რა ემართება კბილებს მშობიარობის შემდეგ: 10 მთავარი კითხვა სტომატოლოგთან

508

ორსულობის შემდეგ ბევრ ქალს კბილის პრობლემები აწუხებს: კარიესი, ღრძილების ანთება და პლომბის ჩამოვარდნა. ამის მიზეზი კი მშობიარობის შემდეგ იმუნიტეტის დაქვეითება და კალციუმის დეფიციტია.

ამ დროს სტომატოლოგთან ვიზიტი არ გვსურს, მით უმეტეს გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამ პერიოდში კბილების მკურნალობა სახიფათოა. სინამდვილეში, მეძუძურმა დედამ სტომატოლოგს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად უნდა ეწვიოს. დაავადების პროფილაქტიკა უფრო მარტივია, ვიდრე მისი მკურნალობა. კბილებთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას ჩვეულებრივი პროფილაქტიკით თავიდან აიცილებთ, ოღონდ რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ.

გთავაზობთ მეძუძური დედების კითხვებს კბილების დაავადების მკურნალობის და პროფილაქტიკის შესახებ, რომელთაც კლინიკა „გერმანული სტომატოლოგიის“ მთავარი ექიმი, ფოლკერ გროსმანი პასუხობს.

შეიძლება თუ არა მეძუძურმა დედამ კბილებზე იმკურნალოს

შეიძლება. კარიესის მკურნალობა, გვირგვინის დაყენება და კბილის მოშორება ადგილობრივი ანესთეზის ქვეშ ტარდება. თანამედროვე ანესთეტიკები სისხლში მინიმალური რაოდენობით შეიწოვება, მაგრამ მათ სრულ გაწოვას 3-6 საათი მაინც სჭირდება.

ექიმთან ვიზიტის წინ ბავშვისთვის საჭირო რძის დღიური დოზა უნდა მოიმარაგოთ, რადგან ანესთეზიის შემდეგ ბავშვის ძუძუთი გამოკვება ერთი დღის განმავლობაში რეკომენდებული არაა.

სწორედ ამიტომ, რძის გამოწურვა არ უნდა დაგავიწყდეთ.

თუ ფლუსი ან სხვა ანთებითი პროცესი განვითარდა, სტომატოლოგი ანტიბიოტიკების კურსს დაგინიშნავთ. ამ პერიოდში ბავშვი ხელოვნურ კვებაზე უნდა გადაიყვანოთ და რძე დღეში 6-ჯერ გამოიწუროთ, რომ ლაქტაცია შეინარჩუნოთ.

ძუძუთი კვების დროს იმპლანტის დაყენების უკუჩვენება არ არსებობს, მაგრამ სჯობს ეს პროცედურა გადადოთ. შესაფერის დროს ექიმი განსაზღვრავს.

ბრეკეტების დაყენება და კორექცია ყბის ძვლებზე ზედმეტ დატვირთვას ქმნის, რომელიც მშობიარობის შემდეგ ისედაც დასუსტებულია. სწორედ ამიტომ, ორთოდოტნთან მკურნალობა ძუძუთი კვების დასრულების შემდეგ დაიწყეთ.

მშობიარობის შემდეგ კბილების გასაძლიერებლად კალციუმის მიღება აუცილებელია?

კალციუმი კბილების გასაძლიერებელი ნომერ პირველი საშუალებაა. თუ ადამიანი სრულყოფილად იკვებება და მისი რაციონი კალციუმით მდიდარ პროდუქტებს (ხაჭო, არაჟანი, ყველი, სეზამი) შეიცავს, მაშინ ორგანიზმი ამ მინერალს საკმარისად იღებს.

მშობიარობის შემდეგ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მეძუძური დედებისთვის ვიტამინ-მინერალების პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ, რომელიც კბილებზე დადებით გავლენას ახდენს.

მეძუძური დედისთვის კბილების გათეთრება შეიძლება?

ბევრი რამ პირის ღრუს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მეძუძურ დედას კბილების და ღრძილების მგრძნობელობა გაზრდილი აქვთ და აგრესიულმა მათეთრებელმა პასტებმა შეიძლება პროცესი გააძლიერონ.

მშობიარობის შემდეგ სჯობს მგრძნობიარე კბილის პასტა გამოიყენოთ. რამდენიმე თვის შემდეგ, თუ კბილები და ღრძილები ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, მათეთრებელი კბილის პასტა გამოიყენეთ.

ქიმიური მათეთრებლებისგან (სახლის პირობებში კაპებით და სტომატოლოგთან პროცედურა) მეძუძურმა დედებმა სჯობს თავი შეიკავონ.

აი, კბილების წმენდა Air Flow რეაქტივების გამოყენების გარეშე გამოგადგებათ.

როგორ ავიცილოთ თავიდან მშობიარობის შემდეგ კბილების გაყვითლება

კბილების დილა-საღამოს გაწმენდა, კარგი ჯაგრისის და პასტის გამოყენება, ჭამის შემდეგ პირის ღრუს გამოვლება, კბილის ძაფის გამოყენება არა მხოლოდ კბილების გაყვითლებას თავიდან აგაცილებთ, არამედ კბილის ქვისგან დაგიცავთ.

ბევრი რამ დედის ჩვევაზეა დამოკიდებული. კბილების გაყვითლება ხშირად ორგანიზმის შიდა პრობლემებით არის გამოწვეული. მთავარი მიზეზი – ფერადი სასმელებია.

რა უნდა ქნათ, თუ კბილების გაწმენდის შემდეგ ღრძილებიდან სისხლდენა დაგეწყოთ

თანამედროვე კბილის ჯაგრისებს სილიკონის და პოლიმერის ჯაგარი აქვს, რომელიც კბილის ნადებს კარგად აშორებს და კბილის ემალსა და ღრძილებს არ აზიანებს. სწორედ ამიტომ, კარგი ჯაგრისით კბილების გაწმენდის შემდეგ პრობლემა არ გექნებათ. სისხლი ჩნდება, თუ:

  • კბილის ჯაგრისს ძალიან ძლიერად დააწვებით.
  • თქვენი კბილის ჯაგრისი ძალიან ძველია (ვადა მაქსიმუმ 3 თვეა).
  • თქვენი კბილის ქვა გაქვთ (ის ექიმმა უნდა მოგაშოროთ).
  • თქვენ ცუდი პლომბი და გვირგვინი გაქვთ (არასწორი კიდეები და მკვეთრი წვეტები რბილი ქსოვილების მექანიკურ დაზიანებას იწვევენ).
  • ღრძილების ანთება (მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური, თერმული ან ქიმიური დაზიანება).

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები გამორიცხულია, ხოლო სამკურნალო სავლები არ გშველით, ექიმს უნდა მიმართოთ.

ფთორის შემცველი კბილის პასტა – სახიფათოა თუ საზიანო

ადრე ფთორის შემცველი კბილის პასტის აქტიური რეკლამა ხდებოდა, ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფთორი საზიანოა. თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. მეცნიერება დღემდე მიიჩნევს, რომ ფთორი კბილების გასაძლიერებელი შესანიშნავი საშუალებაა.

საქმე რაოდენობას ეხება. ფთორის დიდი დოზა კბილებზე ცუდ გავლენას ახდენს, მაგრამ კბილის პასტა ბევრ ფთორს არ შეიცავს.

დღესდღეობით ფთორის და კალციუმის ფოსფატის შემცველი კბილის პასტა კბილების მინერალებით გასაჯერებლად საუკეთესო საშუალებად ითვლება.

რომელი კბილის პასტა არის სახიფათო მეძუძური დედებისთვის

კბილის პასტის შემადგენლობა წაიკითხეთ. დღემდე პარაბენების შემცველი კბილის პასტის ფართო სპექტრი იყიდება. ფრანგმა მამოლოგმა, ფილიპა დარბრმა დაამტკიცა, რომ პარაბენები მკერდის სიმსივნეს იწვევენ. საფრანგეთში 2014 წლიდან ნებისმიერი ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებში მათი დამატება აკრძალულია. ზოგიერთ ქვეყანაში პარაბენები დღემდე გამოიყენება, მაგალითად იაპონიაში.

რომელი კბილის ჯაგრისია უკეთესი – ნატურალური თუ სინთეტიკური ჯაგრით

ჯერ კიდევ 50 წლის წინ მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ჯაგრისი მხოლოდ სინთეტიკურ ჯაგარს უნდა შეიცავდეს.

დღეს ყველაფერი ნატურალურის გამოყენება მოდაშია და ხის, ნატურალური ღორის, ცხენის, მთის თხის და ა.შ. ჯაგრის მქონე კბილის ჯაგრისები გაყიდვაში შემოვიდა.

ქალებმა ორსულობის შემდეგ და საერთოდ ნებისმიერმა ადამიანმა სჯობს ასეთი ჯაგრისების გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

ნატურალურ მასალებში ბევრი ფორებია, სადაც ბაქტერიები გროვდება და მრავლდება. ეს კი პირის ღრუს ანთებით პროცესებს იწვევს.

გირჩევთ, რომ სინთეტიკური კბილის ჯაგრისი სამ თვეში ერთხელ გამოცვალოთ.

რომელი ჯაგრისია უკეთესი – ჩვეულებრივი თუ ელექტრონული

ელექტრონული ჯაგრისი კბილებს კარგად წმენდს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჯაგრისს ძლიერ არ დააწვეთ. ეს კბილებსა და ღრძილებზე ცუდ გავლენას ახდენს. ჯაგრისი ინდიკატორით შეიძინეთ, რომელიც დაწოლის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. თუ ძლიერ დააწვებით, ძლიერი ნათურა აინთება.

თანამედროვე ჯაგრისი სუპერ გაჯეტს წარმოადგენს. მაგალითად, ზოგიერთ მოდელს შეუძლია თქვენი სმარტფონის ბლუთუზს დაუკავშირდეს, რაც დროის გაკონტროლების საშუალებას იძლევა.

ჯაგრისს რამდენიმე ფორმა აქვს, მათ შორის მგრძნობიარე კბილებისთვის, რაც მეძუძური დედებისთვის გამოდგება.

როგორ გავიწმინდოთ რთულად ხელმისაწვდომი ადგილები პირის ღრუში

კბილებს შორის ადგილის გაწმენდა ხის ჩხირით არ ღირს. ის ტყდება და იჩხირება და შემდეგ ექიმთან მისვლა მოგიწევთ, რომ კბილებს შორის ჩარჩენილი ხის ჩხირი ამოიღოთ.

კბილის ძაფი რთულად ხელმისაწვდომი ადგილების გასაწმენდად ყველაზე მარტივი საშუალებაა. სასურველია, ყოველ საღამოს გამოიყენოთ.

მეორე ვარიანტი – ირიგატორი. ეს კბილების მინი-შხაპია, რომელიც სტომატოლოგიურ ინსტრუმენტს ჰგავს, საიდანაც წნევის ძალით წყალი მოდის. ირიგაოტირ კბილებს შორის ადგილს და ნადებს შესანიშნავად აშორებს, გვირგვინის და ბრეკეტის მოვლას ამარტივებს, ასევე ღრძილებს მასაჟს უკეთებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს