ზოგს ღმერთი ბევრ შვილს და მარტივად აძლევს, ზოგს კი ამისთვის ვედრება უწევს. თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ ქალი შეიძლება ვერ დაორსულდეს. ექიმები 100 %-იან გარანტიას არ იძლევიან. და მაინც, პროცენტი იზრდება: 50 წლის წინ მსგავსი შესაძლებლობების არსებობა წარმოუდგენელი იყო.
დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია ცოტა განსხვავებულ ისტორიას გიზიარებთ. აქ, ყველაფერი ურთიერთკავშირშია – ახალი სამყარო, ახალი პრობლემები. აღმოჩნდა, რომ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ წყვილს შეიძლება სერიოზული სტრესი დაემართოთ.
ორსულობა ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ
„უკვე ერთი წელია ერთად ვართ, ქმარს პრობლემები აქვს, ამიტომ ბუნებრივი გზით მშობლები ვერ გავხდებით. სწორედ ამიტომ, ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამაზე წავედით. კარგი პროგნოზის მიუხედავად, მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ორივე წარმოუდგენლად განვიცდიდით, რადგან ამან ბავშვის ყოლის ოცნებას დაგვაშორა.
შევთანხმდით, რომ კვლავ ვცდიდით, მაგრამ მეუღლეს მძიმე მელანქოლია დაეწყო. მას მხარდაჭერას და ამ საკითხების მოგვარებას ვთხოვ, მაგრამ უშედეგოდ. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოსდა იმედი გაუცრუვდა: საკუთარ თავზე, ჩემზე, ექიმებზე. არაფერს აკეთებს და თანდათან მასზე ვბრაზდები.
რატომ არ შემიძლია მისი იმედი მქონდეს? მით უმეტეს, ყველაფერი წესრიგში მაქვს. მასზე ვბრაზდები, რადგან ბუნებრივი გზით დედა ვერ გავხდები. ხელფეხი შეკრული მაქვს: სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ცოტა ხნის წინ სამსახური დავკარგე და ფაქტიურად მასზე დამოკიდებული ვარ. საშინელ მდგომარეობაში ვარ, ერთი სიტყვით – ჩიხში. ვერ ვხვდები, როგორ მოვაგვარო სიტუაცია.
ექიმები კვლავ კარგ პროგნოზს იძლევიან. დედობა ძალიან მსურს. რა გავაკეთო? ქმარი რომ მივატოვო და დედობა გადავწყვიტო, მაინც ექიმებთან მისვლა მომიწევს. ქმრები ხომ გზაზე დაყრილი არაა, დონორის ძებნა მომიწევს. აი, რით დავიმსახურე ასეთი სასჯელი 41 წლის ასაკში?“
ალბათ, ამ სიტუაციაში ყველაზე ცუდი გრძნობა საკუთარი უძლურობაა. ალბათ, სვეტას განცდების მთელი მიზეზი ესაა. ბრაზი, „ჩიხში“ მოქცევის შეგრძნება – აი, დამცავი რეაქცია, რომელიც შეიძლება დაინახოთ. ალბათ, მთელი სიტუაციის გაანალიზებას აზრი აქვს.
ორმა ადამიანმა საკმაოდ რთული მანიპულაციის, ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება გადაწყვიტა და ვფიქრობთ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი არ განიხილეს. მზად არ იყვნენ, რომ პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდებოდა. ექიმები ამხნევებდნენ და ორივეს ეგონა, რომ შედეგი უკვე პროგნოზირებადია. სამწუხაროდ, ყველაფერი იმედგაცრუებით დასრულდა.
სვეტამ სწორად აღნიშნა „ქმარს იმედი გაუცრუვდა“. აქ, სვეტას ვურჩევთ, რომ მის გრძნობებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს: ზოგიერთი მამაკაცი დამარცხებას ადვილად ვერ ეგუება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ პრობლემა გაქვთ, რომლის მოგვარებაც, ერთი შეხედვით, ექიმებს შეუძლიათ, მაგრამ ასე არ მოხდა.
უძლურება
ასეთ სიტუაციაში მამაკაცმა შეიძლება უძლურება იგრძნოს. კარგი იქნება, თუ სვეტა მეუღლეს მხარს დაუჭერს, რადგან ეს ძალიან სჭირდება. მაგრამ სვეტა მას სულიერი აღდგენის შანსს არ აძლევს და მეორედ ცდა სურს, მის გრძნობებზე საერთოდ არ ზრუნავს. არადა, ადამიანმა ეს უნდა გადაიტანოს, განიცადოს და მიიღოს.
სავარაუდოდ, მეუღლე სწორედ ვერ აყალიბებს, თუ რა ხდება მის თავს. ეს ხომ ახალი, თან უსიამოვნო გამოცდილებაა. სწორედ ამიტომ, რეფლექსურად მელანქოლია დაეწყო და ცდილობს ახალი შეგრძნებებისგან თავი დაიცვას. ასე საკუთარი განცდების გადატანა ადვილია.
დაბნეულობას სვეტაც მატებს: ის არა მხოლოდ მეუღლეზე გაბრაზებულია, არამედ მთლიანად მასზეა დამოკიდებული. ეს პარადოქსი აჩქარებს გრიგალს, რომელსაც გადალახვა სჭირდება და ყოველჯერზე სულ უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. ვფიქრობთ, დისტანციურად სვეტას დახმარება რთულია, ამიტომ ვურჩევთ მეუღლესთან ერთად ფსიქოლოგთან მივიდეს.
რედაქციისგან
სინამდვილეში, ასეთმა სიტუაციამ ცოლ–ქმარი უფრო უნდა დააკავშიროს. ისინი ხომ დაბრკოლებებს ერთად უმკლავდებიან, რამაც ძლიერ უნდა დააახლოვოს. სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც მხარდაჭერას ითხოვს, სხვებს ვერ დაეხმარება. სიტუაციის გამოსწორება შეიძლება, უბრალოდ მიზეზები უნდა გაიგოთ. ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი – ფსიქოლოგთან კონსულტანცია.
ორსულობა ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ – ძალიან დელიკატური საკითხია, მთავარია, იმედი არ დაკარგოთ. დიახ, ეს იაფი არაა. დიახ, მცდელობების რაოდენობა შეზღუდულია. მაგრამ რწმენით სავსე ორ ადამიანს ამასთან გამკლავება შეუძლია. ერთად! წარმატებას გისურვებთ!