რატომ უყვითლდება ფოთლები ახალგაზრდა ორქიდეას

0
435

8 მარტთან დაკავშირებით მაღზიებისა და ყვავილების დახლების უმეტესობა ფერადი, ლამაზი და სხვადასხვა სახეობის ყვავილებით აივსო. რა თქმა უნდა შეუდარებელი ორქიდეა – ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს. ამ სილამაზის წინაშე თავშეკავება შეუძლებელია. თუმცა, ამ კაპრიზული მცენარის მოვლა სამწუხაროდ ყველამ არ იცის. ამიტომ დღეს, პაპარაცის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია, სადაც მოგითხრობთ თუ რატომ უყვითლდება ორქიდეას ფოთლები და როგორ უნდა მოუაროთ მას სწორად.

Photo credit: GettyImages

ორქიდეა ფერთა დიდი გამით გამოირჩევა, ამიტომ მისით ნებისმიერი ინტერიერის მორთვას შეძლებთ. ის 2-6 თვე ყვავილობს, ზოგიერთი სახეობა კი ყვავილებით მთელი წლის განმავლობაში გაგახარებთ.

Photo credit: GettyImages

ეს უნივერსალური მცენარეც კი არ არის დაზღვეული ფოთლები გაყვითელბისგან. ამის უამრავი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ორქიდეა შეიძლება უბრალოდ სიბერისგან გაყვითლდეს. ძველი ფოთლების ბუნებრივი მოცილება ხდება.

ეს პროცესი როგორც წესი, ქვედა ფოთლებიდან იწყება. ასეთი პრობლემა პოპულარული ბევრი სახეობის ორქიდეაშია: ფალენოპსისი, კატლეი, დენდრობიუმი, პაფიოპედილუმი – ეს პრობლემა ნებისმიერ მათგანს შეიძლება შეემთხვას. მცენარემ ფოთლები შეიძლება მთლიანად მოიცვალოს ან მთელი წლის განმავლობაში – ნელ-ნელა.

Photo credit: GettyImages

ნუ იდარდებთ თუ შენიშნავთ, რომ გაყვითლებული ფოთლები აქვს. როგორც კი სრულად გაყვითლდება, ის ყვავილს მოაშორეთ და ახალი ფოთლის გაზრდის პროცესი დაიწყება.

სხვა მიზეზები

ზოგჯერ ორქიდეა დაავადებისგან ყვითლდება. მაგალითად, ლპობის დაწყების ან არასწორი მოვლის გამო (ჭარბი რწყვის და არასწორი განათების).

Photo credit: GettyImages

გარდა ამისა ორქიდეას შეიძლება სოკო ან სხვა პათოგენური ბაქტერიები გაუჩნდეს. იქნებ ის თავიდანვე ცუდად განოყიერებულ ან გაუნოყიერებელ ტორფში დარგეთ? დაავადებაზე არა მხოლოდ გაყვითლებული ფოთლები არამედ მოხვეული ბოლოები, დარბილებული ღერო და გაჩენილი ლაქებიც მიანიშნებენ.

როგორ გადავარჩინოთ მცენარე

საჭიროა დროულად შენიშნოთ პრობლემა. ამოიღეთ მცენარე ნიადაგიდან და სუფთა წყალში გადადევით. შემდეგ ფესვები დაუთვალიერეთ და მომპალი ადგილები სეკატორით მოაჭერით. გამოცდილი მებაღეები გვირჩევენ – გამოყენებამდე ინსტრუმენტს დეზინფექცია გაუკეთოთ.

Photo credit: Depositphotos

შემდეგ კი ფუნგიციდური პრეპარატით დაუმუშავეთ ფესვები. ყველა წანაჭრელი ადგილი დაფშვნილი ნახშირით დაამუშავეთ. აბების ნაცვლად დარიჩინი ან ბრილიანტის მწვანეც გამოგადგებათ.

ახლა როდესაც ორქიდეას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, დარგეთ ის ახალ ქოთანში და გამოცვლილ ნიადაგში. ყურადღებით დააკვირდით მცენარეს და მორწყეთ ის. ზამთარში მას 1-2 კვირაში ერთხელ რწყავენ. ზაფხულში კი კვირაში ერთხელ.

Photo credit: Depositphotos

გახსოვდეთ, რომ სწორი განათება და ოთახში ტენიანობის დონე მნიშვნელოვანია. თუ ოთახის მცენარეების მოვლის პატარა გამოცდილება გაქვთ, გირჩევთ სპეციალური ინდიკატორი შეიძინოთ. მისი მეშვეობით შეძლებთ შეამოწოთ თუ რამდენად ნესტიანია ნიადაგი და ზედმეტ წყალს ხომ არ ასხავთ. თუ ორი დღის განმავლობაში მიწა სველია, ესეიგი მას ზედმეტ წყალს ასხავთ.

ინდიკატორის მაგიერ, ამას უბრალოდ ხის ჩხირიც გაუმკლავდება. ორიენტირდით მის სისველეზე და მცენარეც შესაბამისად მორწყეთ.

ორქიდეის სასარგებლო თვისებები

Photo credit: GettyImages

ორქიდეას ქალის ჭეშმარიტ ყვავილს უწოდებენ. ამბობენ, რომ ეს მცენარე ქალურ თვისებებსა და ენერგეტიკას აძლიერებს. გარდა ამისა სჯერათ, რომ მისი ფერი – თისებებზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, სტაფილოსფერი ორქიდეა სიზარმაცესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

თუ საყვარელი ადამიანისთვის გსურთ საჩუქრის გაკეთება, ყურადღება მიაქციეთ ამ მომხიბლავ მცენარეს. ორქიდეა – კარგი სასაჩუქრე იდეაა.