12 ყველაზე უნცაური სახის წვიმა, რაც კი კაცობრიობას ახსოვს

3067

1. XVI-XVII საუკუნეების მონეტების წვიმა რუსეთში 1940 წელს.

ერთ მშვენიერ დღეს რუსეთის სოფლის მოსახლეობა მონეტების წვიმის მომსწრე გახდა. მეცნიერების თქმით ამ წონის ასაწევად საჭიროა უზარმაზარი ენერგია, რომელიც დამახასიათებელია ტორნადოსთვის. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ტორნადომ ამ მონეტების საცავს გადაუარა, ჰაერში აიტაცა და შემდეგ ეს მონეტები წვიმის სახით ერთ-ერთ სოფელში ჩამოცვივდა. ცნობისთვის, 1940 წლის ნოემბრეს თვებში ინგლისის ქალაქ ჰენჰემში ასევე წამოვიდა მონეტების წვიმა. თითოეული მონეტის ღირებულება 1 და 0,5 პენს შეადგენდა.

2. ბაყაყების წვიმა სერბეთში 2005 წელს.

”ათასობით ბაყაყი ცვიოდა ციდან წვიმასთან ერთად” – ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე ალექსანდრ საირიკი. მოსახლეობა გაურკვევლობაში იყო, თუ საიდან მოხვდნენ ამფიბიები ცაში. სინამდვილეში, ერთ-ერთი სპეციალისტის თქმით, ბაყაყების წვიმა გამოიწვია ძლიერმა ქარმა, რომელმაც უახლოესი ტბიდან ეს არსებები ცაში აიტაცა.

3. ხილის წვიმა ინგლისში 2011 წელს.

”ყოველივე ეს იმდენად მოულოდნელი და გაურკვეველი იყო, რომ მოსახლეობა გაოცებული მისშტერებოდა” – გვიზიარებს ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე. ვაშლი ხომ არც თუ ისე მჩატე ხილია, რომელსაც საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეეძლო, თუმცა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. დაზარალდა მხოლოდ ავტომობილების რამდენიმე მფლობელი. ვაშლების გარდა მოსახლეობა შუა ქუჩაში ჩამოყრილ სტაფილოებსა და კომბოსტოებს პოულობდა.

4. წითელი (სისხლიანი) წვიმა ინდოეთში 2001 წელს.

ეს უცნაური წვიმა გრძელდებოდა დაახლოებით 2 თვეს. მოწითალო, სისხლისფერ წვიმაში ადამიანები ცუდის მომასწავებელ ნიშანს ხედავდნენ, თუმცა მეცნიერები ადგილობრივი მოსახლეობის დასამშვიდებლად ამ ფაქტს შემდეგნაირ ახსნას უძებნიდნენ: ეს ფაქტი გამოიწვია ადგილობრივმა ლიქენებმა. ცნობისთვის, წითლად შეფერილი წვიმის გარდა ამ ადამიანებმა იხილეს ვარდისფრად და სტაფილოსფრად შეღებილი წვიმა.

5. ობობების წვიმა ავსტრალიაში 2015 წელს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო მოვლენაა. ეკოლოგებმა ამ მოვლენასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ არსებობს ობობების ის სახეობა, რომლებიც ძვრებიან ხეზე მაღალ სიმაღლეზე და ქსოვენ ქსელს, რომელიც ძალიან ჰგავს პარაშუტს, ხოლო ქარმა ისინი დიდ დისტანციაზე გადაისროლა. ასე, რომ სულაც არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ შენს თავზე ობობების წვიმა მოდის.

6. ჭიაყელების წვიმა შოტლანდიაში 2011 წელს.

წარმოიდგინეთ, რომ ამ წვიმის მომსწრეები გახდნენ სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე უტარდებოდათ. ბავშვების მასწავლებელი ვალდებული იყო, რომ შეეწყვიტა გაკვეთილი და შეეყვანა ბავშვები შენობაში, ხოლო წვიმის შეწყვეტის შემდეგ მასწავლებლები სკამაოდ დიდხანს აგროვებდნენ ჭიაყელებს, რათა გადაეცათ ისინი ექსპერტიზისთვის. 92 მეტრის რადიუსში სულ ნაპოვნი იქნა 120 მატლი. მეცნიერების ვარაუდით ეს ფაქტი გამოიწვია ძლიერმა ქარმა, თუმცა დასაეჭვებელი ის ფაქტია, რომ ამ დღეს სიოც კი არ იძვროდა.

7. ბეღურების წვიმა არკანზასში (აშშ_ს შტატი) 2011 წელს.

2011 წლის ახალი წლის ღამეს აშშ_ს მოსახლეობას თავს დაატყდა მკვდარი ბეღურების წვიმა. მეცნიერები დიდხანს იკვლევდნენ ამ ფაქტს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩიტები დაიღუპნენ არა დედამიწაზე დაჯახების, არამედ ჰაერში რაღაც ნივთთან შეჯახების გამო. ერთ-ერთი მეცნიერი ამბობდა, რომ ყოველივე ეს გამოიწვია საახალწლო ფეიერვერკებმა, ხოლო სხვა მეცნიერების ვარაუდით უამინდობის გამო ბეღურებმა დაკარგეს ორიენტაციის უნარი, რის გამოც ისინი ხეებსა და სახლებს ეჯახებოდნენ, იღუპებოდნენ და მიწაზე ცვიოდნენ. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ მკვდარი ყვავების წვიმა დაატყდა თავს შვედურ ქალაქ ფალჩიოპინგს. ამ შემთხვევაში მოსახლეობამ აღმოაჩინა 10 000 ზე მეტი მკვდარი ჩიტი, ხოლო წინა შემთხვევაში მათი რიცხვი 4 000 არ აღემატებოდა.

8. თევზების კოკისპირული წვიმა გონდურასში ყოველწლიურად.

თევზების კოკისპირული წვიმა გონდურასში – ყოველწლიური მოვლენა, რომელსაც მოსახლეობა უკვე მიეჩვია. ეს შემთხვევა ფიქსირდება ქალაქ იოროს მახლობლად მაისისა და ივლისის თვეებს შორის არსებულ პერიოდში. ყოველივე ეს გამოიყურება შემდეგნაირად: საღამოს 5-6 საათზე დედამიწა იფარება შავი ღრუბლით, ისმის ჭექა-ქუხილის ხმა და უცბად მოსახლეობას თავს ატყდება თევზების წვიმა. ეს ფაქტი თავის ნაშრომებში აღწერილი აქვს უდიდეს მეცნიერ გუმბოლდტს.

9. ხორბლის წვიმა ესპანეთში 1804 წელს.

ბედნიერმა მოსახლეობამ ეს ფაქტი უფლის წყალობად მიიჩნია, თუმცა მეცნიერებმა ქრისტიანებს იმედები გაუცრუეს და ამ ფაქტს შემდეგი ახსნა მოუძებნეს: ძლიერი ქარი დაატყდა თავს ხორბლის საცავს ჩრდილოეთ აფრიკაში, რის გამოც მოსახლეობამ ეს ”სასწაული” იხილა.

10. კოსმოსური ნარჩენების წვიმა რუსეთში 2015 წელს.

ამ წლის აპრილის თვეში რუსეთში ციდან ჩამოვარდა ამოუცნობი ობიექტი, რომელიც მიწაზე დაცემისას აფეთქდა. მსგავსი შემთხვევები იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს: წელიწადში დედამიწაზე საშუალოდ 400 მდე ობიექტი ვარდება კოსმოსიდან.

11. საარტილერიო ჭურვების წვიმა ლეიკვუდში (აშშ) 1984 წელს.

გარდა ცოცხალი ორგანიზმებისა და კოსმოსური ობიექტებისა, დედამიწაზე ხანდახან ცვივა წარმოუდგენელი ობიექტები. მაგალითად, 1984 წელს ლეიკვუდში ციდან ჩამოცვივდა საარტილერიო ჭურვები, რომელთა საერთო წონა 12 კილოგრამს შეადგენდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 1958 წლის 7 თებერვალს ნეაპოლში – აქ ციდან ჩამოცვივდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აღჭურვილობა.

12. მედუზების წვიმა

მსგავსი სახის წვიმა დაფიქსირებულია არაერთხელ ზღვის სანაპიროების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე. მედუზების წვიმა დაფიქსირებულია ტოკიოში, პეკინში და ტეხასის შტატში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს