ვისთვისაა მომგებიანი ძვირიანი ნივთებისა და პროდუქტების დაწვა, როდესაც მილიონობით ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს.

127

მაშინ, როცა თითქმის 2 მლრდ ადამიანი შიმშილობს ან ჭამა აკლია, ხოლო 700 მლნ–ზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, კომპანიები და მთავრობები უამრავ საჭმელს, სრულად ახალ ტანსაცმელს და ტექნიკას რეგულარულად ანადგურებენ. დღეს Paparazzi.ge–ს რედაქცია ეცდება გაარკვიოს, თუ როგორ და, რაც მთავარია, რატომ ანადგურებენ ახალ ტანსაცმელს და ტექნიკას. ასევე შეცვლის თუ არა სიტუაციას გონივრული მოხმარება, რომლის აუცილებლობის შესახებ ეკოლოგები საუბრობენ.

გონივრული მოხმარება

რეკლამა და მარკეტინგი მომხმარებლებს აიძულებენ იფიქრონ, რომ ძველი ტელეფონით სიარული სამარცხვინოა, მანქანა ყოველ რამდენიმე წელში უნდა გამოცვალონ, ხოლო ზედიზედ ერთი და იგივე ბლუზის ჩაცმა სირცხვილია. ბიზნესი ხომ უნდა გაიზარდოს, ამისთვის კი უნდა ვიყიდოთ, ვიყიდოთ და ვიყიდოთ.

გვასწავლეს, რომ შოპინგი სტრესის მოხსნის, ტკივილის ჩახშობის, თვითდამტკიცების, გართობის და ინდივიდუალურობის გამოჩენის შესანიშნავი მეთოდია. თუმცა შეძენილი ნივთებით გამოწვეული სიხარული სწრაფად ქრება, ხოლო უსარგებლო საქონელი სულ უფრო და უფრო გროვდება.

დამატებით, ყველა ინდუსტრიული ნაწარმი პლანეტას კლიმატის შეცვლით, რესურსების ამოწურვით და გარემოს დაბინძურებით ემუქრება. ტანსაცმლის წარმოებისას მილიარდობით ტონა კვალსათბურის გაზი გამოიყოფა. ხოლო წარმოებული ბამბა და შეღებილი ტანსაცმელი წყალს ტოქსიკური ქიმიკატებით აბინძურებს და მომავალი გამოყენებისთვის გამოუსადეგარს ხდის.

როგორ გავარღვიოთ მასობრივი მოხმარების ჩაკეტილი წრე? ერთი მხრივ, პრობლემაზე მთავრობები, კორპორაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები მუშაობენ. მაგალითად, 2005 წელს გარემომ ჭკვიანი მოხმარების და წარმოების პროგრამა შეიმუშავა.

პროცესში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. 2019 წელს 150 წამყვანმა ბრენდმა (მათ შორის Gucci, Chanel, Nike, Prada) ხელი მოაწერა „მოდის პაქტს“, რომელიც მიმართულია კვალსათბურის გაზის გამოყოფის წინააღმდეგ, წარმოების ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავებული მასალების გამოყენებისკენ.

მეორე მხრივ, თითოეულს შეუძლია თავად დაიწყოს და იმოქმედოს. ამისთვის აირჩიეთ საქონელი, რომლის წარმოებაზე ნაკლები რესურსი და ენერგია დაიხარჯა. ყურადღება არ მიაქციოთ რეკლამას, ხარჯები დაგეგმეთ, ყველაფერი ზედმეტი მოიშორეთ, ძველი, მაგრამ გამოსადეგი ნივთები დააფასეთ.

ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ დაიწყოთ იმით, რომ თუნდაც ერთი თვის განმავლობაში არაფერი ახალი არ შეიძინოთ. როგორც ფრანგული კომედიური ფილმის „100 ნივთი და არაფერი ზედმეტი“ გმირმა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანია მატერიალურად უზრუნველყოფილი, მით უფრო მეტად შორდება მარტივ ბედნიერებას.

როგორ და რატომ ანადგურებენ კარგი ხარისხის საქონელს

სანქცირებული პროდუქტები

მაგალითად, მხოლოდ 3 წლის განმავლობაში პრეზიდენტის განკარგულებით  (2015 წლის 29 ივლისიდან) რუსეთში 26 ათასი ტონა საჭმელი გაანადგურეს. სანქცირებულ ყველს, ხორცის პროდუქტებს და ხილს წვავენ ან ჭრიან და მარხავენ.

საფრანგეთში, ფრანგი ფერმერები რეგულარულად ანადგურებენ ყველს და თევზს. ამით ადგილობრივი პროდუქციის დაბალ ფასზე პროტესტს გამოხატავენ. ჩინეთში უხარისხო და ყალბ კვების პროდუქტებს წვავენ.

კიდევ უფრო მეტი ვადაგასული პროდუქტი სუპერმარკეტის დახლებიდან ქრება. ზოგიერთი მონაცემებით, 20%–მდე. რა თქმა უნდა, მათი გაცემა გაჭირვებულებზე შეიძლება, მაგრამ ეს „სურსათის უვნებლობის შესახებ“ და „საკვები პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საბაჟო კავშირის კანონს ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, დამარხვა უფრო მარტივი და უსაფრთხოა.

მოდის ინდუსტრიის ბინძური საიდუმლო

როგორც ცნობილია, მოდა თავქარიანი და ცვალებადია. მით უმეტეს მაღალი მოდა. რა ვუყოთ გასული წლის გაუყიდავ კოლექციას? თუ დაბალ ფასში გავყიდით, ეს ახალი კოლექციის გაყიდვებზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. იქნებ ღარიბებს დავურიგოთ? მოისურვებს მდიდარი ადამიანი მასში ათასობით დოლარის გადახდას, თუ ასეთ საქონელს ღარიბზეც დაინახავს?

გამოსავალი ერთია: დაწვა. ამრიგად, ბრიტანული ლუქს ბრენდი Burberry ყოველწლიურად 20-30 მლნ ღირებულების ტანსაცმელს წვავს. ნარჩენებს რეგულარულად ანადგურებენ Louis Vuitton, Nike, Michael Kors და სხვები. ეკოლოგების მონაცემებით, ყოველწლიურად ტანსაცმლის წვის დროს ატმოსფეროში უფრო მეტი კვალსათბურის გაზი ხვდება, ვიდრე საჰაერო და ზღვის სატრანსპორტო საშუალებებიდან ერთად აღებული.

ნელნელა, მაგრამ სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. 2019 წელს საფრანგეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც გაუყიდავი ტანსავმლის განადგურებას კრძალავს. ახლა ყველაფერი განმეორებით გადამუშავებაზე უნდა მოხვდეს. ეკოაქტივისტების გავლენით Burberr–იც დათმობაზე წავიდა. როგორც ამბობენ, „ტანსაცმლის განადგურების ეკოლოგიურად საზიანო პრაქტიკაზე უარს იტყვიან“.

ტექნიკა

2018 წელს ცნობილი გახდა, რომ მსხვილი ამერიკული ონლაინ მაღაზია Amazon გერმანიაში უამრავ როგორც ახალ, ასევე დაბრუნებულ ნივთებს ანადგურებს. Amazon–ის ერთ–ერთმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ყოველდღიურად ათი ათასობით ევროს ღირებულების ნივთებს ანადგურებდა.

„ეს უდიდესი სკანდალია, ჩვენ ამ რესურსებს მსოფლიოში არსებული პრობლემების მიუხედავად ვხარჯავთ. ასეთი მიდგომა დროს ფეხს არ უწყობს“ – სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს ბუნების მინისტრი გერმანიაში იოჰენ ფლასბარტი. Amazon არ უარყოფს, რომ ნივთებს ანადგურებს, მაგრამ კომპანიაში არ იციან, თუ რა უყონ საქონელს, რომლის გაყიდვა, გადაყიდვა ან გაჩუქება არ შეიძლება.

როგორც ხედავთ, მთელ მსოფლიოში ყოველ წუთს ტონობით ტანსაცმელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და სურსათს ანადგურებენ, რომელსაც შეეძლო ვინმეს ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა. ეკოლოგიური სარგებლის გარდა ასე მნიშვნელოვან ნივთებზე ფულის დაზოგვა და ნივთების მაქსიმალურად გამოყენება შეიძლება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს