რა უნდა გააკეთოს დისახლისმა ნერგის დარგვამდე

0
1933

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ნერგების სწორი მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. საკმარისი არ არის თესლის მიწაში ჩაყრა და რწყვა, მათ სერიოზული მიდგომა ესაჭიროებათ. პაპარაცის ამ სტატიაში სწორედ ამ ნიუანსებზე ვისაუბრებთ.

ნერგების მოვლა

ნერგის მოვლა ხარისხიანი თესლისა და ნიადაგის შეძენით იწყება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთოთ ადგილს სადაც ნერგების გაზრდას აპირებთ. სამეურნეო მაღაზიებში სპეციალური ჭურჭელი იყიდება ნერგებისთვის, რომლებსაც რამდენიმე აქვს.

Photo credit: Depositphotos

გაითვალისწინეთ, რომ სპეციალური ჭურჭლის ყიდვა და ხარჯის გაწევა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ პლასტმასის ჭიქები, საკვების კონტეინერები ან ის მასალა გამოიყენოთ რაც თავად მოგეპოვებათ.

თუ ბევრი ნერგის მოყვანას აპირებთ, შეგიძლიათ წინასწარ დაამზადოთ სართულებიანი სტელაჟი, მასზე ბევრი ნერგიც დაეტევა, ცოტა ადგილსაც იკავებს და პლუს განათების მოწყობაც გაადვილდება. სწორი განათება ნერგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

Photo credit: Depositphotos

განათება

თუ ადრეულ ნერგებს ზამთრის პერიოდში რგავთ – სპეციალური ფიტოლამპის გარეშე ვერაფერს იზამთ. ის შეგიძლიათ მაღაზიებში ან ინტერნეტში შეიძინოთ. მისი საკუთარი ხელით გაკეთებაც შესაძლებელია და ამისთვის დიოდური განათება დაგჭირდებათ. სტანდარტული ნათურა ამ საქმეში უბრალოდ არ გამოგადგებათ.

ნათურაზეა დამოკიდებული მასსა და მცენარეს შორის არსებული დაშორება. რაც უფრო დიდია ნათურა, მით უფრო მაღლა უნდა დაამაგროთ სანათიც. მაგალითად 7-10 ვატიანი ფიტოლამფა 20-30 სანტიმეტრის დაშორებით უნდა დამაგრდეს. 5 ვატიანი კი მაქსიმუმ 15-20 სანტიმეტრზე. ზედმეტმა სინათლემ შეიძლება მცენარის ზრდა შეაფერხოს.

ლამფის სახეობაზეა დამოკიდებული, მისი მცენარეზე გავლენა. მაგალითად, წითელი ან ფორთოხლისფერი ნათება პომიდვრისა და წიწაკების სწრაფ ამოზრდას უწყობს ხელს. ხოლო იისფერი ან ლურჯი კი ჯანმრთელი წანაზარდების ზრდასა და განვითარებაში ეხმარება მცენარეს.

თბილი და ცივი სპექტრის ლამფების გარდა, უკანა და გვერდით კედლებზე სტელაჟს სპეციალური ეკრანები უნდა გაუკეთოთ. ისინი შუქის ასარეკლად არის საჭირო. თავიდან ყველა ხერხს ერთდროულად ვერ გამოიყენებთ მაგრამ, ნელ-ნელა შეეჩვევით და გაითავისებთ.

პროფილაქტიკა

დაუპატიჟებელი სტუმრებისგან არცერთი მცენარეა დაზღვეული. საშინელი მავნებლები შეიძლება ნერგებზეც გაჩნდენ. მათთან ბრძოლამ რომ არ მოგიწიოთ, აჯობებს პროფილაქტიკით დაკავდეთ.

თუ ნერგების მომზადებას აპირებთ, პირველ რიგში დააკვირდით – თქვენ ოთახის მცენარეებს ყველაფერი რიგზე აქვთ?! მათ თეთრი ლაქები ხომ არ აქვთ?! თუ ასეა, მაშინ დროა მათ გადარჩენაზე იზრუნოთ.

აბლაბუდატკიპასებრნი მარტივი მოსაშორებლები არიან. ამისთვის მცენარე სარეცხი საპნით დაამუშავეთ. გასაპნეთ ღრუბელი და ფოთლები გაწმინდეთ. შეგიძლიათ საპნიანი ხსნარიც გააკეთოთ და მცენარეს შეასხუროთ. ამის შემდეგ ის რამდნეიმე საათით დადგით და ბოლოს ქაფი გაწმინდეთ. ქაფის გაწმენდის შემდეგ მცენარე 1 დღე-ღამის განმავლობაში ჰერმეტულად უნდა შეფუთოთ.

Photo credit: Depositphotos

თუ მავნებლების მოცილება არ გამოგივიდათ, სპეციალური საშუალების გამოყენება სცადეთ, მაგალითად “ფიტოვერმის”. ის საცხოვრებელ სახლებშიც გამოიყენება. 1 ლიტრ წყალზე 2 მილიგრამი პრეპარატი გამოგადგებათ. დაამუშავეთ მცენარეები მიღებული ხსნარით. ერთი კვირის შემდეგ კი პროცედურა კვლავ გაიმეორეთ.

Photo credit: Depositphotos

პაპარაცის რედაქციისგან

არასდროს არის გვიან მებაღის შესანიშნავი პროფესიის ასათვისებლად. თავიდან მცირედით დაიწყეთ. მაგალითად ხავერდების ნერგები გააკეთეთ და თქვენი აგარაკი მორთეთ.