ნაზი ორქიდეა პენოპლასტის დახმარებით და როგორ გამოიყენოთ გამაფხვიერებლის ან დრენაჟის სახით.

პენოპლასტის ბურთები

პენოპლასტი არ ლპება, არ ობდება და მასში არანაირი ბუჭყა არ ჩნდება. იმის მიხედვით, თუ რა ზომის დრენაჟი გჭირდებათ, პენოპლასტი ნებისმიერი ზომის და ფორმის ნაჭრებად დაჭერით. პენოპლასტს წვეტიანი კუთხეები არ აქვს, ასე რომ მცენარის ფესვების სისტემას არ დააზიანებს.

photo credit: depositphotos

პენოპლასტს დეკორატიულ კერამიკულ ქოთნებში (კაშპო) დრენაჟად ხშირად იყენებენ. დასაკიდ ქოთანში წონა მნიშვნელოვანია, ხოლო პენოპლასტი ქოთანს წონას არ მატებს. მცირე მინუსი: თუ ფანჯრის რაფაზე დასადებ ქოთანს პენოპლასტით გაავსებთ, ყვავილის სიმძიმის ქვეშ დაეცემა.

photo credit: depositphotos

გამაფხვიერებელი

პენოპლასტი ხშირად გამაფხვიერებლად გამოიყენება. პენოპლასტის ბურთები ჰაერს კარგად ატარებენ. ასე მიწაში ჰაერი კარგად მოძრაობს და მცენარე არ ლპება. თუ ასეთ დრენაჟს ჩვეული კერამზიტის ნაცვლად გამოიყენებთ, ზამთარში მცენარე მადლობას გეტყვით. წლის ცივ სეზონზე, როცა ქოთნები ფანჯრის რაფაზე დევს, თავადაც მაგრდება და კერამზიტიც, ასე რომ მიწაში მცენარის გასაზრდელად საჭირო ტემპერატურა ვერ ნარჩუნდება, ეს კი ფესვების სისტემას აზიანებს.

photo credit: depositphotos

პრეტენზიული ორქიდეა შეგიძლიათ პენოპლასტით გადაარჩინოთ. ხშირად ყვავილი ზედმეტი ტენიანობის გამო იღუპება. ორქიდეას დამპალი ყელი (ადგილი, სადაც ფესვების სისტემა ზრდას იწყებს) შეგიძლიათ აღადგინოთ. ამისთვის მისი ღეროს გარშემო პენოპლასტი მოათავსეთ. ასე ორქიდეა მისთვის საჭირო ტენიან გარემოში იქნება, ხოლო ყელი ლპობას გადარჩება.

photo credit: depositphotos

პენოპლასტის ბურთები ნაზი იების მფლობელებსაც შეუყვარდებათ. ყვავილები პენოპლასტით კარგად შეფუთულ მიწაში თავს მშვენივრად გრძნობენ. მართალია, პენოპლასტი ელექტრიფიცირებულია და მასთან მუშაობა ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ ეს მინუსები ცოტას თუ აწუხებს.

photo credit: depositphotos

მცენარეს გადარგვის დროს შეგიძლიათ პენოპლასტი ამოიღოთ და შეცვალოთ. ასეთი აუცილებლობა იშვიათად გვხვდება. ჩვეულებრივ, მებაღეები მას განმეორებით იყენებენ, რადგან მასალა არ ლპება და ფორმას არ იცვლის. თქვენ იყენებთ პენოპლასტს მებაღეობაში?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს