K ვიტამინის მნიშვნელოვანი მისია: რატომ არის ასეთი აუცილებელი ორგანიზმისთვის

0
533

ორგანიზმში მიკროელემენტების ბალანსი მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანომ შეუფერხებლად იმუშაოს. მაგალითად, ახლა მხოლოდ D ვიტამინზე საუბრობენ, ვის არ ურჩევენ მის მიღებას. Paparazzi.ge–ს რედაქცია ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი ელემენტის შესახებ ინფორმაციას გთავაზობთ. ის მცირედი ცოდნა საკმარისია, რომ ვაღიაროთ: K ვიტამინს უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე ბევრ სხვა კომპონენტს.

ყველასთვის ცნობილია პირველი სამი ვიტამინების ჯგუფი – A, B, C. აი, სხვა ნივთიერებების შესახებ, მით უმეტეს K ვიტამინზე ცოტამ თუ იცის. არადა ის პირდაპირ უკავშირდება ტვინს და არა მხოლოდ.

K ვიტამინის თვისებები

ექიმებს უყვართ იმის გამეორება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი რაციონი, განსაკუთრებით ახალი ბოსტნეული და ხილი. K ვიტამინს შეიცავს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ჩვენს მენიუში სულ უფრო იშვიათად ხვდება. ესაა ახალი მწვანილი: ისპანახი, ბროკოლი, სატაცური, ფურცლოვანი სალათი. მათი მოხმარება შემდეგ პროცესებზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

ტვინის ნორმალური მუშაობა

K ვიტამინი, უფრო ზუსტად ამ ჯგუფის ერთ–ერთი ვიტამინი K2 სფინგოლიპიდების წარმოებაში მონაწილეობს. ისინი ნერვული უჯრედების კვდომას ეწინააღმდეგებიან. გამოდის, K ვიტამინი ასაკობრივი დემენციის და კოგნიტური დარღვევებისგან საუკეთესო დამცველია.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობა

სისხლძარღვების სისუფთავე კვებასა და ორგანიზმში კალციუმის შემადგენლობაზე დიდად დამოკიდებულია. კალცინოზი გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ამ ელემენტის სიჭარბეს უკავშირდება. ის გროვდება რბილ ქსოვილებში: ორგანოებში, სისხლძარღვებსა და გულის კუნთებში. ქსოვილები მოქნილობას კარგავენ, ნორმალურად აღარ მუშაობენ. ასე ათეროსკლეროზი ვითარდება.

K ვიტამინის რეგულარული მიღება კალცინოზს თავიდან აგაცილებთ და კალციუმის კრისტალების რაოდენობას შეამცირებს. ამრიგად, ახალი მწვანილის მოყვარულებს გულის იშემიური დაავადება ნაკლებად აწუხებთ.

სისხლის შედედება

თუ ამჩნევთ, რომ ჭრილობა დიდხანს არ ხორცდება, ხოლო კანი მცირე ფიზიკური ზემოქმედებისას ლურჯდება, შეიძლება სისხლის შედედების პრობლემა გქონდეთ. K ვიტამინი სწორედ სისხლდენის შეჩერების უნარით აღმოაჩინეს.

ის სისხლის შედედების ნორმას ინარჩუნებს და უბრალოდ უცვლელი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ჰემოფილია აწუხებს. ასევე სასარგებლოა მედიკამენტებით მკურნალობისას, რომლებიც სისხლს ათხელებენ.

საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ნორმალური მუშაობა

ძვლები ყველაფერია. სახსრების ტკივილი, ცუდი დგომა, ოსტეოპოროზი და სხვა უსიამოვნებები მიგანიშნებთ, რომ ძვლები სუსტი და მყიფეა. K ვიტამინი გაცვლით პროცესებში, კერძოდ უჯრედების ზრდის და გაცვლის პროცესში, ერთ–ერთ მთავარ როლს თამაშობს. ამ ნივთიერების ნორმალური დონე შეინარჩუნეთ, რომ მოტეხილობა და ხერხემლის გამრუდება თავიდან აიცილოთ.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია! ამ ელემენტის დონის შენარჩუნებას ყველამ ყურადღება უნდა მიაქციოს, ორსულებმა და ბავშვებმა ყველაზე მეტად. ახლა დეტალურად გიამბობთ, თუ სად შეგიძლიათ იპოვოთ K ვიტამინი.

  • ფერმენტირებული პარკოსანი კულტურები (შესაძლოა, ამიტომ ცხოვრობენ იაპონელები ასე დიდხანს)
  • მწვანილი (ფურცლოვანი სალათი, კომბოსტო, ისპანახი, თალგამი)
  • სტაფილოს წვენი
  • ბროწეულის წვენი
  • მოცვი
  • ავოკადო
  • სოიო
  • ქათმის კვერცხის გული
  • იხვის ღვიძლი
  • ხაჭო
  • ზოგიერთი სახეობის ყველი (მაგალითად, ბრი)

ყველაზე საინტერესოა ის, რომ K ვიტამინის სარგებელი თერმოდამუშავებით არ ზიანდება. და მაინც, სჯობს უმი ხილ–ბოსტნეული მიირთვათ. ასე არა ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებებს მიიღებთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!