პირველ შვილს ველოდები, ანუ ვინ უნდა მოუაროს ჩვილს

776
Photo credit: Depositphotos

პირველი შვილის გაჩენას ოჯახში არა მხოლოდ სიხარული და ახალი სცოცხლის მატება მოსდევს არამედ ოჯახური გაუბებრობებიც ახლავს თან. რაგდან ეს ნაწილობრივ ნათესავებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ბავშვის დაბადების შემდეგ ცხოვრებას გვირთულებენ იმ შემთხვევაშიც კი თუ დახმარებას ცდილობენ. Paparazzi-ს ამ სტატიაში ერთ ისტორიას მოგითხრობთ, რომელიც ამ გავრცელებული სცენარის დემონსტრირებას ახდენს. გთავაზობთ გაეცნოთ მათ და თქვენი აზრი და რჩევები – კომენტარებში დაწეროთ.

Photo credit: Depositphotos

ოჯახური ურთიერთობები პირველი ბავშვის დაბადების შემდგომ

წუხელ საერთოდ არ მძინებია. ჩემს ოჯახში არსებული სიტუაცია მოსვენებას არ მაძლევს. საქმე იმაშია, რომ 8 თვის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ორსულობის შესახებ შევიტყვეთ. ქორწინების შემდეგ ჩემს მეუღლესთან ერთად სხვა ქალაქში გადავედი საცხოვრებლად. მშობლებს იშვიათად ვხედავ რადგან ისინი უკვე ასაკში არიან, ჩვენთან ჩამოსასვლელად კი გზაში 7 საათია საჭირო, მოხუცებისთვის ეს მარტივი არ არის. თუმცა ვცდილობთ ერთმანეთი თვეში ერთხელ მაინც ვინახულოთ.

Photo credit: iStockphotos

ბოლოს როდესაც დედა და მამა მესტუმრენ, ის მიყვებოდა თუ როგორ გაუჭირდა ჩემი გაზრდა, რომ არ იცოდა ბავშვის მოვლის წესები და სულ დაბნეული იყო. მას ამაში არავინ ეხმარებოდა. დედას შევთავაზე როდესაც ბავშვი გაჩნდებოდა, გარკვეული დროით ჩემთან გადმოსულიყო. დედა ნამდვილად დამჭირდებოდა რადგან ეს ჩემი პირველი ბავშვია და არ ვიცი როგორ უნდა მოვუარო. ის სიხარულით დამთანხმდა და იდეით აღფრთოვანდა. მითხრა რომ ის და მამა სიამოვნებით გადმოვიდოდნენ ჩვენთან საცხოვრებლად. სანამ აქ იცხოვრებდნენ კი თავიანთ სახლს გააქირავებდნენ. მითხრა რომ 1 წლის ქირა მათ ფინანასურად კარგად წამოწევდა.

Photo credit: Depositphotos

ამის გაგონების შემდეგ დავიბენი. მე ხომ ცოტა დრო ვიგულისხმე და თან მხოლოდ დედა, მამას გარეშე. მამა ძალიან მიყვარს მაგრამ, მე და მეუღლეს 2 ოთახიანი ბინა გვაქვს. როდესაც მშობლები ჩამოდიან საკმაოდ არაკომფორტულად ვართ. ერთი საძინებელია მეორე კი მისაღები. მამა გვიანობამდე ვერ იძინებს ამიტომ ტელევიზორს რთავს. როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვი გაჩნდება?

Photo credit: Depositphotos

მამამ სახლის საქმეები კარგად იცის, არც მაღაზიაში წასვლა ეზარება მაგრამ, ამის გაკეთება ჩემს მეუღლესაც შეუძლია. ის სახლში დისტანციურად მუშაობს და მოხმარება არ უჭირს. მამას მალე ბეზრდება ჩვენთან ყოფნა და ტელევიზორთან გარბის ან ჩემს ქმარს ითანხმებს მასთან ერთად ფარეხში ჩასვლაზე.

Photo credit: Depositphotos

მე არ მინდა ბავშვთან ერთად, მამაჩემის ძიძაც ვიყო. მინდა მთელი დრო ბავშვს დავუთმო რადგან ამ მომენტს დიდხანს ველოდი! მინდოდა მხოლოდ დედა ჩამოსულიყო და ესწავლებინა როგორ მივხედო ბავშვს, როგორ ჩავაცვა, გამოვუცვალო და ვაბანავო. ახლა კი ასეთი ამბავია!

Photo credit: Depositphotos

რა თქმა უნდა დედას ვუთხარი რომ მხოლოდ მისი დახმარება მჭირდება და ისიც მხოლოდ რამდენიმე ხნით, ის კი განაწყენდა და თქვა რომ მამას გარეშე არ წამოვა. ახლა უკვე ვნანობ ეს რომ ვთქვი. არ ვიცი სწორი საქციელი იყო თუ არა. იქნებ ჯობდა დედას დავთანხმებოდი? მაგრამ, მშობლების მთელი წლით ჩვენთან გადმოსვლა ვერც კი წარმომიდგენია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ისტორიის გმირმა? თამამად გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები. ჩვენ ვთვლით, რომ სხვები დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ სხვების პირადი საზღვრები არ გადაკვეთოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს