დედამთილის ქცევა რომელიც ბავშვის ბაღში გაშვებას მიკრძალავს

223

ოჯახური კონფლიქტები საკმაოდ ხშირად საცხოვრებელი ბინის პრობლემის გამო ჩნდება. ასეთ რთულ სიტუაციებში ყველაზე ძლიერი ურთიერთობებიც კი შეიძლება დაინგრეს. როგორც წესი მსგავს შემთხვევებში ახალგაზრდა ოჯახები და მათი ნათესავები ხვდებიან. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ისტორიას, რომელიც ზემოთ თქმულის ნამდვილობას ამყარებს.

ოჯახური კონფლიქტები

ყოველთვის ვცდილობდი ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთობა მქონოდა. საკმაოდ მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული ხასიათი მაქვს ამიტომ ჩემი აზრის გატანა ყოველთვის მიჭირს. არასდროს მქონია სამსახურებრივი კონფლიქტი ან უკმაყოფილება. თუმცა ჩემი ვაჟის ქორწინების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
ჩემი მეუღლე ათი წლის წინ გარდაიცვალა. სამოთახიანი ბინა გვაქვს და დავთანხმდი, რომ ვაჟს ქორწინების შემდეგ ჩემთან ეცხოვრა. ვიფიქრე, რომ ჩემი ხასიათით საერთო ენას ყველასთან გამოვნახავდი.

თავიდან ასეც იყო. რძალი ძალიან ჩუმად და მშვიდად იქცეოდა, რჩევებს მეკითხებოდა და მეხმარებოდა. თუმცა ამასთანავე ეტყობოდა, რომ ამას გულით არ აკეთებდა. ვცდილობდი ჩემს ოთახში გამეტარებინა მთელი დრო და ახალგაზრდები არ შემევიწროვებინა.

ვაჟი კმაყოფილი იყო ჩევნი დამეგობრებით. მალე მან თავისი ბინის საყიდლად ნაგროვები ფულის დახარჯვა გადაწყვიტა და მანქანა იყიდა. ამის წინააღმდეგი ვიყავი მაგრა,მ მაინც დამარწმუნა. ამას რძალიც ითხოვდა რომელიც იმ მომენტში ორსულად იყო. ძალიან არ მომეწონა ის ფაქტი, რომ ამისთვის კრედიტის აღება მოგვიწია.

შვილიშვილის დაბადების შემდეგ კრედიტი არათუ ვერ დავფარეთ არამედ უფრო მეტი ვალის აღებაც მოგვიწია. რძალს ყველაზე ძვირი ეტლი და ბავშვის ნივთები მოუნდა. მათი უმეტესობა ჯერ არც კი გაგვიხსნია. ვხედავდი, რომ არაფრის შეცვლა არ შემეძლო და ამიტომ ვდუმდი.

ჩვენს შორის ნამდვილი გაუგებრობა მაშინ დაიწყო როდესაც 2,5 წლის ბავშვის საბავშვო ბაღში წაყვანა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ რძალი მუშაობის დაწყებას არ აპირებდა. მან თქვა, რომ ჯერ ცოტას დაისვენებდა, თავს მოიწესრიგებდა, ფიტნესზე ივლიდა და ამის შემდეგ დაიწყებდა მუშაობას. მე ამ გეგმის წინააღმდეგი ვიყავი და რძალმა სწორედ იმ დღეს მაკადრა ზედმეტი.

ერთი კვირის წინ შვილიშვილმა დიდლით სიცხიანმა გაიღვიძა. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი ექიმთან წაეყვანა რძალმა ის ბაღისთის გაამზადა. 11 საათზე ვარჯიშზე იყო წასასვლელი, შემდეგ კი მანიკურზეც უნდა შეევლო. მე წინააღმდეგი ვიყავი და მან მიმითითა, რომ სხვის საქმეში ვერეოდი. ვაჟიც არ შეეწინააღმდეგა. “ბაღში ხომ მანქანით მიგვყავს და იქ კი თბილა. კარგად იქნება.”

უკვე სამსახურში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ როდესაც დავინახე რა ხდებოდა გადავწყვიტე შვილიშვილთან დავრჩენილიყავი თუმცა რძალმა იუარა. მოგვიანებით აღმზრდელმა დარეკა რომ ბავშვი სახლში წაგვეყვანა. შედეგად დამნაშავე მე გამოვედი.

ახლა რძალი აღარ მელაპარაკება. ვაჟი ნერვიულობს მაგრამ, არაფერს ამბობს. მან ძველ საერთო საცხოვრებელში ოთახის ყიდვა შემომთავაზა ამისთვის ის მანქანის გაყიდვაზეც თანახმაა. თან მიხსნის, რომ ასე ჩემთვის უკეთესი იქნება და უფრო მშვიდად ვიცხოვრებ. ვერაფერს ვიფიქრებდი თუ ჩემი ვაჟი ასე სწრაფად იტყოდა ჩემზე უარს. ახლა კი არ ვიცი როგორ მოვიქცე. ბინა რომელშიც ახლა ვცხოვრობ ორივეს გვეკუთვნის. ჩემი ბინიდან წასვლა არ მინდა და არც მათთან ცხოვრება შემიძლია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ახალგზარდა უნდა ცდილობდეს მშობლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ცხოვრებას. მხოლოდ ამგავარდ შეიძლება პირადი ზღვარის შენარჩუნება და ახლობლებთან კეთილ ურთიერთობებში დარჩენა.

როგორ ფიქრობთ ვის მხარეს არის სიმართლე? რას ურჩევდით ამ ისტორიის გმირებს? თამამად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენატრებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს