გოგონა შეძლებული ოჯახიდან ღარიბზე გათხოვდა და გააცნობიერა რა რთულია იცხოვრო ხელფასიდან-ხელფასამდე.

0
209
photo credit: depositphotos

ნაკლებად წარმატებულ ხალხს მატერიალურად უზრუნველყოფილი ადამიანების შურთ. განსაკუთრებით, თუ ადამიანი ფუფუნებაში ცურავს არა საკუთარი ძალისხმევის და დამსახურების ხარჯზე, არამედ შემთხვევითობის წყალობით. თუმცა ცხოვრება ცვალებადია. გუშინდელი მდიდარი ხვალ შეიძლება გატეხილ გობში აღმოჩნდეს. შეძლებს ახალ ცხოვრებას მოერგოს და ფულის დაზოგვა ისწავლოს? დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია გიზიარებთ იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც ეკონომიას მიჩვეულნი არ არიან. მათ ერთ წამში ყველაფერი დაკარგეს და იძულებული გახდნენ, სასწრაფოდ ქამარი მოეჭირათ. ზოგიერთი მათგანი თავიანთი პრობლემებით სასაცილოდ არ გვყოფნის, ზოგს ნამდვილად გვსურს თანავუგრძნოთ.

photo credit: depositphotos

ადამიანის მატერიალური მდგომარეობა

1. “ბაბუამ 90-იან წლებში სერიოზული ქონება დააგროვა. ჩვენ გვქონდა სახლი, ბინები, მიწა, ბიზნესი. ბავშვობაში ნებისმიერ სათამაშოს ვიღებდი, რომელიც მსურდა და არც კი ვფიქრობდი, თუ საიდან მოდის ფული. ვფიქრობდი, რომ ყველა ასე ცხოვრობს. შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა. მამამ, მისმა ორმა ძმამ და ორმა დამ ქონება დაინაწილეს. ისინი ისე დაშორდნენ, რომ ქონებისგან ცოტა რამ დარჩა.მამამ საკუთარი ბიზნესის დაწყება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. წააგო და ვალები დარჩა. შემდეგ მძღოლად მუშაობა დაიწყო, დედამ კი – გამყიდველად. მათ უჭირდათ, მაგრამ ჩემი განათლებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. ამტკიცებდნენ, რომ მათი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ თავის დროზე განათლება არ მიიღეს. უბრალოდ სწავლა არ სურდათ. ფიქრობდნენ „რა საჭიროა? ისედაც ყველაფერი გვაქვს“.

2. “საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ. ცოლად უბრალო, მაგრამ წარმოუდგენლად მომხიბვლელ ბიჭს გავყევი. ძლივს მოვახერხეთ ფულის შეგროვება, რომ ერთოთახიანი ბინისთვის გადაგვეხადა, ხოლო პაემანი–სეირნობისთვის ყოველთვის პარკს ვირჩევდით. უბრალოდ იმიტომ, რომ უფასოა.მარტივი არ იყო, როცა მუცელმა ზრდა დაიწყო, რადგან კარადაში მხოლოდ ორი საორსულე მაისური მქონდა. სასწავლო წიგნების შოვნაც ადვილი არ იყო. ხოლო ივლისის სიცხეში ავტობუსის ლოდინი კოშმარი აღმოჩნდა. ყოველთვის, როცა დანებება, ტირილი და მშობლებისთვის დარეკვა მსურდა, თავს ვახსენებდი, რომ ბედნიერებისთვის ფული არ მჭირდებოდა. გასაოცარია, მაგრამ ეს მუშაობდა. დროთა განმავლობაში ფეხზე დადგომა, ფულის შოვნა და საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძელით. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გავუმკლავდებით, სანამ ერთმანეთი გვიყვარს“.

photo credit: depositphotos

ცხოვრება დამხმარეების გარეშე

3. “შეძლებულ ოჯახში გავიზარდე. და–ძმასთან ერთად ელიტურ სკოლაში დავდიოდი, წელიწადში 7-ჯერ ნიუ–იორკში ვისვენებდით, სადაც ათასობით დოლარს ვხარჯავდით. შემდეგ ყველაფერი დაინგრა. ყველაფერი დავკარგეთ და იძულებული ვიყავით, ცხოვრების ახალ წესს შევგუებოდით. გაზონების საკრეჭი მანქანის გამოყენების სწავლა მომიწია, რადგან მებაღე, რომელიც ფოთლებს აშორებდა, აღარ მოდიოდა. მანქანის ტარების და ავტომობილის პარკირების სწავლა მომიწია, რადგან ლიმუზინით აღარ გვასეირნებდნენ. მომიწია კერძების მომზადების სწავლა, რადგან კარგ რესტორანში ვახშამს ვეღარ ვწვდებოდით. აღმოჩნდა, რომ არ შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება, რომლებიც სხვებისთვის კარგად ცნობილია. რა თქმა უნდა, არ ვწუწუნებ, რომ ჩემი ოჯახი უზრუნველყოფილი იყო. მაგრამ ვფიქრობ კარგი იქნებოდა, რომ საშუალო შემოსავლის ოჯახში მეცხოვრა. ამ შემთხვევაში სამყაროს უფრო ფხიზელი თვალით შევხედავდი. როცა ყველაფერი ძვირადღირებული ხელმისაწვდომია, ძნელია ჭკვიანურად აირჩიო ნივთი, რომელსაც ადეკვატური ფასი აქვს.“

photo credit: depositphotos

რადიკალური ცვლილებები

4. “ჩემი მშობლები მდიდრები იყვნენ. მათ მსხვილ ბიზნესმენზე გამათხოვეს. მას შემდეგ, რაც მშობლები გარდაიცვალნენ, ქმარმა მიმატოვა და არაფერი დამრჩა. 25 წლამდე არსად არ ვმუშაობდი. ჩემი განათლება სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ დამლაგებლად მუშაობა მომიწევდა, მაგრამ ასე მოხდა. 8 საძინებლიანი სახლის შემდეგ, რომელიც თითქმის 1000 კვ.მ–ს შეადგენდა, ერთოთახიან ბინაში გადავედი, რომელიც ჩემი ძველი კარადის ზომის იყო. ადრე არც მიფიქრია, თუ რამდენი ფული მქონდა. გაზის და წყლის გადასახადების გადახდა მიწევდა, საჭმელზე ფული ყოველთვის არ მყოფნიდა. მძიმე პერიოდი გავიარე. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდა. მშობლების ბიზნესის ნაწილი დავიბრუნე. ახლა სახლი და კარგი მანქანა მყავს. რაც მთავარია, დავიწყე იმ ყველაფრის დაფასება, რაც მაქვს. ახლა აღარ აღვიქვამ ყველაფერს ისე, როგორც ვალდებულს“.

photo credit: depositphotos

5. “მაშინ დავიბადე, როცა გარეთ ფინანსური ბუმი იყო. შემდეგ სერიოზული კრიზისი დაიწყო. უცნაური და გაუგებარი, როცა ჯერ კიდევ გუშინ უბრალოდ წამწამების დაფახუნებით ნებისმიერი სათამაშოთი თამაში შემეძლო, დღეს მშობლები საღეჭ რეზინასაც არ მყიდულობენ, რადგან საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ აძლევენ.როცა პროდუქტების საყიდლად ფულს მაძლევდნენ და თან ჩემთვის რაღაც წვრილმანს ვყიდულობდი, ვერ ვხვდებოდი, რატომ მიყვიროდნენ. მხოლოდ რამდენიმე ლარი დავხარჯე, რა მოხდა? ჯერ კიდევ გუშინ ხომ მარტივად მყიდულობდნენ ბარბებს, რომლებიც 10-ჯერ უფრო ძვირი ღირდა.“

photo credit: depositphotos

როგორც ხედავთ, ბავშვები, რომლებიც მდიდარ ოჯახებში დაიბადნენ, ხშირად რეალური ცხოვრებისთვის მოუმზადებლები არიან. ისინი ვერ ხვდებიან, თუ რაზეა დამოკიდებული ადამიანის სტაბილური მატერიალური შემოსავალი. ისინი იღებენ ყველაფერს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე და ამას ნორმად თვლიან.თუმცა ასეთი სათბურის პირობების გაქრობისას გუშინდელი მდიდრები დღეს ცხოვრების პირისპირ მოუმზადებლები დგანან ყოველგვარი ცოდნის, გამოცდილების და უნარის გარეშე. ბევრისთვის ასეთი სიტუაცია სასარგებლოც არის. ისინი ძალას პოულობენ, რომ სირთულეები გადალახონ და უკეთესები გახდნენ.